Home რუბრიკები პოლიტიკა “არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან”

“არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან”

696

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური მისი დაკითხვის თაობაზე არასამთავრობოების მოთხოვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა. დეპუტატმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის პირები, რომლებიც  ფარულ ჩანაწერებში არიან ასახულნი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

 “მე მოვუწოდე თანამდებობის პირებს, რომლებზეც შეიძლება არსებობდეს ასეთი კომპრომატები არამხოლოდ ამ ვიდეომასალაში, არამედ, საზოგადოდ, ნებისმიერი ფორმით, რამაც შეიძლება სახელმწიფო ინტერესები დააზიანოს,  ასეთი თანამდებობის პირები უნდა განერიდონ ხელისუფლებას. ასე ხდება სრულიად მსოფლიოში… მოთხოვნა ჩემი დაკითხვის თაობაზე შანტაჟია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან, რადგან ცდილობენ, ნებისმიერი საფრთხის შემცველი ქმედება გადაფარონ”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here