Home რუბრიკები პოლიტიკა მარკ რუტე: არ უნდა ავირჩიოთ მხოლოდ ევროპისკენ მიმავალი გზა, ქვეყნებმა რუსეთთანაც ძლიერი...

მარკ რუტე: არ უნდა ავირჩიოთ მხოლოდ ევროპისკენ მიმავალი გზა, ქვეყნებმა რუსეთთანაც ძლიერი ურთიერთობები უნდა იქონიონ

578

 “ჰოლანდიის პრემიერმინისტრი მარკ რუტე ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებას ეწინააღმდეგება”, _ წერია სტატიაში, რომელიცამერიკის ხმისქართულმა რედაქციამ  გამოაქვეყნა

ჰოლანდიაში 6 აპრილს დანიშნულია რეფერენდუმი, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობა უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას უყრის კენჭს. ჰოლანდიის პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ ვაშინგტონში ვიზიტის დროს იმედი გამოთქვა, რომ მისი თანამოქალაქეები სწორ გადაწყვეტილებას მიღებენ და უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას დათანხმდებიან, თუმცა, მისივე თქმით, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ უკრაინა და რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნები ევროკავშირის წევრები უნდა გახდნენ.

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას, შეკითხვაზე, საზოგადოდ, რას ფიქრობს ევროკავშირის გაფართოებაზე, რაც საქართველოს სტრატეგიული მიზანია, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ, მისი აზრით, აღმოსავლეთის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია.

“მე 2013 წელს ვილნიუსის სამიტზე ვიყავი, მახსოვს 2011 წლის ვარშავის სამიტიც. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებთან ხიდები ააშენოს, თუმცა, ამასთანავე, უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთთანაც ძლიერი ურთიერთობები იქონიონ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ცალმხრივი მოძრაობის გზა არ უნდა იყოს. არ უნდა ავირჩიოთ მხოლოდ ევროპისკენ მიმავალი გზა. ქვეყნებმა არჩევანი ერთდროულად რუსეთსა და ევროპასთან ურთიერთობაზე უნდა გააკეთონ. ევროპასთან დასაახლოვებლად კი სავაჭრო შეთანხმებები და ასოცირების ხელშეკრულებები ძალიან მნიშვნელოვანია”, _ განაცხადა რუტემ.

ჰოლანდია დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა და პრემიერმინისტრი მარკ რუტე ევროკავშირის პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრაში მნიშნვლელოვან როლს თამაშობს. ევროკავშირის პრეზიდენტები წევრი ქვეყნები როტაციის პრინციპით ხდებიან და თითოეული მათგანი ამ თანამდებობაზე 6 თვის განმავლობაშია. ევროსაბჭოს შემდეგი პრეზიდენტი ქვეყანა 1 ივლისს სლოვაკეთი გახდება, რომელიც დღეს ჰოლანდიასთან და მალტასთან ერთად ევროსაბჭოს მმართველი ტრიოს წევრია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here