სპეციალურად მოწყობილ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა, რომ ფრაქცია “ეროვნული ფორუმი” საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.
“პარტიის პოლიტიკური საბჭო, ფრაქცია და წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებში შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობას მომავალ არჩევნებამდე”, _ განაცხადა შარტავამ.
პარტიის მიერ გამართულ ყრილობაზე, აგრეთვე, ითქვა, რომ “ეროვნული ფორუმი” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.