Home რუბრიკები საზოგადოება თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 აპრილს გაიმართება

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 აპრილს გაიმართება

524

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების 2016 წლის 20 აპრილს გამართვის შესახებ დადგენილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო

საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 5 აპრილს 10:00 საათზე დაიწყო. რეგისტრაციის ბოლო ვადად 2016 წლის 14 აპრილის 18:00 საათი განისაზღვრა. კენჭისყრის პროცედურა კი 2016 წლის 20 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.

არჩევნების შედეგები არჩევნების დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში გამოცხადდება. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here