Home რუბრიკები პოლიტიკა შოკისმომგვრელი ფაქტები “ხიდაშელის კანტორაში” ჩადენილ დანაშაულებზე

შოკისმომგვრელი ფაქტები “ხიდაშელის კანტორაში” ჩადენილ დანაშაულებზე

696

თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციაში არასასურველი ადამიანების ლიკვიდაცია იგეგმებოდა

უფროსი ლეიტენანტი დავით ნემსაძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და თავდაცვის სამინისტროს სერიოზულ დარღვევებში ადანაშაულებს. ნემსაძე ამბობს, რომ შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე ორი ოფიცერი სამსახურეობრივი დევნის მსხვერპლი აღმოჩნდა და .. სამანდატო კომისიამ მრავალწლიანი სტაჟის მქონე სამხედრო პირები და ომის ვეტერანები _ თეიმურაზ მელიქიძე და დავით ნემსაძე, ყოველგვარი მოტივის გარეშე, კადრებში გადაიყვანა. თავდაცვის სამინისტროში ყვავის ნეპოტიზმი, ხოლო ჯარისკაცების ცემა და შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ამბავია. დავით ნემსაძე ბავშვების ცემის ფაქტზეც ყვება: “ჩემთვის მიუღებელია და ვგმობ 7 წლამდე ბავშვების საყარაულო შემოღობვაზე გადმოთრევას, რომლებიცბულკითიყვნენ მიტყუებულნი და შემდეგ თავით აყურყუმალავეს ხანძარსაწინააღმდეგობოჭკაში”, “ფეჩიდანგამოღებული ღადარი სახეში აყარეს და ტრაკზე ნემსებს არჭობდნენ. ხოლო როცა ამ ბავშვების დედები ბაზაზე მოვარდნენ, ხელმძღვანელობამ ეს საქმე სამხედრო პოლიციას დაუმალა. ღირსება დგას ყველაზე მაღლა! მე, პიროვნებებს კი არა, სამშობლოს ვემსახურები!” _ აცხადებს დავით ნემსაძედავით ნემსაძე ცნობილი სამხედრო ექსპერტის _ ვახტანგ მაისაიას წინააღმდეგ მიზანმიმართული სადისკრედიტაციო კამპანიის შესახებაც ყვება. რა ხდება თავდაცვის სამინისტროში და ინფორმირებულია თუ არა ხელმძღვანელობა ზემოაღნიშნული სკანდალური ფაქტებისა და დარღვევების თაობაზე? _ ამის გასარკვევადსაქართველო და მსოფლიოდავით ნემსაძესა და ვახტანგ მაისაიას დაუკავშირდა. დავით ნემსაძე ამჯერად ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ მასთან გასაუბრება.

თუ ჰგონიათ, ფულისა და სამსახურის გამო არაფერს ვილაპარაკებ, ძალიან ცდებიან

დავით ნემსაძე, უფროსი ლეიტენანტი:

 _ კეთილი ინებოს გენერალურმა ინსპექციამ, აგრეთვე, სამხედრო პოლიციამ და გაარკვიონ, რა მოხდა. ამ ფაქტს ჰყავს თვითმხილველები, მოწმეები, ეს იცოდა ბაზის ხელმძღვანელობამ. მაგალითად, ვიცი, რომ ვიცე-პოლკოვნიკ შალვა კაჭარავას ჰქონდა მომხდარის შესახებ ინფორმაცია, ახლა კეთილი ინებოს და გამოძიებას პასუხი გასცეს. ეს იცოდა სამხედრო ომბუდსმენმაც. ორი ოფიცერი მივედით და ყველაფერი მოვუყევით თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროს თამარ გაბიანსა და მთავარ სპეციალისტ გიორგი ძაძუას, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს ამ ფაქტის დამალვა სურთ. რაც მოხდა, ეს არის კატასტროფა, ამაზრზენი ფაქტი. ამათ თუ ჰგონიათ, ფულისა და სამსახურის გამო არაფერს ვილაპარაკებ, ძალიან ცდებიან.

_ თქვენ შეესწარით ბავშვების წამების ფაქტს?

_ არა, ამ ბავშვებმა თვითონ მომიყვნენ, როგორ მოექცნენ. თავით გვაყურყუმალავესო. ყველა დაასახელეს, ვინც ასე მოექცათ.

_ გამოძიება მიმდინარეობს?

_ დიახ, დაიწყო გამოძიება, მეც მივეცი ჩვენება და ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც სამხედრო პირი, მეტს ვერაფერს ვიტყვი. მე ვაძლევ გამოძიებას ჩვენებას და არავინ იფიქროს, რომ მეშინია. თუმცა მას შემდეგ, რაც მედიამ გაავრცელა ჩემი ჩვენება, საკმაოდ შეშინებულები არიან. რადგან, თუ აქამდე ჩემს ხუთ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია და ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდნენ, ახლა გენერალური ინსპექცია დამიკავშირდა. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ რეაგირებას არ ცდილობს, რაც დანაშაულის დაფარვა და დანაშაულია.

გარდა ამისა, ჩემს საქმეშიც უამრავი დარღვევა ვიპოვე. მხოლოდ ის რად ღირს, რომ მეუბნებიან, არავის გაუთავისუფლებიხარ სამსახურიდანო. გაყალბებული სამანდატო კომისიის ოქმი მომიტანეს, პირად საქმეში ნამსახურება მაკლია და მთელი მაქინაციებია ჩატარებული. ეს არ არის მცირე ამბავი.

ყველაზე ძალიან მაინტერესებს, როგორ მოხვდა სეიფში დაცულ ჩემს პირად საქმეში ანონიმური გზავნილი, რომელშიც ნეგატიურად ვარ დახასიათებული. ან როგორ მოხვდა ოფიცრის მიერ საკანცელარიო წესით გატარებული პატაკის შინაარსი საზღვარგარეთ და ამაზე რატომ არ მოახდინა რეაგირება გენერალურმა ინსპექციამ?!

თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციაში იგეგმებოდა არასასურველი ადამიანების ლიკვიდაცია, მათი თვალთვალი და დევნა და ეს ყველაფერი ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც გრძელდებოდა

არანაირ ნდობას არ ვავლენ იმ ხალხისა და სამსახურის მიმართ, რომლებიც ჩემი მეგობრისა და ცნობილი სამხედრო ექსპერტის _ ვახტანგ მაისაიას ოჯახის დისკრედიტაციითა და თვალთვალით იყვნენ დაკავებულნი. ამაზე დიდი სიამოვნებით სტრასბურგის სასამართლოს მივცემ ამომწურავ ჩვენებას”, _ ნათქვამია დავით ნემსაძის სკანდალურ ჩვენებაში.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/maisia-3.jpg

ექსპერტი სამხედრო საკითხებში _ ვახტანგ მაისაია მის წინააღმდეგ განხორციელებულ დევნაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი დევნა და თვალთვალი დღესაც გრძელდება, ამ მთავრობის პირობებშიც, რადგან დამნაშავეები თანამდებობებს კვლავ ინარჩუნებენ.

მაისაია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, კვლავ დააპატიმრონ:

_ რასაც დავით ნემსაძე ყვება, შოკისმომგვრელია. ამ ფაქტების შესახებ, მეც ნემსაძისგან შევიტყვე. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ გამორიცხული არაფერია, ვინაიდან მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში როგორი პოლიტიზებული იყო შეიარაღებული ძალები და ეს დამნაშავეები დღესაც მუშაობენ სხვადასხვა თანამდებობაზე; მეტიც, ისინი ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დააწინაურეს.

 გენერალურმა ინსპექციამ უნდა გამოიძიოს ეს ფაქტი. თუ დადასტურდა, საქმე უნდა გადაეცეს სამხედრო პოლიციას, რომელიც უკვე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს და სასამართლოს გადასცემს. სამწუხაროდ, საქართველოში არც სამხედრო პროკურატურა არსებობს და არც სამხედრო ტრიბუნალი, რაც, ასევე, დიდი დანაშაულია.

რაც შეეხება ნეპოტიზმის პრობლემას, ეს ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან იყო შეიარაღებულ ძალებში, ვინაიდან ჯარი არის ის სარკე, რომელიც საზოგადოებას ირეკლავს. როგორც ყველა სფეროშია ნეპოტიზმი, ისევეა იქაც. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სამი თავდაცვის მინისტრი შეიცვალა და რა სტაბილურობაზე შეიძლება საუბარი?

_ შესაძლოა, სამინისტროს ხელმძღვანელობას არ ჰქონდეს ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია?

_ თუ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ არ იცის, რა ხდება სამინისტროში, ძალიან ცუდია. და, თუ აქვთ ინფორმაცია და არ რეაგირებს, მით უარესი. რა ხდება დღეს, ამ მომენტისთვის, არ ვიცი, მაგრამ შემიძლოა დაგიდასტუროთ, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში იგეგმებოდა არასასურველი ადამიანების ლიკვიდაცია, მათი თვალთვალი და დევნა და ეს ყველაფერი ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც გრძელდებოდა.

_ ხელისუფლება შეიცვალა, რატომ არის იგივე სიტუაცია სახელმწიფო უწყებებში, თუნდაც თავდაცვის სამინისტროში?

_ თავდაცვის სამინისტროში საკადრო წმენდა არ ჩატარებულა, არ დაწყებულა ლუსტრაცია, ვინ ასრულებდა ასეთ დავალებებს. ის ორგანო, რომელიც თვალთვალს აწარმოებდა, მგონი, ისევ მოქმედებს. მართალია, ირაკლი ალასანია ამბობდა, რომ გააუქმა, მაგრამ, მართლა ასეა თუ არა, არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, დღესაც მითვალთვალებენ და მისმენენ. როგორც 2009 წელს ვიცოდი, რომ მითვალთვალებდნენ, ახლაც ვიცი, რომ ჩემი თვალთვალი გრძელდება. არ გამოვრიცხავ, კიდევ ერთიჯაშუშობისსაქმეშეკერონჩემ წინააღმდეგ. სხვათა შორის, როდესაც დამაპატიმრეს, პირველი, რაც ამირან მესხელმა მკითხა, იყო _ საიდან იცოდი, რომ გითვალთვალებდითო. თურმე ვანო მერაბიშვილს აინტერესებდა, საიდან მქონდა ინფორმაცია. სხვათა შორის, ამირან მესხელმა დამიდასტურა ვანო მერაბიშვილის რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირი და ეს დოკუმენტები ჩემს საქმეში დევს. დღევანდელი ხელისუფლებაც არ ხსნის ჩემს საქმეს გრიფს _ “საიდუმლო”. დიდი მადლობა, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი მომანიჭეს, მაგრამ ჩემი რეაბილიტაცია არ მომხდარა.

 მაქვს ინფორმაცია, რომელსაც სხვა პირებიც დაგიდასტურებენ, რომ, როდესაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის _ მინდია ჯანელიძის ხელმძღვანელობის დროს, გენერალური ინსპექციის მიადგილედ ვალერი ზუმბაძე დაინიშნა, იგეგმებოდა ჩემი დისკრედიტაცია და მკვლელობის იმიტაცია. აბა, როდესაც ჯალათ ვალერი ზუმბაძეს ნიშნავ თანამდებობაზე, რას უნდა ელოდო?! ოთარ ორჯონიკიძე, ლადო დათაშვილი, ზვიად ღონიაშვილი, ვალერი ზუმბაძე _ ეს ადამიანები ფიგურირებდნენ ჩემს საქმეში და ისინი დღესაც მუშაობენ.

საგულისხმოა, რომ სწორედ ვალერი ზუმბაძე იყო ჩემი საქმის გამომძიებელი. 2010 წელს იგეგმებოდა ჩემი მკვლელობა. ციხის საკანში ორი პირი შემოიყვანეს _ ლევან ოგანეზოვი და ზაზა აზარიაშვილი. სწორედ მათ ჰქონდათ ჩემი ლიკვიდაცია დავალებული. ვიცი, რომ სწორედ ოგანეზოვმა წარუდგინა ცნობილ “კილერას” ზაზა აზარიაშვილი, რომელსაც უნდა მოვეკალი, მაგრამ აზარიაშვილმა გმირობა გამოიჩინა და ჩემს ლიკვიდაციაზე უარი თქვა. ჩემი მკვლელობის სცენარიც მოფიქრებული იყო, ტესტიც კი ჩაუტარეს აზარიაშვილს “კილერას” კაბინეტში, როგორ უნდა ჩაერტყა დანა გულში ჩემთვის. ამას ესწრებოდნენ სამოქალაქო პირებიც, ვეჭვობ, კონტრდაზვერვის თანამშრომლები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ჩემი ლიკვიდაციით. მე მქონდა ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია, რაც ახლა უკვე ოფიციალურად დაადასტურა დავით ნემსაძემ.

_ რატომ გადაგემტერათ ასე მიხეილ სააკაშვილი?

_ მიხეილ სააკაშვილმა პირად გარემოცვაში თქვა, რომ მაისაიას ვიზიტები ნატოში და მისი ნატოელებთან ტლიკინი გაცილებით მეტ ზიანს მაყენებს, ვიდრე აქაური ოპოზიციაო. მე 2009 წლის დეკემბერში ვიმყოფებოდი ბრიტანეთში, სადაც ამერიკელი და ბრიტანელი მაღალჩინოსნებისთვის ჩავატარე დახურული ბრიფინგი, რომელსაც ესწრებოდნენ ლორდი ჯორჯ რობერტსონი, ცნობილი ჟურნალისტი ედუარდ ლუკასი, რომელც დღეს გავლენიანი ფიგურაა, და სხვა პირები. როგორც მითხრეს, შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრიც. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ბუნებრივია, ვისაუბრე ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რომლებიც იმ პერიოდში საქართველოში ხდებოდა. ამის შესახებ ვესაუბრე უცხოელ ჟურნალისტებსაც. 22 დეკემბერს ჩამოვედი თბილისში, ხოლო 24 დეკემბერს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა უკვე მიმართა მოსამართლე ჩემიას, ჩემ მიმართ დაეწყოთ ფარული თვალთვალი და 24-ში მოსამართლემ უკვე გასცა სანქცია უკანონო მიყურადებაზე. სხვათა შორის, 23 დეკემბერს მობილური კავშირგაბმულობის კომპანიამაგთიკომმასასამართლოს გადაწყვეტილებამდე გასცა ნებართვა ჩემი საუბრების მოსმენაზე, რითაც დაარღვია კანონი. ეს სერიოზული დანაშაულია.

საოცარი ბრალდებები წამიყენეს. გამომძიებელმა ვალერი ზუმბაძემ განუცხადა მოსამართლე ჩემიას, რომ თურმე მე ვიყავი სამხრეთ ოსეთის “კა-გე-ბეს” უფროსის _ ანატოლი იარავოის მრჩეველი, როცა ასეთი კაცი საერთოდ არ ყოფილა მაშინ უფროსი. ამას გარდა მაბრალებდნენ, თითქოს აგენტურული ქსელი მქონდა. მეტიც, ახლახან გამოიკვეთა ახალი დეტალები, თურმე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტიც ვყოფილვარ. ფაქტობრივად, აშშ-ის აგენტობაში დამადანაშაულეს. მაბრალებდნენ ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასაც. როცა მაწამებდნენ, კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა დამიდეს სპეციალურად შედგენილი სქემა, რომლითაც იკვეთებოდა, რომ თითქოს ბრიტანელებთანაც ვთანამშრომლობდი, გერმანიის ჯაშუშობის აღიარებასაც მთხოვდნენ.

მეც მეგობრების გადასარჩენადვაღიარე”, თითქოსაბვერისკაპიტან ალექსანდრე ცელარიუსთან ვთანამშრომლობდი და დაიჯერეს; თანაც გამომიცხადეს, გადავამოწმეთ და დადასტურდა თქვენი თანამშრომლობის ფაქტიო. აი, ასეთი იდიოტები მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ.

არსებობს ამ ყველაფრის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები. ნათია კორკოტაძეს გადავეცი ეს მტკიცებულებები, რომელთა გასანადგურებლადაც კონტრდაზვერვამ ყველაფერი გააკეთა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თურმე კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სპეციალური თათბირები იმართებოდა, რათა ეს მასალები ნებისმიერი მეთოდით ჩაეგდოთ ხელში. ნათია კორკოტაძის მანქანა გაძარცვეს და ორჯერ დაესხნენ თავს. სახალხო დამცველის ოთახიც კი გატეხეს.

 ზაზა აზარიაშვილის ჩვენების საფუძველზე, პროკურატურამ საქმე აღძრა, ეს ფაქტი დაადასტურეს ციხის თანამშრომლებმაც, აზარიაშვილის წამების ფაქტიც დაადასტურა სამხარაულის ექსპერტიზის სამსახურმა, საქმე კონტროლზე აიყვანა ადამიანის უფლებთა ცენტრმა და საქმის კურსშია უჩა ნანუაშვილიც, მაგრამ თბილისის პროკურატურას დღემდე არ გამოუძიებია. როგორც ჩანს, ჩემი საქმის გამოძიება ვიღაცებს ხელს არ აძლევს.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here