Home რუბრიკები საზოგადოება “თელასი”, სემეკი და “ენერგოპროჯორჯია”, რომლებშიც უამრავი “ნაციონალია” დასაქმებული, საბოტაჟს აწყობენ ამჟამინდელი ხელისუფლების...

“თელასი”, სემეკი და “ენერგოპროჯორჯია”, რომლებშიც უამრავი “ნაციონალია” დასაქმებული, საბოტაჟს აწყობენ ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ”

1069

ჩვენს სახელმწიფოში ყოველდღე ახალახალისიდამპლერომ ხდება, ბევრისთვის კარგად არის ცნობილი. ერთერთი ასეთისიდამპლეწილად ხვდა ცნობილ ფოტოხელოვან გივი (გიორგი) ჯოლბორდს. ბატონმა გივიმ სამი წლის წინათ (12.02.2013) გმირ კურსანტთა ქუჩის 22 ნომერში იყიდა ბინა, რასაც ადასტურებს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ეს დოკუმენტი გვაუწყებს, რომ ბინა დატვირთული არ არის იპოთეკით, მისი ყადაღა/აკრძალვა რეგისტრირებული არ არის, ისევე, როგორც მოვალეთა რეესტრი. ცხოვრობდა ბატონი გივი ამ ბინაში და პატიოსნად იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, მაგრამ ამა წლის 2 თებერვალს

_ გავიღვიძე და გადავწყვიტე, გადამეხადა მოხმარებული დენის საფასური, _ ყვება გივი ჯოლბორდი. _ მივედი ე.წ. ფეიბოქსთან, შევიყვანე მასში ჩემი მონაცემები და მივიღე “სასიკვდილო განაჩენი” _ რამდენიმე ლარის მაგივრად ეკრანზე ეწერა ასტრონომიული რიცხვი!

_ კონკრეტულად?

_ კონკრეტულად, ეს რიცხვი რამდენჯერმე შეიცვალა. პირველად იყო, თუ არ ვცდები, 5500 ლარი, მერე _ 4200 ლარი. საბოლოოდ, “ფეიბოქსის” ეკრანმა 4035 ლარი “გამომინათა”. რა თქმა უნდა, რაღაც გაუგებრობაა, შეცდომაა-მეთქი, _ გავიფიქრე და მყისვე “თელასს” მივაშურე. იქ მისულმა გასაჭირზე ვუამბე: ასტრონომიული თანხა მომივიდა, რა ხდება, რაშია საქმე, რა დავალიანებაზეა საუბარი-მეთქი? _ აჰ! _ წამოიძახა იქ მომუშავე ქალბატონმა და ატეხა ერთი ამბავი. _ მაგ თემაზე მე ნუ მელაპარაკებით, ჩვენ ნუ გველაპარაკებით, წადით სემეკშიო! _ უხეშად მირჩია მან.

მივედი სემეკში. “თელასისგან” განსხვავებით, თავაზიანად მიმიღეს, თავად დამიწერეს განცხადება და შემატანინეს კიდეც. მითხრეს, ერთ თვეში განვიხილავთ თქვენს საკითხსო.

ბატონი გივის განცხადება სემეკმათელასსგაუგზავნა და ერთი თვის შემდეგთელასმასემეკის აღმასრულებელ დირექტორს _ ზურაბ გაბელაიას პასუხი მისწერა, არც ბატონი ჯოლბორდიც დაივიწყა დასანუგეშოდასლი გაუგზავნა. ამ პასუხს ხელს აწერს სსთელასისკომერციული დირექტორი დიმიტრი გოვორუხინი. გაგაცნობთ ამ წერილის ფრაგმენტებს (სტილი დაცულია): “საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 13 ივლისის #654 განკარგულების მე-2 პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად, გმირ კურსანტთა . #22-ში მდებარე უძრავი ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად _ 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცათ ფიზიკურ პირებს (მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას), დაკავებული ფართების პროპორციულად, კომუნალური დავალიანების დაფარვის პირობით.

რაც შეეხება მოთხოვნას (გივი ჯოლბორდის მოთხოვნას – ავტ.), ბარათზე დავალიანების ხანდაზმულად ცნობისა და ჩამოწერის თაობაზე, გაცნობებთ შემდეგს: განმცხადებელმა უძრავი ქონება საკუთრებაში მიიღო კომუნალური დავალიანებების დაფარვის პირობით, რაც უსაფუძვლოს ხდის მის მოთხოვნას დავალიანების ხანდაზმულობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უთხრათ უარი”.

აი, ასეთი პასუხი მიიღეს სს “თელასისგან” გივი ჯოლბორდმა და სემეკის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ გაბელაიამ. დასაწყისში უკვე მოგახსენეთ, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბატონი გივის ბინა არ არის იპოთეკის “ტყვეობაში”, მისი ყადაღა/აკრძალვა რეგისტრირებული არ არის, არც მოვალეთა რეესტრია რეგისტრირებული და, საერთოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერში არსად არის ნაჩვენებ-მითითებული იმ უზარმაზარ ვალზე, რომლის გასტუმრებას “თელასი” მოითხოვს გივი ჯოლბორდისგან. აგრეთვე, სიტყვაც არ არის ნათქვამი, რომ ბინის მყიდველი ვალდებულებას იღებს “თელასის” ვალის დაფარვაზე. არ არის და მორჩა!

საბედნიეროდ, გივი ჯოლბორდი მებრძოლი ადამიანი აღმოჩნდა: მოვიკითხე ინტერნეტში ჩემიდავალიანებისისტორია და აღმოვაჩინე, რომ მრიცხველის დადგმის დღიდან (11.02.2011) არც ერთ ქვითარში ეს დავალიანება ნაჩვენები არ არის. მეტიც, როდესაც ეს ბინა გადმოვიფორმე, “თელასშიდამიბარეს და მითხრეს: შენს გვარზე გადაიტანე აბონენტის ნომერიო, მაგრამ ჩემთვის არც მაშინ უთქვამთ, უზარმაზარი დავალიანება თუ მქონდა. ვალზე საერთოდ ლაპარაკი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, დღესაც კი, როცაფეიბოქსშიჩემი, ანუ აბონენტის ნომერი შემყავს, გადასახადი წინა მეპატრონის გვარზე მოდის, დაბეჭდილ ქვითარზე კი ჩემი გვარი წერია.

_ ვალის გადანაწილება ხომ არ შემოგთავაზეს?

_ შემომთავაზეს, მაგრამ რამდენი წელი სიცოცხლე დამრჩენია, რომ 120-ლარიანი ხელფასით 4035-ლარიანი ვალი გავისტუმრო? ყველაზე საწყენი ის არის, რომ არ ვიცი, ვისი ვალი უნდა გადავიხადო.

_ ეს ხომ თქვენს კორპუსში მცხოვრები მიწისძვრით დაზარალებულების ვალია, რომლებსაც 2010 წელს სააკაშვილმა მიჰყიდა ფართობი ერთ ლარად. სამაგიეროდ, მათ დაიკისრეს ვალდებულება ვალის დაფარვაზე.

_ ადამიანს ერთ ლარად ბინას რომ აჩუქებ, რასაკვირველია, ის დაიკისრებს ვალის დაფარვას, მაგრამ მე ხომ ამ ბინაში ერთი ლარი არ გადამიხდია? ძალიან რომ მჭირდებოდა ორი ათასი ლარი, მშვენიერი ბინა გავყიდე, შემდეგ ამ ჯურღმულში გადმოვბარგდი, ნაკლებ ფართობში, არაპრესტიჟულ უბანში და თურმე 4 ათასი ლარი ვალად ამიღია! ამ საბუთების გარდა, რაც თქვენ გაჩვენეთ, ფსიქიატრიული დასკვნაც ასაღები მაქვს _ ვარ თუ არა ნორმალური, რადგან უკვე ეჭვი მეპარება ჩემს ადეკვატურობაში.

ბატონმა გივიმ მაჩვენათელასისქვითრები. ყურადღებით შევისწავლე თითოეული მათგანი, მაგრამ ფანტასტიკური ვალის კვალი ვერც ერთზე ვერ აღმოვაჩინე.

“თელასის” წერილში ნათქვამია: 2011 წლის თებერვალში განხორციელდა გმირ კურსანტთა ქ. #22-ში მცხოვრები, მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის ინდივიდუალური აბონირებაო. ჰოდა, ეს “აბონირება” შედგა 2011 წლის 11 თებერვალს, მაშინ დაყენებული ახალი მრიცხველის ამონაწერიც ნანახი მაქვს: მრიცხველზე დახარჯული ელექტროენერგია 4 (ოთხ!) კილოვატს უდრის, გადასახადი თანხა _ ნულს და მთავარი _ გრაფაში “წინა დავალიანება”, ისევ და ისევ, ნულია! მაშ, საიდან მოიძიეთ, სს “თელასის” ძვირფასო ხელმძღვანელობავ, ეს ოთხათასიანი ვალი?

_ ბატონო გივი, სამი წლის განმავლობაში, რაც თქვენ მაგ მისამართზე ცხოვრობთ, ვალის გადახდით არავის შეუწუხებიხართ. რატომგაახსენდასსთელასსთქვენიდავალიანება” 2016 წლის თებერვალში?

_ ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, “თელასი”, სემეკი და “ენერგოპროჯორჯია” , რომლებშიც უამრავი “ნაციონალია” დასაქმებული, საბოტაჟს აწყობენ ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს საბოტაჟი თანდათან იღებს დიდ მასშტაბს. მხოლოდ მე კი არ მომივიდა მრავალათასიანი დავალიანება, არამედ თითქმის ყველამ მიიღო ჩემს კორპუსში. ეს კეთდება შეგნებულად, ადამიანების გასაღიზიანებლად, რათა ისინი აუმხედრონ დღევანდელ მთავრობას. მაგრამ, რაოდენ საკვირველია, რომ “ნაციონალების” აშკარა საბოტაჟს ხელისუფლებიდან არავინ ამჩნევს! ნუთუ “ქართულ ოცნებას” არ აინტერესებს ამ “დავალიანებების” ასავალ-დასავალი?

ცნობისთვის: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლებით, მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის ყველა ძველი დავალიანება, რომლებიც ჰქონდა მოსახლეობას 2012 წლამდე, ჩამოწერილია! სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს სასიხარულო ამბავი უცნობია, რითაც სარგებლობენ თაღლითები სემეკიდან და “თელასიდან”.

გიორგი კორძაძე

P.S. გაუგებარია, თუ დავალიანება ჩამოწერილია, რის საფუძველზე მოითხოვს სსთელასიმოსახლეობისგან ჩამოწერილი ვალის გადახდას? ხომ არ გვაქვს საქმე გამოძალვასთან, რომელიც, სხვათა შორის, სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება? ალო, პროკურატურა!

1 COMMENT

  1. ეს არის ზეწოლა მაცხოვრებლებზე, ყოფილი ნაც – ბანდებოს წარმომადგენლებიდან, რომელთაც აქვთ უშუალო მითითება , გაურთულონ ხალხს ნორმალური ცხოვრება და გააღიზიანონ…. სამაგიეროდ მათ \\\’\\\’ნაც- ხაზინიდან\\\”\\\” [ რომელიც ისევ ხალხს მოპარეს] გადაერიცხებათ ანგარიშზე თანხები [ აღარ დაედგომება უკრაინაში და არ იცის სად შეძვრეს გველივით}..უნდა მოხვეტო ყველა ნაც-ქინძი და შეყარო ფეხზედგომით ციხეში…….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here