Home რუბრიკები სამართალი პოლიციამ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა

პოლიციამ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა

684

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი . კვიჭიძე  და 1977 წელს დაბადებული, ასევე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი . ღამბაშიძე  დაბა ჩოხატაურში ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადებაგასაღების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულებს ჩხრეკისას ყალბი კუპიურები უპოვეს. ყალბი კუპიურების რაოდენობამ, საერთო ჯამში, 1040 ლარი შეადგინა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი კუპიურები თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, ფერადი ლაზერული პრინტერის საშუალებით დაამზადეს. გასაღების მიზნით ისინი ჩოხატაურის რაიონში ჩავიდნენ, „საკოლმეურნეო ბაზარში“ 2 ტომარა თხილი შეიძინეს და საფასური ყალბი ფულით გადაიხადეს.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here