უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უწყების განცხადებით, ბოლო პერიოდში პროკურატურამ დეპუტატთა არაერთი კოლექტიური მიმართვა მიიღო, რომელთა თანახმად, საყვარელიძის თანამდებობა და დღის განრიგი პროკურატურის შესახებ კანონს არ შეესაბამებოდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საყვარელიძის გათავისუფლება უკავშირდება მის მიერ საპროკურორო ეთიკის უხეშ დარღვევას, აგრეთვე, სხვა პროკურორის საქმიანობაში ჩარევას.