Home რუბრიკები პოლიტიკა ფიდელ კასტრო: კუბას არ სჭირდება იმპერიის მიერ გადმოგდებული საჩუქრები

ფიდელ კასტრო: კუბას არ სჭირდება იმპერიის მიერ გადმოგდებული საჩუქრები

712

აშშის პრეზიდენტ ბარაკ ობამას კუბაში ვიზიტის შემდეგ კუბის რევოლუციის ლიდერმა ფიდელ კასტრომ განაცხადა, რომ მის ქვეყანას ვაშინგტონის მიერ გადაგდებული საჩუქრები არ სჭირდება.

ფიდელ კასტრომ სტატიაში “ობამას ძმა” გაიხსენა, რომ ამერიკის ლიდერმა თავის გამოსვლაში კუბელებს შესთავაზა, დაევიწყებინათ წარსული და ემზირათ მომავლისკენ. “და ეს 60-წლიანი უმოწყალო ბლოკადის შემდეგ? მას შემდეგ, რაც ადამიანები დაქირავებულთა ხელით იღუპებოდნენ კუბის გემებსა და პორტებში? თვითმფრინავის აფეთქებასა და სხვა ძალადობრივი აქტის შემდეგ? აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებმა შეიძლება ვიღაცას გულის შეტევა დამართოს. ჩვენ არ გვჭირდება იმპერიის საჩუქრები. კუბელებს ამერიკელების გარეშეც შეუძლიათ აწარმოონ საკვები და მატერიალური კეთილდღეობის საგნები. ჩვენი მოქმედება კანონიერი და მშვიდობიანი იქნება, რადგან მხარს ვუჭერთ პლანეტის ყველა ხალხთან მშვიდობიანი ცხოვრების იდეას”, _ წერს კუბის ლიდერი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here