Home რუბრიკები პოლიტიკა ზვიად გამსახურდია _ საქართველოს ეროვნული გმირი

ზვიად გამსახურდია _ საქართველოს ეროვნული გმირი

3975

ისინი კაცობრიობის მტრები არიან, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მიზნად აქვთ დასახული სხვა ხალხების გენოციდი, პლანეტის მთელი მოსახლეობიდან ერთი გარკვეული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდაა დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მიილტვის მსოფლიო მატიანისკენ, ზოგადად, ამას მე ვუწოდებდი ევროამერიკულ იმპერიალიზმს”.

31 მარტი საქართველოს პირველის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა და სიმბოლურია, რომ სწორედ 31 მარტს (1991 წელს) ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი შეკითხვით: “ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?”

რეფერენდუმის კითხვას ხმის მიცემის მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა და სწორედ ამ შედეგის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ეს იყო ქართველი ხალხისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უდიდესი გამარჯვება, რომლის სულის ჩამდგმელებიც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ.

2016 წლის 31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან _ 77, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებიდან კი 25 წელი გავიდა.

ზვიად გამსახურდია 1931 წლის 31 მარტს დაიბადა გამოჩენილი ქართველი მწერლის _ კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. მამის ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულმა შემოქმედებამ სიჭაბუკეშივე აზიარა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის იდეას. ზვიად გამსახურდია თავის იდეურ და სულიერ ძმასთან, მერაბ კოსტავასთან ერთად, მეოცე საუკუნის 70-80-იან წლების საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ბრძოლის მედროშე იყო. მათ ილიას გზით, ქრისტესმიერი ეკლიანი გზით იარეს და თავი გადადეს სამშობლოს თავისუფლებისთვის.

ძალებმა, რომლებსაც სურდათ, საქართველო თავისუფალი არ ყოფილიყო, ზვიად გამსახურდიას არ აპატიეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

1991 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უფროსმა) ზვიად გამსახურდიაზე განაცხადა _ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო; პასუხიც დაუყოვნებლივ მიიღო: “მდინარებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან!”.

გამსახურდიას ამ ფრაზაში განზოგადებულია ათასწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხის ნალოლიავები თავისუფლების სულისკვეთება.

თუმცა ისტორიაში ზვიად გამსახურდიას უფრო მკვეთრი და კონკრეტული გამონათქვამებიც არის შემონახული:

“ისინი კაცობრიობის მტრები არიან, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მიზნად აქვთ დასახული სხვა ხალხების გენოციდი, პლანეტის მთელი მოსახლეობიდან ერთი გარკვეული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდაა დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მიილტვის მსოფლიო მატიანისკენ, ზოგადად, ამას მე ვუწოდებდი ევროამერიკულ იმპერიალიზმს”.

1991 წლის დეკემბერში ქართველი ხალხის მტრების მიერ წაქეზებულმა ე.წ. ოპოზიციამ, სიგუა-კიტოვანის მეთაურობით, იარაღის გამოყენებით დაამხეს ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება, რომელიც იძულებული შეიქნა, სამშობლოდან გადახვეწილიყო. სამშობლოში დაბრუნებულმა ზვიად გამსახურდიამ და მისმა გარემოცვამ 1993 წლის 31 ოქტომბერს თავი სამეგრელოს მთიან ნაწილს შეაფარეს.

1993 წლის 31 დეკემბერს კი ზვიად გამსახურდია ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა. მისი სიკვდილის გარემოებები დღემდე უცნობია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here