სირიის სამთავრობო ჯარებმა და სახალხო ლაშქარმა რუსი სამხედროების დახმარებით ისტორიული ქალაქი პალმირა გაწმინდეს “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებისგან.
სამთავრობო არმია ახლა მთლიანად აკონტროლებს, როგორც ქალაქის ძველ ნაწილს, ისე საცხოვრებელ რაიონებს.
პალმირა (არაბულად _ ტადმირი) უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტია. ქალაქი განლაგებულია ტრასაზე, რომელიც დედაქალაქ დამასკოს სირიის აღმოსავლეთ ნაწილთან აერთებს.
ანტიკური ქალაქი პალმირა, რომელიც იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა 2015 წლის მაისში დაიპყრეს.