ბრიტანულმა გამოცემა “მირორმა” სირიაში რუსი სპეცრაზმელის დაღუპვაზე გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ასე დაასათაურა: “ჯიჰადისტებით გარშემორტყმულმა რუსმა “რემბომ” ცეცხლი საკუთარი თავისკენ მიმართა და პირისაგან მიწისა აღგავა “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტები”.
“მამაცმა რუსმა სპეცრაზმელმა, რომელიც, როგორც რემბო, მარტო იმყოფებოდა ამოცანის შესასრულებლად, ავიადარტყმა საკუთარ თავზე მიიღო და ამით “ისლამურ სახელმწიფოს” გარშემორტყმული მებრძოლები გაანადგურა, თუმცა თვითონაც გმირულად დაიღუპა.
უშიშარ მეომარს სირიაში უძველეს ქალაქ პალმირასთან გამართული ბრძოლებისას ჯიჰადისტებმა ალყა შემოარტყეს, მაგრამ მან შეძლო რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების ავიადარტყმები იქეთკენ მიემართა, სადაც თვითონ იმყოფებოდა, შედეგად მტერთან ერთად აფეთქების ეპიცენტრში მოხვდა და გმირულად დაიღუპა, რადგან არ სურდა ტყვედ ჩავარდნილიყო”, _ წერს ბრიტანული გამოცემა.