Home რუბრიკები პოლიტიკა რიჩარდ მაილსი: ბუშმა სააკაშვილი რუსეთთან ომის საფრთხეზე ორჯერ გააფრთხილა

რიჩარდ მაილსი: ბუშმა სააკაშვილი რუსეთთან ომის საფრთხეზე ორჯერ გააფრთხილა

1056

საქართველოში აშშის ყოფილმა ელჩმაც დაადასტურა, რომ 2008 წლის აგვისტოს ტრაგედია ავანტიურისტი სააკაშვილის კისერზეა

რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტებსა და რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე „ამერიკის ხმა“ სპეციალურად გადაცემა „ქრონიკისთვის“ ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოში რიჩარდ მაილსს ესაუბრა. ყოფილი ელჩი აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის _ ჯორჯ ბუშის გაფრთხილება არად ჩააგდო.

“2004 წლის აგვისტოში პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით ქართულმა არმიამ სამხრეთ ოსეთის აღება სცადა. ეს ოპერაცია კარგად არ წარიმართა და ჯარმა მალევე უკან დაიხია, ამას ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. 2005 წლის მაისში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილება იყო. ჩემი თანდასწრებით ბუშმა სააკაშვილს ორჯერ უთხრა, რომ იმის გამეორება, რაც 2004 წლის აგვისტოში მოხდა, სტრატეგიული და პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა, რომელსაც, შესაძლოა, რუსეთის საქართველოში შეჭრა მოჰყოლოდა. ამან პრეზიდენტი სააკაშვილი გარკვეული პერიოდით შეაჩერა, მაგრამ მას და მისი მთავრობის წევრებს ყოველთვის სურდათ სამხრეთ ოსეთის შემოერთება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, _ განაცხადა მაილსმა.

ყოფილი ელჩი არ იზიარებს რეგიონის ექსპერტების შეფასებას, რომ 2008 წელს რუსეთის აგრესიაზე დასავლეთის სუსტმა რეაქციამ რუსეთი წაახალისა და ყირიმის ანექსია სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა. ყოფილი ელჩი ამბობს, რომ საქართველოს სამხედრო დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა.

„დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს და საქართველოს მთავრობას ერჩივნა, ჩვენ უფრო მკაცრი ზომები მიგვეღო, მაგრამ ეს არასდროს განიხილებოდა. ჩვენ არ გვითქვამს, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში მკაცრ ნაბიჯებს გადავდგამდით. ეს ასე არ ყოფილა. მე მესმის ქართველების დიდი ნაწილის იმედგაცურება იმით, რომ შეერთებული შტატები ან სხვა მეგობრები, მოკავშირეები სამხედრო მეთოდებით არ ჩაერთნენ. რუსეთის მიერ საქართველოს ინტერვენციამ რუსეთის ფედერაციის გავლენა გაზარდა და მან აჩვენა, რომ რუსეთი პოლიტიკურად მზად არის, თავისი საზღვრების მახლობლად სამხედრო ძალა გამოიყენოს”, _ განაცხადა რიჩარდ მაილსმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here