Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინული პრესა: ეკა ზღულაძის ქმედება მსოფლიომ შეიტყო _ ის შეეცადა, უკრაინიდან 4...

უკრაინული პრესა: ეკა ზღულაძის ქმედება მსოფლიომ შეიტყო _ ის შეეცადა, უკრაინიდან 4 მილიონი დოლარი გაეტანა

539

უკრაინულმა პორტალმაინფორმაციონი ცენტრმასაქართველოდან უკრაინაში გადასულ და იქ მოღვაწე მაღალჩინოსნების შესახებ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის _ ეკა ზღულაძის საქართველოსა და უკრაინაში მოღვაწეობა არის შეფასებული

„ეკა ზღულაძე _ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, წარსულში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი იყო. ეს, ერთი შეხედვით, სუსტი ქალი მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილედ მუშაობდა (ვ. მერაბიშვილი დღეს ციხეში ზის ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო). შეიძლება ვინმემ იმის მტკიცება დაიწყოს, რომ ეკა ზღულაძემ თავისი ბოსის დაუნდობელი ქმედების შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებენ. მისი ერთ-ერთი ბოლო საეჭვო ქმედება მსოფლიომ შეიტყო _ ეკა ზღულაძე შეეცადა, უკრაინიდან 4 მილიონი დოლარი გაეტანა“, _ წერს პორტალი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here