Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის დრეს კოდი

სააკაშვილის დრეს კოდი

572

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ამჟამად ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ განუცვიფრებია საზოგადოება თავისი ჩაცმულობით. ამას წინათ ისეთ კოსტიუმში გამოეწყო, რომ ბევრმა იფიქრა, შარვალი უკუღმა ჩაიცვაო. ახლახან კი დნეპროპეტროვსკში გამართული ანტიკორუფციული ფორუმის მონაწილეების წინაშე წინდაში შარვლის ტოტჩატანებული წარდგა.

წინდებში შარვალჩატანებული სააკაშვილის ფოტოს კომენტირებისას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის დირექტორმა, ენაკვიმატობით განთქმულმა მარია ზახაროვამ განაცხადა:

“მას შემდეგ, რაც კონდოლიზა რაისმა უკრაინელები ლიბერიაში გაგზავნა იმისათვის, რომ სიხარულით ცას სწეოდნენ იმით, რაც აქვთ, ძნელი იყო, რამე გამკვირვებოდა. მაგრამ  ლაბუტენებსა (კრისტიან ლაბუტენი _ ფეხსაცმლის ფრანგი დიზაინერ-მოდელერი. მისი ნამუშევრები ძალიან პოპულარულია მსახიობებსა და მომღერლებს შორის _ რედ.) და… შარვალში გამოწყობილ ამ ამერიკელების პროტეჟეს  ამბიციური პოლიტიკური გეგმები აქვს უკრაინაში. ის, ალბათ, სპეციალურად ჩანერგეს უკრაინის ისტებლიშმენტში, რათა შემდგომ ამაშიც დაედანაშაულებინათ მოსკოვი. სასაცილო იქნებოდა, ეს იაფფასიანი პოპულიზმი ტრაგიკულ შედეგებს რომ არ იწვევდეს”.

რუსეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის განცხადებას მოგვიანებით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ რატომღაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართა. “როგორ დაეცა სრულიად რუსეთის პრეზიდენტი. ადრინდელ პრესკონფერენციაზე იულია ტიმოშენკოსთან ჩემს ჰალსტუხზე იხუმრა, სარკოზისა და მსოფლიოს განუცხადა, რომ სურს, კვერცხებით დამკიდოს, ახლა კი ჩემი მარჯვენა წინდით დაინტერესდა”, _ დაწერა სააკაშვილმა “ფეისბუქში”.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილმა თავის უამრავ ტყუილს კიდევ ერთი დაუმატა: არც რუსეთის პრეზიდენტსა და არც მის პრესმდივანს სააკაშვილის ჩაცმულობაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here