Home რუბრიკები პოლიტიკა კონდოლიზა რაისმა ცხოვრებით უკმაყოფილო უკრაინელებს ლიბერიაში წასვლა ურჩია

კონდოლიზა რაისმა ცხოვრებით უკმაყოფილო უკრაინელებს ლიბერიაში წასვლა ურჩია

561

აშშის ექსსახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმამაიდნისრევოლუციის შემდეგ ცხოვრების დონის სწრაფად დაქვეითებით უკმაყოფილო უკრაინელებს ლიბერიაში წასვლა ურჩია. რაისი დარწმუნებულია, რომ უკრაინელები, როდესაც ნახავენ, როგორ ცხოვრობენ აფრიკაში, სიხარულით ცას ეწევიან, რომ მათ ქვეყანაში საქმე არც ისე ცუდადაა.

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა კიევში ლექცია წაიკითხა თემაზე “ცვალებადი მსოფლიოს გამოწვევები”. ქალბატონმა კონდოლიზამ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეების ნდობა უნდა დაიმსახუროს, ახალგაზრდობამ კი _ ხელი შეუწყოს დემოკრატიულ ცვლილებებს.

რაისმა, აგრეთვე, გამოთქვა თვალსაზრისი, რომ, ვისაც უკრაინაში ცხოვრება აუტანელად მიაჩნია, უნდა წავიდნენ ლიბერიაში, სადაც ცხოვრების დონე გაცილებით დაბალია და ამ ქვეყნის მონახულების შემდეგ თითოეული უკრაინელი ცას ეწევა სიხარულით, რომ უკრაინელია. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here