Home რუბრიკები პოლიტიკა თავდაცვის მინისტრის ჭუჭყიანი თეფშები

თავდაცვის მინისტრის ჭუჭყიანი თეფშები

647

მეორე კვირაა, ქვეყანას ფარული ჩანაწერების სკანდალი აზანზარებს. ახალი ფირების გამოქვეყნებამ ქართულ პოლიტიკაში შეიძლება ისეთივე ნგრევა გამოიწვიოს, როგორიც თორმეტბალიანმა მიწისძვრამ.

მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი ეჭვმიტანილი ისევ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”. საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფრად ჩააგდო ის ფაქტი, რომ ფირების გამავრცელებლები ცდილობენ, თავი სააკაშვილის მოწინააღმდეგეებად წარმოაჩინონ. გასაკვირი ამაში არაფერია, მსგავს ეპიზოდებში “სხვისი დროშის” გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენაა. საინტერესოა, შეესაბამება თუ არა ეს ვარაუდი სიმართლეს, აძლევს კი ხელს ნაციონალებს ეს სკანდალი?

მთავარი სამიზნე ამ ეტაპზე ირაკლი ალასანია და მისი პარტიაა. მას შემდეგ, რაც “გაერთიანებული დემოკრატები” ოპოზიციაში გადავიდნენ, ცხადი შეიქნა, რომ ისინი, უპირველეს ყოვლისა, “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორალურ ნიშაში შეიჭრნენ. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ისინი ვერ წაართმევენნაციონალებსტრადიციულ ელექტორატს, ანუ მათ, ვისაც ხუმრობითსააკაშვილის მოწმეთა სექტასეძახიან, მაგრამგაერთიანებული დემოკრატები”, ალბათ, ერთერთი სასურველი ვარიანტია მერყევი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ეძებენ პარტიას დაახლოებით ისეთივე ლოზუნგებითა და იდეური ორიენტირებით, როგორიცნაცმოძრაობასაღმასვლის პერიოდში ჰქონდა (და, ამავე დროს, ხელები სისხლში გასვრილი არ აქვს). უხეშ ფორმულირებებს თუ გამოვიყენებთ, ამ შემთხვევაში საუბარია “ლატენტურ ნაციონალებზე”, რომლებიც “გაუმჯობესებულ მიშას” ეძებენ.

შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია _ ერთი მხრივ, სააკაშვილს არ სჭირდება ალასანია, როგორც კონკურენტი არჩევნებზე, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან სჭირდება, როგორც პარტნიორი ხელისუფლებაში დაბრუნების პროცესში. “ნაცმოძრაობის” ლიდერები, სავარაუდოდ, აცნობიერებენ, რომ “მაიდნის” აგორებას და სხვა მომიჯნავე მეთოდების გამოყენებას შეიძლება ფართო კოალიციის ფორმირება დასჭირდეს. თუ მარტონი მხოლოდ ჯუჯა სატელიტ ორგანიზაციებთან ერთად იმოქმედებენ, დიდი ალბათობით, კრახს განიცდიან. გამორიცხული არ არის, რომნაციონალებსსურთ, ალასანია საკუთარი სცენარის ფარგლებში მარიონეტივით გამოიყენონ.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მიუხედავად იმისა, მოარგებენ თუ არა მას “ფერადი რევოლუციის” შეფუთვას, ძალიან სარისკო რამ არის. მსგავსი ავანტიურა ირაკლი ალასანიას არაფერში სჭირდება, მას აქვს ყველა სასტარტო პირობა იმისთვის, რომ პარლამენტში ასე თუ ისე ფრაქცია შეიყვანოს. შემდეგ მასზე დაყრდნობით მოახდინოს იდეოლოგიურად მონათესავე მცირე ჯგუფების კონსოლიდაცია, ეტაპობრივად დაეპატრონოს ბუნებრივი კვდომის პროცესში მყოფი “ნაცმოძრაობის” პოლიტიკურ მემკვიდრეობას (იმ ნაწილს, რომელსაც ღირებულად ჩათვლის) და მომავალ არჩევნებში საკუთარი თავის წინაშე გაცილებით ამბიციური ამოცანები დააყენოს. ამ შემთხვევაში დრო მისი მოკავშირეა, მაგრამ სჭირდება კი “უვარგის მიშას”, რომ “გაუმჯობესებულმა მიშამ” ყოველივე ეს გააკეთოს? მისთვის გაცილებით მომგებიანია, მიწასთან გაასწოროს ალასანიას რეიტინგი ან გამოიყენოს ის, როგორც ინსტრუმენტიმაიდნისაგორების საქმეში. ან, სულაც, აპრიორი განწირული, გადატრიალების ავანგარდში ჩააყენოს, შემდეგ კი მიატოვოს და ასეთი მაკიაველისტური კომბინაციის გამოყენებით საშიში კონკურენტი გაანადგუროს. როგორც პირველ, ისე მეორე და მესამე ვარიანტზე მიხეილ სააკაშვილი უარს, სავარაუდოდ, არ იტყვის.

11 მარტს დაიწყო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება. ალასანიას ძალიან უხეშად მიუთითეს იმაზე, რომ მისი პარტიის ავტორიტეტისა და რეიტინგის განადგურება არც ისე რთული ამოცანაა. ერთერთი ფირის დასკვნით ტიტრებში შანტაჟისტები მიანიშნებენ, რომ სხვა მაკომპრომეტებელ ფირებსაც ფლობენ და მოითხოვენ პოლიტიკიდან იმ ადამიანების წასვლას, რომლებიც მსგავს მასალებში ფიგურირებს. აქ შეიძლება დაისვას საინტერესო კითხვა: თუ ასეთი ფირები მართლაც აქვთ დაგაერთიანებული დემოკრატებისსრული დისკრედიტაცია სურთ, რატომ არ გამოაქვეყნეს ყველაფერი ერთდროულად? იქნებ ისინი ცდილობენ, ალასანია დააშანტაჟონ და გარკვეული ნაბიჯები გადაადგმევინონ? შესაძლოა, სწორედ ესაა მანიპულატორების მთავარი მიზანი და არაგაერთიანებული დემოკრატებისგაძევება პოლიტიკიდან.

მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება გვაქვს ამა თუ იმ პარტიის ან პიროვნების მიმართ, ბინძური შანტაჟის მსხვერპლს ყველა წესიერმა ადამიანმა ხელი უნდა გაუწოდოს და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს. მაგრამ ამ ეპიზოდის პოლიტიკურ შემადგენელზე საუბრისას, ალბათ, ურიგო არ იქნება, ერთი დიალოგის გახსენება, რომელიც ამერიკელ მისტიკოს მწერალს, ეზოტერიკოსს, ფილოსოფოსსა და ანთროპოლოგ კარლოს კასტანედასა (მისი მტკიცებით) და მის სულიერ მოძღვარს _ დონ ხუანს შორის გაიმართა:

“შემიძლია გითხრა ერთი რამ: მეომარს ვერ მოიხელთებ. ის არასოდეს დგას შუაგზაზე იმის მოლოდინში, რომ ვიღაც ბოლოს მოუღებს. მას გაუთვალისწინებელი სიტუაციის შექმნის შესაძლებლობა მინიმუმამდე დაჰყავს. ის, რასაც ადამიანები შემთხვევითობას უწოდებენ, თითქმის ყოველთვის შეიძლება იოლად აიცილო თავიდან. როგორც წესი, მსგავსი რამ სულელებს ემართებათ, რომელთა ცხოვრებაც გაუთავებელი უთავბოლობაა.

_ მაგრამ ხომ შეუძლებელია, 24 საათი სტრატეგიულად იფიქრო და იცხოვრო? – წარმოიდგინე, მაგალითად, რომ ვიღაც მძლავრი სნაიპერული შაშხანით ჩაგისაფრდა. მას შეუძლია ნახევარი კილომეტრის მანძილიდან გაგანადგუროს. რას გააკეთებ ასეთ სიტუაციაში?

დონ ხუანმა უნდობლად შემომხედა და გადაიხარხარა.

_ და მაინც, რას გააკეთებ? … ასეთ სიტუაციაში არანაირი სტრატეგია არ გიშველის.

_ მიშველის, თანაც როგორ! თუ ვინმე სნაიპერული შაშხანით ჩამისაფრდება, უბრალოდ, მე იქ არ ვიქნები”.

ირაკლი ალასანია შეიძლება კარგი პიროვნება იყოს, მაგრამ უშიშროების მინისტრის მოადგილის პოსტზე მან, როგორც ჩანს, ვერაფერი ისწავლა. უშიშროების გამოცდილი მაღალჩინოსანი, დონ ხუანისა არ იყოს, 99%-იანი ალბათობით, აპრიორი არ მოხვდება იმ კუთხეში, რომელშიც ალასანია მიამწყვდიეს. “24 საათი სტრატეგიულად” რომც არ ფიქრობდეს, კომპრომატის მსგავსი საფრთხეების წინმსწრები განჭვრეტა და მათი განეიტრალებისთვის პრევენციული ნაბიჯების გადადგმა მაინც ეხერხება; ნამდვილ პროფესიონალს ასე ვერ მოექცევიან. შესაძლოა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ალასანია ჯერჯერობით დილეტანტია, როგორც ამ სფეროში, ისე პოლიტიკაში. თუმცა, ალბათ, უმჯობესი იქნება, ამ თემაზე საუბარს მაშინ დავუბრუნდეთ, როდესაც (და თუ) შანტაჟისტებს გამოავლენენ და დასჯიან.

ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის, პრეზიდენტი მარგველაშვილი, ცდილობს ამ სკანდალთან დაკავშირებული დაძაბულობა განმუხტოს, ზოგიერთი კომენტატორი კი გვარწმუნებს, რომ ამ ფირებზე არაფერი ხდება ისეთი, რაც ხელს     შეუშლის სავარაუდო ფიგურანტების დარჩენას ქართული პოლიტიკის ოლიმპოზე, მაგრამ რეალურად სიტუაცია, ალბათ, მაინც სხვაგვარია _ საქართველო საკმაოდ კონსერვატიული ქვეყანაა და აქ მსგავსი ფირების გამოქვეყნება პოლიტიკური კარიერის გარანტირებულ დასრულებას ნიშნავს. სკანდალმა მძლავრად დაარტყა არა მხოლოდ კონკრეტულ ფიგურებს, არამედ პოლიტიკურ ელიტას მთლიანად. ფირების გამავრცელებლებმა თავისი მინიშნებებით მოახერხეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის (ეს მკაფიოდ აისახა სოცქსელებში) მიყვანა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს მსგავსი ჩანაწერები ბევრი სხვა პოლიტიკოსის მონაწილეობით. ალბათ, სწორედ ეს არის ამ სკანდალის ყველაზე მძიმე შედეგი, რადგან ერთია ცალკეული მოღვაწეების გაკიცხვა და სხვა _ უნდობლობა და ზიზღი მთელი პოლიტიკური კლასის მიმართ. ის საქართველოში აქამდეც არსებობდა, მაგრამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით მძაფრი ხასიათი მიიღო. ასეთი დამოკიდებულება პოლიტიკოსების მიმართ (მიუხედავად იმისა, დაიმსახურეს თუ არა) ქვეყნის შინაგანი მთლიანობის რღვევისა და მისი დესტაბილიზაციის ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

იყო ასეთი ბრიტანელი პოლიტიკოსი _ ჯონ დენის პროფიუმო, შესანიშნავი, უგანათლებულესი პიროვნება, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში სამაგალითო სიმამაცე გამოავლინა. 25 წლისა თემთა პალატის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი გახდა, წლების განმავლობაში საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა, 1960-ში კი თავდაცვის მინისტრად დანიშნეს. 1963 წლის გაზაფხულზე საზოგადოებისთვის ცნობილი შეიქნა, რომ ის ცოლს მსუბუქი ყოფაქცევის გოგონასთან ღალატობდა, რომელიც საბჭოთა მზვერავს ხვდებოდა. საშინელი სკანდალი პროფიუმოს გადადგომით დაგვირგვინდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ისტორიაში კულმინაციის შემდეგ მოხდა. ეს ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანი ორმოცი წლის განმავლობაში საკუთარი სურვილით რეცხავდა ჭურჭელს (მეტიც, წმენდდა უნიტაზებს) უმწეოთა თავშესაფარში და ყოფილ კოლეგებს კუდში დასდევდა, რათა გაჭირვებულებისთვის დახმარება მოეპოვებინა. ჯონ პროფიუმო სიცოცხლის ბოლომდე ასე ემსახურებოდა ქვეყანას და საზოგადოებას, რომლის იმედები თავის დროზე ვერ გაამართლა. 1975-ში დედოფალმა ჭურჭლის ამ მრეცხავს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორის წოდება მიანიჭა.

აქ, ალბათ, ერთი ძალიან მტკივნეული კითხვა დავსვათ: გვჯერა თუ არა, რომ თუნდაც ერთი პოლიტიკოსი საქართველოში ასე მოიქცევა?

გამორიცხული არ არის, მსჯელობამ ამ თემაზე რამდენიმე მნიშვნელოვან დასკვნამდე მიგვიყვანოს. მაგალითად, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ჩვენი ქვეყნის ჩამორჩენილობის ერთერთი მთავარი მიზეზი ელიტის სისუსტე, გაუნათლებლობა და ღირსების არქონაა. ჩვენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, მხრებს აიჩეჩავდა ან გადაიხარხარებდა, თუ შესთავაზებდნენ, თავი ჯონ პროფიუმოს როლში ჭუჭყიანი თეფშით ხელში წარმოედგინათ. ისინი, ალბათ, უბრალოდ, ვერ გაიგებდნენ, რა თემებზეა საუბარი.

რაც შეეხება კონკრეტულ სკანდალს, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ნიუანსი _ ნაცმოძრაობასატელიტი ორგანიზაციების მეშვეობით ცდილობს, მთავარ დანაშაულად ფირების გავრცელება წარმოაჩინოს, ხოლო მათი გადაღება სააკაშვილის მმართველობის წლებში უკანა პლანზე გადასწიოს. არადა, რომ არ გადაეღოთ, ცხადია, არც გავრცელდებოდა. ზოგი, ალბათ, იტყვის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მეტის ღირსია, რადგან თავის დროზე არ დასაჯა ყველა, ვინც ამ ამაზრზენ სისტემურ დანაშაულში მონაწილეობდა. 2-3 წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ “ნაცმოძრაობა” ფარული ჩანაწერების საქმეში შეეცდებოდა, პროკურორის როლი მოერგო. ეს კიდევ ერთი კარგი გაკვეთილია მათთვის, ვინც ჩათვალა, რომ სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენების და მათი ამბიციების ლიკვიდაციას ახალი ხელისუფლება ავტომატურ რეჟიმში, საზოგადოების ზეწოლის გარეშე შეძლებდა. თუ მათ სურთ, სიტუაცია შეცვალონ, პოზიცია ძალიან მკაფიოდ და, ალბათ, ხმაურიანად უნდა გამოხატონ.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. კადრების გამავრცელებლებს ვერ იპოვიან, რადგან თვით ამერიკაა ჩარეული ამ კადრების ინიცირების საქმეში. ნაცები ნაწლავებიდან ძვრებიან რომ ეს ამბები სხვებს დააბრალონ. კადრებს ნაცები რომ ქმნიდნენ ამაში ეჭვი არავის ეპარება. რისთვის ქმნიდნენ? იმისთვის რომ გამოეუენებინათ. არც ერთი ხმა ნაცებს!

  2. ალასანია ჭკვიანი და გამოცდილი პოლიტიკოსია, მაგრამ ვერაფერი გააკეტა ტავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას, მან ვერ შეძლო ან საერთოდ არ უფიქრია სამხედროების მიმარტ 1998–1999 და 2000 წლებში გაუცემელი ეგრეთწოდებული \\\’გაყინული ხელფასების\\\’ თაობაზე.

  3. ჩვენთან პოლიტიკოსები არ არსებობენ, აქ მხოლოდ ხარბები, აგენტები, მოღალატეები,
    უვიცები და გულგრილები არიან.

  4. ოდესმე დამთავრდება სააკაშვილთან დაკავშირებული ტრაგიკომედია?! სცალია მსოფლიოს სააკაშვილისთვის/! ეს ხომ უ ა ზ რ ო დ დაკარგული დ რ ო ა!!!!!!
    ამოშალეთ სააკაშვილი რადარებიდან, დ აავიიღაალეეეთ!!!!!! ხომ უნდა დასრულდეს ეს იდიოტია??!!!!!…………………….

  5. ძვირფასო ნანა! ალასანია თქვენთვის ჭკვიანი და განათლებული, ჩემთვის რეგვენი და უმეცარი. უველაფერი ფარდობითია, მერყევი, გადაწყვეტილების ვერ მიმღები, უმადური და პროგნოზირების უნარს მოკლებული, რბილტანა პოლიტიკოსი. ისე რა პოლიტიკოსია, იცოდა რომ ხსნიდნენ თანამდებობიდან და ანცხადების დაწერა რომ თვითონ დაეტოვებინა თანამდებობა ვერ მოახერხა, მთელი საქართველო აიკლო ამ ნარცისმა, საქართველომ დემოკრატიას, (ქათმურ) დღალატაო და ლენჩი საგარეო საქმეთა მინისტრიც, ცოლისდა ფანჯიკიძეც აიყოლია და კარგი ქნა. დასავლეთის მორიგი ლაქია ალასანია, არავის სჭირდება.მოკითხვა ცოლის დას!

  6. სააკაშვილთან დაკავშირებული ტრაგიკომედია დამთავდება \\\”ნაცბანდიტების\\\” პარტიის აკრძალვის დღიდან. ფარული კადრების ნაცავტორების დაპატიმრებისა და სისხლიანი მკვლელების დასჯის დღიდან. უოველი მეათე საქართველოს მცხოვრები ციხეში ყავდათ ამ ნაძირალებს, სისხლიანი მკვლელები ციხეში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here