Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერიან გორგილაძე: “ნაციონალურმა მოძრაობამ” დეზინფორმაცია ოსტატობის ხარისხში აიყვანა

ვალერიან გორგილაძე: “ნაციონალურმა მოძრაობამ” დეზინფორმაცია ოსტატობის ხარისხში აიყვანა

859

მედიაექპერტთა აზრით, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი სეგმენტი არ ენდობა მედიას, განსაკუთრებით _ ახალ ამბებს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ. უმეტესობას, აგრეთვე, მიაჩნია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება მიკერძოებულია და ხელისუფლების ან ოპოზიციის ინტერესებს გამოხატავს. მიუხედავად ასეთი შეფასებებისა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სარგებლობს ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებით _ ტელევიზიით. შეზღუდული პლურალიზმისა და მრავალფეროვნების პირობებში მოსახლეობა არჩევანის გარეშეა დარჩენილი და უყურებს იმას, რაც მისთვის არის ხელმისაწვდომი. ქართულ მედიაში შექმნილ ვითარებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე სოციოლოგი ვალერიან (ვაკა) გორგილაძე გვესაუბრება:

_ ტრადიციულ, ანუ ბეჭდურ მედიას დიდი კონკურენტი გამოუჩნდა _ სოციალური ქსელები, რომლებსაც ხშირად სოციალურ მედიად მოიხსენიებენ. სოციალურ ქსელებს აქვს ის, რაც არ აქვს ტრადიციულ მედიას, ეს არის უკუკავშირი, ინფორმაციის გაცვლა-გაზიარება მომხმარებლებს შორის. ამ თვალსაზრისით სოციალური მედია დიდ კონკურენციას უწევს ტრადიციულ მედიას, ვინაიდან სოციალური მედია ინფორმაციის მოპოვებას გაცილებით ოპერატიულად ახერხებს _ რომელიმე პოლიტიკური ან ნებისმიერი სოციალური მოვლენის, მაგალითად, კატასტროფის შესახებ ინფორმაციას, როგორც წესი, პირველ რიგში, ავრცელებენ ბლოგერები, მოქალაქეები, რომლებიც აღჭურვილნი არიან შესაბამისი გაჯეტებით, სხვადასხვა მოწყობილობით და სოაციალური მედიის სივრცე სულ უფრო გამჭვირვალე ხდება. ამის გამო ტრადიციულ მედიას სულ უფრო უჭირს საინფორმაციო ველზე კონტროლის შენარჩუნება და, შესაბამისად, უჭირს მათ, ვინც ფლობს მედიას. ეს კარგად გამოვლინდა, მაგალითად, გერმანიაში მომხდარი ინციდენტის დროს, როდესაც მიგრანტები აგრესიულად მოექცნენ ადგილობრივ მოსახლეობას. გაზეთები, ტელევიზიები და სააგენტოები ამ ფაქტს რამდენიმე დღის განმავლობაში მალავდნენ, სანამ უშუალოდ მონაწილეებმა არ გაავრცელეს ინფორმაცია მომხდარზე. მსოფლიომ ეს ბლოგერებისგან შეიტყო და არა _ მედიისგან.

_ ბევრი ამბობს, რომ საინფორმაციო საშუალებები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას

_ დეზინფორმაცია ტრადიციული ცოდვაა, რომელსაც ნეგატიური ეფექტები ახლავს და რომელიც აქვს ნებისმიერ კორპორაციას, მათ შორის, მედია კორპორაციასაც. დეზინფორმაცია შეიძლება იყოს შეგნებული ან გაუცნობიერებელი; შეიძლება უკავშირდებოდეს ინფორმაციის არასწორად გაგებას, რადგან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჟურნალისტის პროფესიონალიზმზე, სწორად აწვდის თუ არა ის ინფორმაციას საზოგადოებას და თავისი ინტერპრეტაციით ხომ არ ახდენს ამ სურათის დეფორმაციას. დეზინფორმაცია არის პროფესიის თანმხლები ნეგატიური აქტივობა, რომელიც ახლავს ნებისმიერ საქმიანობას. დეზინფორმატორი შეიძლება იყოს მასწავლებელიც, რომელიც არასწორ ცოდნას აძლევს მოწაფეს, ექიმი და ასე შემდეგ.

ნაციონალურმა მოძრაობამდეზინფორმაცია ოსტატობის ხარისხში აიყვანა. ხანდახან ისე შემოაპარებენ თავიანთთვის სასურველ ინფორმაციას, რომ ხშირად თვითონაც ვერ ამჩნევენ. აქცენტები, არტიკულაცია რაღაც მოვლენებზე, დეტალების ხაზგასმა, ყურადღების გადატანა _ ეს არის ის, რასაც ფლობსერთიანი ნაციონალური მოძრაობადა რასაც ავრცელებს მასთან დაკავშირებული ტელეკომპანიარუსთავი 2”-.

_ ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე ამერიკული ორგანიზაციების _ ენდიაისა და აირაის _ გამოკითხვის შედეგებს. თუ ენდობით ამ ორგანიზაციების ჩატარებულ კვლევებს და რამდენად შეესაბამება მათ მიერ გამოქვეყნებული ციფრები რეალობას?

 _ მე მაქვს პრეტენზიები ენ-დი-აისა და აი-რა-ის მიმართ. არაერთგზის გამომითქვამს ეს საჯაროდ და ვფიქრობ, რომ მონაცემები, რომლებსაც ავრცელებენ კვლევების მეშვეობით, არ შეესაბამება რეალობას. საინტერესოა ისიც, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა არის მეცნიერება, ანუ სოციოლოგია გამოყენებითი ასპექტით და ეს არის გამოყენებული, როგორც საიფორმაციო ტექნოლოგია. ენდიაისა და აირაის არ აინტერესებს, რას ფიქრობს მოსახლეობა. მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ხშირად არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს არის პირდაპირი და ირიბი დადასტურება იმისა, რომ სოციოლოგიაც კი გამოყენებულია პიარელემენტად და საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციების ჩატარების ინსტრუმენტად.

_ როგორ შეაფასებთ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნებას. გამავრცელებელთან ერთად არის თუ არა ამაში დამნაშავე ის, ვინც გადაიღო ასეთი შინაარსის ვიდეო?

_ ვინც გამოაქვეყნა, ნამდვილად ამაზრზენი პიროვნებაა, ვინც იღებდა, უფრო ამაზრზენია, ვიდრე ის, ვინც გამოაქვეყნა. სახელმწიფოს ეს არ უნდა დაეშვა და პრემიერმინისტრის განკარგულება არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ დაიბლოკოს თუ არა გავრცელება. ამ ვიდეოჩანაწერზე მედიის მხრიდან ჯანსაღი რეაქცია იყო, რადგან არც ერთ მედიასაშუალებას არ გამოუქვეყნებია. თუკი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნებისთვის სასჯელი არის ერთი წელი პირობითი, ჩემი აზრით, ეს არ არის საკმარისი. საჯელი ასეთი დანაშაულისთვის 5 წელი მაინც უნდა იყოს. აღმაშფოთარუსთავი 2”-ის აღშფოთებამ საინფორმაციო სააგენტოინტერპრესნიუსისგადაწყვეტილების გამო, როდესაც სააგენტომ აღნიშნული ვიდეოს ლინკი მიუთითა. ტელევიზიას, რომელიც წლების განმავლობაში კულტივირებდა ძალადობას, მორალური უფლება არ აქვს, მსგავსი პრეტენზია ვინმეს წაუყენოს. “რუსთავი 2”-ის საქციელი ამაზრზენია. ეს არის ფარისევლობა, როდესაც “ინტერპრესნიუსის” მთელი საექსპერტო საზოგადოება და მედიასაშუალებები შეესივნენ. ეს არის ლინჩური, აგრესიული ფსიქოლოგიის გამოვლინება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სუფევს.

ესაუბრა

თათია ჯაფარიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here