Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქრუაშვილის სინდრომი” და ამერიკული ტანკები საქართველოში

“ოქრუაშვილის სინდრომი” და ამერიკული ტანკები საქართველოში

578

მაისში აშშსაქართველოს ერთობლივი სამხედრო სწავლებაღირსეული პარტნიორიგაიმართება; მან შეიძლება კრემლის მწვავე რეაქცია გამოიწვიოს. საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს ის რუსეთსაქართველოს ურთიერთობაზე.

ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის ცნობით, სწავლებაში მონაწილეობას, სადესანტო ასეულის გარდა, მიიღებს სატანკო ასეულიც, რომელსაც საქართველოში შავი ზღვის გავლით გადაისვრიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ამერიკული ტექნიკა შემოვა. მაგალითად, შარშან ანალოგიურ სწავლებაში ამერიკელებმა ქვეითთა საბრძოლო მანქანა “ბრედლის” 14 ერთეული ჩართეს. ტანკების მცირე რაოდენობა, ერთი შეხედვით, არაფერს ცვლის, თუმცა აქ, ალბათ, ყურადღება პოლიტიკის სიმბოლურ შემადგენელს უნდა მივაქციოთ.

რუსების აღქმაში ტანკი სამხედრო ძლიერების მთავარი სიმბოლოა. აშშ-სა და ბრიტანეთში, რომელთა ისტორიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა საზღვაო უპირატესობამ შეასრულა, სიტუაცია განსხვავებულია, იქ გავლენასა და ძლიერებას ხომალდი (უპირველესად, ავიამზიდი) განასახიერებს.

საქართველოში ამერიკული ტანკების გამოჩენა, სავარაუდოდ, წყობიდან გამოიყვანს რუს ტელემაყურებლებს და კრემლი, დიდი ალბათობით, საჭიროდ ჩათვლის, მკვეთრი რეაქცია გამოხატოს. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ბალტიის ქვეყნების გამოცდილება _ მიუხედავად იმისა, რომ ისინი, დიდი ხანია, ნატოს წევრები არიან, რუსი საზოგადოება უკიდურესად გაღიზიანდა, როდესაც იქ აშშ-ის მძიმე ჯავშანტექნიკა გამოჩნდა (2015 წელს). საზოგადოდ, ეროვნული ფსიქოლოგია საკმაოდ რთული და ბუნდოვანი რამ არის, მაგრამ ფაქტია _ თანამედროვე რუსები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ამერიკული ტანკების გამოჩენას დაახლოებით ისე აღიქვამენ, როგორც მათი წინაპრები გერმანული ტანკების გარღვევას სმოლენსკთან და ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიმბოლოების ომმა შეიძლება პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

ვაშინგტონს არ ძალუძს ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგობა დაძლიოს და საქართველო ნატოში შეიყვანოს, ამ მხრივ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი სამიტი, 99%-იანი ალბათობით, ისეთივე უშედეგო იქნება როგორც წინა. ამას კი ქართველი საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც ნატოში სწრაფი გაწევრება რეალისტურად მიაჩნია, ისევ იმედგაცრუება და ვაშინგტონის შესაძლებლობების მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულების გავრცელება მოჰყვება. ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ განწყობების თუნდაც ნაწილობრივი კომპენსირება მოახდინონ და სამხედრო ძლიერების დემონსტრაცია ამისთვის საკმაოდ ეფექტიანი საშუალებაა. მათთვის კარგი იქნებოდა, ქართველებს ყველა პრობლემამხდალ ევროპელებთანდაეკავშირებინათ, ხოლო ძია სემი მათ ფონზეღირსეულ პარტნიორადწარმოჩენილიყო (სწავლებასაც ასე უწოდეს). ამ შემთხვევაშიცაბრამსებისიმბოლურ სივრცეში ოპერირების ინსტრუმენტად გვევლინება. ეს ტანკები საქართველოს მთავრობას, უპირველესად კი, მის რადიკალურად განწყობილ პროდასავლურ ნაწილს შესაძლებლობას მისცემს, დროებით დაარწმუნონ ამომრჩევლები, რომ პარტნიორობას ხელშესახები შედეგი მოაქვს.

არის კი უსაფრთხო ასეთი პოლიტიკა? მიხეილ სააკაშვილი რეალურსა და წარმოსახვითს ერთმანეთისგან არ განასხვავებდა და რაღაც მომენტში ჩათვალა, რომ ამერიკელების ზოგიერთი სიმბოლური ჟესტი უპირობო მხარდაჭერის გარანტია იყო. ეს 2008 წლის კატასტროფის ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდა; სააკაშვილს სრულიად სერიოზულად სჯეროდა, რომ კრიტიკულ მომენტში აშშ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებოდა. დღევანდელ ხელისუფლებას, მისი ყველა მინუსის მიუხედავად, პოლიტიკურ შიზოფრენიაში ასე ღრმად არ შეუტოპავს. თუმცა არის ერთი მიმართულება, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

უცნაურ სენს, რომელიც ბოლო წლებში თავდაცვის მინისტრებს უტევს, შეიძლება “ოქრუაშვილის სინდრომი” ვუწოდოთ. რაღაც მომენტში ისინი თითქოს კარგავენ რეალობის ადეკვატური აღქმის უნარს და აკეთებენ განცხდებებს, რომლებზეც უცხოეთში საკმაოდ ნერვულად რეაგირებენ. ჯერ იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც გვპირდებოდა, რომ ახალ წელს ცხინვალში შეხვდებოდა და რუსეთისთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა. შეგვიძლია, ასევე, გავიხსენოთ (თავი დავანებოთ კეზერაშვილს მისი იდეებით “დაჟანგულ რუსულ ტანკებზე” და შაშკინზე დრო არ დავხარჯოთ) ირაკლი ალასანიას მოწოდება საქართველოში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტების განლაგების შესახებ, რომელიც ხელისუფლების პირველ პირებთან შეთანხმებული არ იყო და, როგორც შემდგომი კომენტარებიდან ჩანდა, ამერიკელებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს იყო “კერძო”, მთავრობისგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმართვის უნიკალური შემთხვევა. შემდეგ ავანსცენაზე თინა ხიდაშელი გამოვიდა, რომელმაც გააკეთა ძალზე უხერხული კომენტარი ლენინგრადის ბლოკადაზე. ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ხიდაშელის განცხადებები “ყველა ზღვარს სცილდება”. საქართველოს საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და იძულებული შეიქნა, ეთქვა: “მე არ მჯერა, თინას ეთქვას რაიმე ასეთი”. “ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია”, _ დასძინა კვირიკაშვილმა. შემდეგ თინა ხიდაშელმა განაცხდა: “თანამედროვე ცივილიზებული სამყარო პრაქტიკულად შეთანხმებულია, რომ ორი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ეს არის “ისლამური სახელმწიფო” და რუსეთი. საინტერესოა, შეესაბამება ეს განცხადებები მთავრობის კურსს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას ითვალისწინებს.

რატომ ემართება ეს მაინცდამაინც თავდაცვის მინისტრებსვარდების რევოლუციისშემდგომ პერიოდში? _ საზოგადოდ, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის სიახლოვე ინფანტილურ ადამიანებში ყოვლისშემძლეობის ილუზიას აჩენს და საკუთარ თავზე გადაჭარბებულ წარმოდგენას უქმნის. ამასთანავე, თავდაცვის მინისტრებს მუშაობა უცხოელ პარტნიორებთან, კერძოდ კი, ამერიკელებთან, მჭიდრო კონტაქტში უწევთ. შესაძლოა, ისინი მიიჩნევენ, რომ, რაც უფრო რადიკალურები იქნებიან რუსეთის მიმართ, მით მეტ ქულას დაიწერენ დასავლელი პარტნიორების თვალში (ეს შეცდომაა). ნებისმიერ შემთხვევაში, იმის ალბათობა, რომ თინა ხიდაშელი შეეცდება მომავალი ქართულამერიკული სწავლებაღირსეული პარტნიორიანტირუსულ დემონსტრაციად გადააქციოს, წინარე განცხადებების გათვალისწინებით, საკმაოდ მაღალი ჩანს.

ეს პროცესები, ალბათ, უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ბოლო თვეებში გაიმართა ერთგვარი “შეჯიბრება” ევროკავშირსა და რუსეთს შორის, _ ერთმა გაამარტივა სავიზო პროცედურები, მეორემაც იგივე გააკეთა და, სავარაუდოდ, ვიზების გაუქმების შემთხვევაშიც ანალოგიური რამ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტზესანქციების ომიმძვინვარებს, საქართველოს ყველასთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობა აქვს და ახლო მომავალში შეიძლება დამატებითი პრეფერენციები მიიღოს. გამორიცხული არ არის, გარემოებათა თანხვედრის გამო, რაღაც მომენტში იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, რომელშიც ფინეთიცივი ომისწლებში, რომელიც ბონუსებს როგორც აღმოსავლეთისგან, ისე დასავლეთისგან იღებდა. ეს არ გადაწყვეტს ყველა პრობლემას, მაგრამ შეიძლება საკმაო სარგებელი მოგვიტანოს. ამასთანავე, რუსეთისა და ევროკავშირის სავსებით მშვიდობიანი კონკურენციის ფონზე ჩინეთმა რეგიონში ახალი სატრანზიტო პროექტები დაიწყო, ჩინური კომპანიები სულ უფრო მეტ პროექტში ერთვებიან. ასეთ სიტუაციაში ვაშინგტონმა თავი, შესაძლოა, “თამაშგარე მდგომარეობაშიიგრძნოს. მის პოლიტიკას საქართველოში მძიმე ტვირთად აწევს შეფერხებული ინტეგრაცია ნატოში და სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა ბუშის ადმინისტრაციის მიერ, რომელიც ბევრ ქართველს დღემდე მწარედ ახსოვს. მაგრამ, თუ თეთრი სახლი მოახერხებს თამაშის წესების შეცვლას დაცივი ომისლოგიკის ფარგლებში მოქცევას, შესაძლებლობა მიეცემა, კონკურენტები ჩამოიტოვოს. ამ მხრივ “აბრამსების” კოლონამ შეიძლება ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულოს.

“ცივი ომის” “მთელი მუღამი” ამ შემთხვევაში ისაა, რომ ის ევროპელებს ამერიკელებზე დამოკიდებულს ხდის. მოქმედების ალგორითმი შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ: ) მოქმედება, რომელიც კრემლს გააღიზიანებს და მოახლოებული საფრთხის განცდას გაუჩენს; ) კრემლის გადასვლა კონფრონტაციულ პოლიტიკაზე და შესაბამის ინსტრუმენტებზე; ) საფრთხიდან გამომდინარე, რეგიონში ევროპული პოლიტიკის დაქვემდებარება ამერიკულისადმი, პლუს ამას, ბონუსის სახით; ) სამხრეთ კავკასიაში პეკინის გავლენის ტორპედირება, რომელიც ნელა, მაგრამ განუხრელად იზრდება.

საქართველოს ხელისუფლება, სავარაუდოდ, შეეცდება, არც ევროპული მწვადი დაწვას და არც ამერიკული შამფური. გამორიცხული არაა, ხიდაშელს შესაძლებლობა მისცენ, ანტირუსულ რიტორიკას მიმართოს, ხოლო მთავრობის სხვა წარმომადგენლები შეეცდებიან, მისი განცხადებები დააბალანსონ. სხვა ქვეყნებში მიჩვეულნი არიან, რომ ნებისმიერი მინისტრის პოზიცია მთავრობის პოზიციას არ ეწინააღმდეგება და სიტუაცია, როდესაც სხვადასხვა მინისტრები ერთმანეთს განცხადებებს “უბალანსებენ” მათთვის არანორმალურად გამოიყურება. თუმცა აქ მთავარია ის, რომ ამერიკის ძლიერების დემონსტრირებამ პოლიტიკური ელიტის (და საზოგადოების) ნაწილში არაადეკვატური მოლოდინები და ილუზიები არ გააჩინოს ისე, როგორც ეს ათიოდე წლის წინათ მოხდა. ერთერთი სერიოზული გრძელვადიანი შედეგი, რომელიც ამას შეიძლება მოჰყვეს, საქართველოშიქორების პარტიისხელახალი ფორმირებაა, თუ გნებავთ _ რეინკარნაცია.

შეიძლება საინტერესო ტრანსფორმაციის მოწმენი გავხდეთ. რესპუბლიკური პარტია როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის მმართველობის წლებში “მტრედების” ბანაკს მიეკუთვნებოდა და კონფლიქტების დარეგულირების ძალიან რბილ რეცეპტებს გვთავაზობდა. რუსეთზე ცუდს ბევრს ამბობდნენ, მაგრამ, “ნაციონალებისგან” განსხვავებით, არასოდეს უცდიათ, პოლიტიკა კონფრონტაციული რიტორიკის შესაბამისად წარემართათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც თინა ხიდაშელმაოქრუაშვილის სინდრომისთვისდამახასიათებელი იდეების საჯარო გავრცელება დაიწყო, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომმტრედებიშეიძლებაქორებადგადაიქცნენ. ხისტი ანტირუსული რიტორიკა პოპულარულია დასავლეთზე ორიენტირებული ელექტორატის გარკვეულ ნაწილში და მას მხარდამჭერების მოსაზიდად “ნაციონალები” და დროდადრო ალასანიას “გაერთიანებული დემოკრატები” იყენებებენ. იმავეს გაკეთება, შეიძლება, რესპუბლიკელებმაც სცადონ და გასაკვირი ამაში არაფერია, უბრალოდ, ხიდაშელის დღევანდელი სტატუსი სიტუაციას ორაზროვანს ხდის. ამიტომ, ალბათ, სასურველია, წინასაარჩევნო პერიოდში თინა ხიდაშელი გადადგეს (მით უმეტეს, რომ მასთან კითხვები არსებობს საგარეჯოს არჩევნების თაობაზე), რათა რადიკალური განცხადებებით ქვეყანას დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას. რაც შეეხება სწავლებას “ღირსეული პარტნიორი”, მასზე საუბრისას, ალბათ, ზიგმუნდ ფროიდის ცნობილი ფრაზით უნდა ვიხელმძღვანელოთ _ “ხანდახან სიგარა, უბრალოდ, სიგარაა”, შესაბამისად, “სამხედრო სწავლება _ უბრალოდ, სამხედრო სწავლებაა”;

პოლიტიკოსების სპეკულაციები ამ თემაზე საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. ამერიკელები თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან, დაგვაბრუნებინონ თავიანთი
    აბრამსებით ტერიტორიები, არა, მათ უნდათ საქართველოს დანარჩენი ნაწილის ლაითად
    ოკუპაცია. შევალთ ნატოში, შემოვა თურქული ცოცხალი ძალა და სამუდამოდ დარჩება.
    ამისთვის იბრძოდა და თავს სწირავდა ოსმალებს ჩემი წინაპრები, რომ ვიღაც მოღალატეებს
    დოლარებზე გავეყიდეთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here