Home რუბრიკები ბლოგი „ადამიანი ოჯახს თუ ღალატობ, საქმესაც და ქვეყანასაც უღალატებ შანტაჟის შიშით“

„ადამიანი ოჯახს თუ ღალატობ, საქმესაც და ქვეყანასაც უღალატებ შანტაჟის შიშით“

606

ისე გავიდა ეს ბოლო 27 წელი, რომ საქართველოს პერმანენტულად არაკომპეტენტური, თანამდებობისთვის შეუფერებელი და გამყიდველი ადამიანები მართავენ. სწორედ ამიტომ ხდება ისე, რომ მმართველები თუ  მთავრობები მიდიან და მოდიან, თუმცა ხალხის ძირითადი მასის და ქვეყნის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მეტად მძიმდება, რაც რათქმაუნდა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, მათ შორის დაღმასვლასაც.

ესაა, პირველ რიგში:

– გაუთვლელი და დანაშაულებრივი საგარეო პოლიტიკა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ათწლეულებია რაც გადავიქეცით აშშ-ის მარიონეტ ქვეყნად, რომლის ინტერესებსაც ვემსახურებით, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ;

– ყოვლად მიუღებელი და ასევე დანაშაულებრივი საკადრო პოლიტიკა ყველა სფეროში, მათ შორის და პირველ რიგში ხელისუფლების უმაღლეს ეშელენობში, სადაც  თანამდებობებს აძლევენ ამერიკიდან „დანიშნულ“ და მათთვის სანდო ადამიანებს, რომლებიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ სწორედ აშშ-ის ინტერესებით. ცხადია მათი უდიდეს ნაწილზე ამერიკელებს „კომპრომატებიც“ საკმარისად გააჩნიათ, რომ საჭირო მომენტში „სწორი“ გზა მიანიშნონ და ასეც ხდება ხოლმე.

– ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობაა, ხოლო ვინც მაინც მუშაობს, მათ უდიდეს ნაწილს რეალურ საცხოვრებელ მინიმუმთან გათანაბრებული ხელფასები აქვთ, ისე რომ როგორც იტყვიან: „Концы с концами еле сводят“, რასაც ბანკების „მტაცებლურ“ პოლიტიკასთან ერთად საზოგადოების უდიდესი ნაწილი სრულ გაღატაკებამდე მიჰყავს;

ამის გარდა, ცხადია კიდევ უამრავი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ახლა ცოტა სხვა თემაზე მინდა გესაუბროთ: სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ერთ-ერთი ქალბატონის მოკლე წერილს გავეცანი: (https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1525979967705972&id=100008819499099&fref=nf)

რა გამოლევს საქართველოში გონიერ და საღად მოაზროვნე ადამიანებს. სრული ჭეშმარიტებაა რასაც ბრძანებს ეს ქალბატონი, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ დღესდღეობით მსგავსი საღი აზროვნების ადამიანები თითქმის მთლიანად იგნორირებულნი არიან, მათ უბრალოდ არ აკარებენ მეტნაკლებად მაინც მნიშვნელოვან თანამდებობებს, ქვეყანას კი სწორედ ისინი მართავენ ვისთვისაც არაფერი წმინდა არ არსებობს.

ცამდე მართალია ნატა კალანდაძე, როდესაც ამბობს:

„რაში აინტერესებს ვინმეს, ვის ვისთან  აქვს სექსი. ამორალურია კაცისთვისაც და ქალისთვისაც ოჯახი თუ გაქვს და ღალატობ. გაეყარე და მერე რაც გინდა ის გიქნია. გრიგოლია თავისუფალია და რაც უნდა ის უქნია, მაგრამ მიპასუხოს ქმარი რომ ყოლოდა მაშინაც ექნებოდა სხვა მამაკაცთან ურთიერთობა?

პრეზიდენტი მდიდარი სექსუალური ცხოვრებით იქებს თავს, აჯობებდა მდიდარი პოლიტიკური ცხოვრება ჰქონოდა და იმით ექო თავი. წადი მაშინ ძმაო და სხვა საქმეს მოკიდე ხელი:     ადამიანი  ოჯახს თუ ღალატობ, საქმესაც და ქვეყანასაც უღალატებ შანტაჟის შიშით.

ჯერ დაალაგეთ ურთიერთობები ქმრებთან, ცოლებთან და მერე წადით პოლიტიკაში.აბა, ოჯახური სექსით ვერავის დააშანტაჟებენ. დაიოკეთ სურვილები პოლიტიკოსებო.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი, (რომელმაც, თავის ცნობილ ესსეში, ქართველები ,,კრეტინებად” და ,,დებილებად” მონათლა), მთელი მსოფლიოს გასაგონად, ასე მრავლისმთქმელად გამოეხმაურა ფარული ვიდეოების გამოქვეყნებას:

,,მინდა ღიად ვუთხრა საზოგადოებას, რომ სექსუალური ცხოვრება და სექსი არ არის სამარცხვინო. მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება მომავალში და იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ!”

დიახაც ასეა- ამ და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს თუ აგენტურას, „ყურებით ჰყავთ დათრეული“ თითქმის მთელი, მეტნაკლებად გავლენიანი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი და ა. შ., აშანტაჟებენ და აკეთებინებენ თავის საქმეს, საქართველოს საზიანოდ.

სწორედ ამიტომ, ბოლო 27 წლის მანძილზე ჩასვრილ- ჩაკუკული პოლიტიკოსები-ასოები-ექსპერტები და ა. შ. მაქსიმალურად უნდა გადავაჩვიოთ ქვეყნის საქმეებში ცხვირის ჩაყოფას, რადგან ისინი ქართველი ხალხის ნდობას არ იმსახურებენ და ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ხალხის ნება!

სანამ ეს „ბიზნესმენები პოლიტიკიდან“ არ ჩამოშორდებიან ქვეყნის საქმეებს, მანამ არანაირი არჩევნები თუ სხვა მოჩვენებითი ზომები არაფერს და ვერაფერს შეცვლიან ჩვენს ქვეყანაში. ერთბაშად ეს ვერ მოხდება, მაგრამ მთავარია ადამიანებმა გააცნობიერონ ის ყველაფერი რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, თავად გაანალიზონ ყველაფერი და „როდესაც ასეთი ნატა კალანდაძეები გავხდებით მთელი ქვეყანა“, თუ არა და ბევრად მეტნი მაინც  ვიდრე ამჟამად ვართ, სწორედ მაშინ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ბედის სასიკეთოდ შემოტრიალებას.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

1 COMMENT

  1. მარგველა მაგარ მარგალიტებს ყრის. რა გვეშველება, ამდენი სექსოტების ხელში?

  2. რაღაც ხდება და ამით უნდათ გადაფარონ,რომ ხალხმა ყურადღება არ მიაქციოს და ქვეყნის დაღუპვის გეგმები არ ჩაუშალონ,თორემ რა სექსი აუტყდა ამ მარხვაში მთელ ქვეყანას.ისე ღალატი ამორალური საქციელი კი არა დანაშაულია.ქვეყნის ღალატი,ოჯახის ღალატი,მეგობრის ღალატი და ა.შ.ამორალური არის ქცევა და არა დანაშაული.

  3. სრულად ვეთანხმები ამ აზრს.დიახ, თუ საჯარო მოხელე ხარ,განსაკუთრებით კი– მაღალ ეშელონებში ,,მოკალათებული\\\’\\\’და სხვებს მოუწოდებ წესიერებისაკენ,იმდენი მაინც უნდა გესმოდეს,რომ მარტო მოწოდება არაფრის მთქმელია,თუ კი იგი პირადი მაგალითებით არ არის გამყარებული.როცა საზოგადოების რჩეული ხარ და ხალხი ნდობით შემოგყურებს,ისე უნდა იცხოვრო,რომ არანაირი შენი ქმედების გასაჯაროებისა,თუნდაც პირადი ცხოვრებისა(სექსუალურისაც კი)არ უნდა გეშინოდეს და არც უნდა გრცხვენოდეს.ცხადია,რომ ამის უფლება არავის აქვს,დანაშაულიცაა,მაგრამ შენ,მით უმეტეს მაღალო ჩინოსანო,განურჩევლად სქესისა,რატომ ჩადიხარ ისეთ საქციელს,რომლის გავრცელებაც გაშინებს და ,,გაფიქრებს\\\’\\\’?!იმ ,,ავად მოსაგონარი\\\’\\\’კომუნისტების დროს,როგორც წესი,სამსახურებრივ კარიერას ნამდვილად ვერ აიწყობდი(იშვიათი გამონალისების გარდა),თუ კი შენს საოჯახო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადგილი ექნებოდა ამორალურ და უზნეო ქმედებებს.ამ საკითხში კი მათგან(კომუნისტებისაგან) ღირს მაგალითის აღება…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here