Home რუბრიკები პოლიტიკა რამდენიმე მიზეზი, რატომ არ უნდა გვიყვარდეს ჩრდილოეთი კორეა და ვეტრფოდეთ ამერიკელებს

რამდენიმე მიზეზი, რატომ არ უნდა გვიყვარდეს ჩრდილოეთი კორეა და ვეტრფოდეთ ამერიკელებს

567

დასავლეთის პროპაგანდისტული მანქანა, ათეული წლებია, მძლავრად მუშაობს თავისი პატრონების შავი საქმეების გასათეთრებლად და არც ამჟამად განიცდის სიცრუის, ორპირობისა და ორმაგი სტანდარტის დეფიციტს. ეს სიცრუის მანქანა გამოგონილი მიზეზებით ჯოჯოხეთის მოციქულებად წარმოაჩენს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას, დასავლეთსა და აშშ კი _ თეთრსაყელოიან ჯენტლმენებად, სინამდვილეში კი სწორედ აშშისა და მისი მოკავშირეებისშემოქმედებისნაყოფი მსოფლიოში გაჩაღებული ომების უმრავლესობა და ქვეყნებისთვის თავს დატეხილი უბედურებებიდასავლური პროპაგანდისტული მანქანისშედევრებსსატირულიუმორისტულ ჟანრში წარმოგიდგენთ:

თქვენ, ალბათ, გსმენიათ სკანდალის შესახებ, რომელიც ორიოდე წლის წინათ დაიწყო და, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება:

* ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურები უსმენდნენ მთელ მსოფლიოს. ისინი თვით მერკელის მობილურ ტელეფონსაც კი უსმენდნენ წლების განმავლობაში. ეს ხომ წარმოუდგენელია?! ნამდვილი მამაძაღლები არიან ეს ჩრდილოეთ კორეელები, მახინჯები

არა, ეს ხომ ამერიკელებმა ჩაიდინეს… რა საშინელებაა, კორეელები და ამერიკელები ყოველთვის შეიძლება აგერიოს კაცს ერთმანეთში.

ჩრდილოეთ კორეელები კი თავს დაესხნენ ვიეტნამს. გახსოვთ, ალბათ, იქ რაღაც ქიმიური საზიზღრობები რომ მოაფრქვიეს _ ქიმიკატები: “აგენტი ორანჯი” და სხვა მომწამლავი ნივთიერებები. შემდეგ წამოიწყეს ომი ერაყში და უკანონოდ შეიჭრნენ სხვადასხვა ქვეყანაში. მათი ინტერვენციის შედეგად მილიონობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ავღანეთში უპილოტო თვითმფრინავებით ათასობით უდანაშაულო ადამიანის დახოცვაც მათ კისერზეა. ეს საშინელებები სწორედ ჩრდილოეთკორეელებმა ჩაიდინეს…

მოიცა… ესეც ხომ ამერიკელების ნახელავია.

* ჩრდილოეთ კორეელები ხომ ისინი არიან, ვისაც აქვსმონსანტო”, “ჰელიბერტონი”… ბანკები, სიკვდილით დასჯა, ციხეები, რომლებშიც წამების მეთოდებს იყენებენ, აი ზუსტად ესენი არიან ჩრდილოეთ კორეელები.

მაგრამ არაესენიც ხომ ამერიკელები არიან?!

რა სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ჩრდილოეთ კორეელების ჩადენილი არ არის, იმიტომ, რომ გვექნებოდა კარგად დასაბუთებული მტრის სახე; გვექნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული მტრული განწყობა ჩრდილოეთ კორეის მიმართ, განსხვავებით არაფრით დასაბუთებული დღევანდელი ანტიამერიკანიზმისა და ირაციონალური ანტიამერიკული განწყობილებისა, რომელთა წარმოშობის მიზეზები “გაუგებარია”.

ჩრდილოეთ კორეელებმა რა ჩაიდინეს?

* მათ ხომ ჯაშუშობისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა მიჰყიდეს დიქტატორებს ჩინეთიდან ბაჰრეინამდე, რათა ადგილობრივ დიქტატორებს თავიანთი ოპოზიციონერები დაეპატიმრებინათ და ციხეებში გამოემწყვდიათ _ აი ეს ჩაიდინეს ამ მამაძაღლმა ჩრდილოეთ კორეელებმა. და კიდევ _ მათ მასობრივად მიჰყიდეს იარაღი ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ლიბია და გაერთიანებილი არაბული საემიროები, რომლებშიც ადამიანებს თავს აჭრიან. ქიმიური იარაღი კი მიჰყიდეს სირიაში _ ბაშარ ასადს, ერაყში _ სადამ ჰუსეინს. ეს კი მართლაც მამაძაღლმა კორეელებმა გააკეთეს.

მაგრამ მოიცა: ესენი ხომ გერმანელები იყვნენ. კორეელები და გერმანელები ისევე, როგორც ამერიკელები, ყოველთვის შეიძლება აერიოს კაცს ერთმანეთში.

მაშ, აბა, რა გააკეთეს ჩრდილოეთ კორეელებმა?!

* მათ რაღაც რაკეტა გამოსცადეს. რა საშინელებაა! ეს ხომ არანაირ ჩარჩოში არ ჯდება?!

განა შეიძლება აიღო და ასე უბრალოდ გამოსცადო რაკეტები?

ჩრდილოეთ კორეელებს ეს რაკეტები კვირების განმავლობაში უნდა დაეშინათ ახლო აღმოსავლეთის მილიონიანი ქალაქებისთვის, აი მაშინ კი მიიღებდნენ ადგილს გაეროს უშიშროების საბჭოში.

მხოლოდ რაღაც რაკეტების ტესტირებით კი გაეროში არავინ შესულა.

* ისე, რა გონებაჩლუნგები არიან ეს მამაძაღლი კორეელები, ა?!

იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ავიწროებენ და ჩაგრავენ საკუთარ ხალხს. მართლაც გონებაჩლუნგები არიან, საკუთარი ხალხი კი არა, სხვა ხალხები უნდა დაჩაგრონ და დააშინონ. რა, ვერ ხედავენ, რასაც ევროპელები, უკვე 600 წელიწადია, აკეთებენ?! ისინი ხომ ჩაგრავენ და იმონებენ იმ ხალხებს, რომლებმაც ხეებზე სწრაფად აძრომა ვერ მოასწრეს. ევროპელებმა ხომ ყველა ასეთი ხალხი გაჟლიტეს ამერიკაში, აფრიკაში, აზიაში, ავსტრალიაში _ ყველგან. ყველა აბორიგენი ქურუმი და მისანი, მღვდელმსახური დახოცეს, გაძარცვეს, დაწვეს, მაგრამ არა თავისი ხალხი. ამჟამად კი თავიანთ გლობალურ კონცერნებს გზავნიან, რათა, რაც დარჩათ, ისიც წაართვან და სიღარიბეში ამყოფონ. და, თუკი სხვა ხალხები ლუკმაპურის საშოვნელად ევროპაში მიდიან ხმელთაშუა ზღვით, პირდაპირ ესპანეთში უშვებენ პომიდვრის ბოსტნებსა და ფორთოხლის პლანტაციებში სამუშაოდ, აბა, თავიანთ ხალხს ხომ არ დაჩაგრავენ?

გასაგებია, რომ ჩრდილოეთ კორეელებს არ აქვთ ყველგანმავალი ავტომობილები, პლაზმური ტელევიზორები, მობილური ტელეფონები და ამქვეყნის ხელისუფლება საკუთარ ხალხზე ბევრს ვერაფერს გამოიმუშავებს.

მაინც როგორი მამაძაღლები არიან ეს ჩრდილოეთ კორეელები?! კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხებში ექსპერტებს არავინ არაფერს ეკითხება. მათ ბევრი გადაწყვეტილება შეიმუშავეს ბოლო ათწლეულში, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები არავის სჭირდება. ყველაფერი ისე ხდება, როგორც ქვის ხანაში _ მყისვე იარაღს სტაცებენ ხელს…

* და კიდევ _ ჩრდილოეთ კორეელები ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას. რაც იქ ხდება, საშინელებაა. წარმოგიდგენიათ, ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი ჯერ მამა იყო, შემდეგ ეს პოსტი შვილმა დაიკავა. ეს ხომ საშინელებაა?! ასეთი რამ წარმოუდგენელია ევროპაში ან აშშში. ამას იქ გონებაშიც არავინ გაივლებს. ასეთი რამ ხომ მხოლოდ მონარქიებში ხდება დადემოკრატიული საზოგადოებააღშფოთდება ხოლმე პუტინზე, რომ ის კვლავ პრეზიდენტის სავარძელშია. საწყალ პუტინს, უბრალოდ, ვაჟი არ ჰყავს და იძულებულია, კვლავ და კვლავ მოვიდეს ხელისუფლების სათავეში. ეს, რა თქმა უნდა, საშინელებაა.

* იქ, რუსეთში, უამრავი პრობლემაა: ანტისემიტიზმი, რასიზმი, ნაციონალიზმი, ქვეყანას შესეული მიგრანტების თავხედობა _ ასეთი რამ დასავლეთში შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ევროპაში რეგულარულად რომ ბილწავდნენ ებრაელთა სასაფლაოებს, ემუქრებოდნენ სინაგოგებსა და მეჩეთებს. ასეთი რამ ევროპაში რომ მოხდეს, მოსახლეობა მყისვე გამოექომაგებოდა ებრაელებს, ხელისუფლება კი მკაცრ ზომებს გაატარებდა.

* იქ, რუსეთში, იყვნენ ნაცისტები, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ხოცავდნენ ადამიანებს. შემდეგ ეს ამბავი გახმაურდა და, რომ მიეჩქმალათ, მყისვე გაანადგურეს დამადასტურებელი დოკუმენტები.

* რუსების 40% ჰომოსექსუალიზმს სახიფათო დაავადებად მიიჩნევს, ევროპულ ვატიკანში კი ასეთი ადამიანების რაოდენობა 100 პროცენტს შეადგენს, 100 პროცენტს!..

* საერთოდ კი, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პუტინი ისეთივე ფსიქოპათი არ არის, როგორიც ბუში. ასე რომ იყოს, კიევი ბაღდადს დაემსგავსებოდა.

მომზადებულია გერმანული ტელეარხ WDRის ეთერში (გადაცემაშუაღამის არშიები” _ Mitternachtsspitzer) გერმანელი სატირიკოსის _ ჰაგენ რეტერის _გამოსვლის წაბაძვით.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here