შექმნილია ამორალური, დაუშვებელი მოვლენების საზოგადოებაში დანერგვის თანმიმდევრული გეგმა. ჯოზეფ პ. ოვერტონმა მოგვცა მოდელი – „ოვერტონის ფანჯარა“ (როგორ გავანადგუროთ ნებისმიერი კულტურული ინსტიტუტი).
ნაწილი I :
გსმენიათ „ოვერტონის ფანჯრის“ შესახებ? თუ არა, გაეცნობით რა ამ ტექნოლოგიას – „ტექნოლოგიას, ნებისმიერი თქვენთვის სასურველი იდეისა თუ გეგმის, ლეგალიზაციის მისაღწევად“ – უმალ ნათელი გახდება, თუ როგორ ახდენენ ჰომოსექსუალიზმისა და ერთსქესიანთა ქორწინებების ლეგალიზება-დაკანონებას. აგრეთვე გასაგები გახდება, რომ პედოფილიისა და ინცესტის ლეგალიზებაც ძალიან სწრაფად, უახლოეს წლებში, დასრულდება ევროპაში, მათ შორის, ბავშვთა ეფტანაზიისაც (პაციენტის სურვილით, საკუთარი სიცოცხლის მოსპობაში დახმარება) კი.
ჯოზეფ ოვერტონმა აღწერა, თუ როგორ ხდება საზოგადოებისთვის მიუღებელი იდეების წამოწევა ნაგავსაყრელიდან, მათი გაპატიოსნება, ბოლოსდაბოლოს, მათი კანონმდებლობით განმტკიცება და ცხოვრების წესად დანერგვა.
შესაძლებლობების ოვერტონისეული ფანჯრის თეორიის თანახმად, საზოგადოებაში არსებობს ყველა პრობლემისა და იდეისთვის ე.წ. ლეგალიზაციის შესაძლებლობების ფანჯარა. ამ ფანჯრის ფარგლებში იდეები შეიძლება ან არ შეიძლება განიხილებოდეს, მათ ღიად მხარს უჭერდნენ, პროპაგანდას უწევდნენ, და ბოლოს, კანონით განამტკიცებდნენ. ფანჯარას ამოძრავებენ და ამით შლიან შესაძლებლობათა მარაოს იდეის აბსოლუტური მიუღებლობიდან, აქტუალური განხილვის სტადიაში გადასაყვანად, რის შემდეგაც უკვე ფართოდ განხილული იდეა გადაყავთ კანონით განმტკიცების სტადიაში. და ბოლოს, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ფართო საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებლი რამ, საზოგადოებაში უკვე ფართოდ განხილვადი და მასიური აზროვნებისთვის მიღებული, კანონმდებლობითაც განმტკიცდება და ლეგალიზდება.
ეს არ გეგონოთ ტვინის გამორეცხვის მეთოდი, იგი ბევრად უფრო დახვეწილი ტექნოლოგიაა. მისი ეფექტურობა განპირობებულია თანმიმდევრული, სისტემური გამოყენებით და საზოგადოებისთვის, ანუ მსხვერპლისთვის, მასზე ზემოქმედების ფაქტის შეუმჩნევლობით.
ქვემოთ მოყვანილ მაგალითზე განვიხილავთ, თუ საზოგადოება ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ იწყებს რაღაც მიუღებელის განხილვას, შემდგომ როგორ თვლის ამ მიუღებელს მისაღებად და ბოლოს, ურიგდება ახალ კანონს, რომელიც ამაგრებს და იცავს სულ ცოტა ხნის წინათ ჯერ კიდევ, წარმოუდგენელს.
მაგალითისთვის, ავიღოთ რაღაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი, დავუშვათ, კანიბალიზმი, ანუ მოვახდინოთ ადამინიანის მიერ ადამიანის ჭამის უფლების კანონის ლეგალიზება. საკმაოდ მძიმე მაგალითია, არა?
ნათელია, რომ დღესვე შეუძლებელია კანიბალიზმის პროპაგანდის ასე ხელაღებით წამოწყება – საზოგადოება აბობოქრდება და იდეის განვითარების ყველანაირი მცდელობა კრახით დამთავრდება. ეს ნიშნავს, რომ კანიბალიზმის ლეგალიზაციის პრობლემა ამ ეტაპზე შესაძლებლობათა ფანჯრის ნულოვან სტადიაზეა. ამ სტადიას, ოვერტონისეული თეორიის თანახმად, „წარმოუდგენელი“ეწოდება. ახლა განვიხილოთ შესაძლებლობათა ფანჯრის ყველა სტადიის თანმიმდევრული გავლით, თუ როგორ მოხდება ამ „წარმოუდგენელი“-ს ცხოვრებაში რეალიზება.
ტექნოლოგია
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოვერტონმა აღწერა ტექნოლოგია, რომელიც აბსოლუტურად ნებისმიერი იდეის ლეგალიზების საშუალებას იძლევა.
მიაქციეთ ყურადღება! ოვერტონმა რაღაც კონცეფცია, ან თავისი ნააზრევის ფორმულირება კი არ მოგვაწოდა, არამედ მან აღწერა მუშა ტექნოლოგია, რომელიც რეალურად მუშაობს საზოგადოებაში. უფრო სწორედ, ქმედებათა ისეთი თანმიმდევრობა, რომელთა თანმიმდევრული შესრულება გარანტიას იძლევა, მივიღოთ ნებისმიერი სასურველი შედეგი. ადამიანის მოდგმის განადგურების ამდაგვარი ტექნოლოგია თერმობირთვულ იარაღზე ბევრად უფრო ეფექტურია.
გაბედული ნაბიჯი
კანიბალიზმის თემა ჯერ ისევ ზიზღის მომგვრელი და საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია . ამ თემის განხილვა არასასურველია მედიით და მით უმეტეს , ნორმალურ კამპანიაში, რადგან იგი ჯერ კიდევ წარმოუდგენელია, აბსურდულია, აკრძალული მოვლენაა. შესაბამისად, ოვერტონის ფანჯრის მიხედვით, პირველი ქმედებაა – კანიბალიზმის თემის გადატანა წარმოუდგენელის არეალიდან რადიკალურის არეალში.
ჩვენ ხომ სიტყვის თვისუფლება გვაქვს. მაშ რატომ არ უნდა ვისაუბროთ თუნდაც კანიბალიზმზე?
მეცნიერებს საერთოდ ყველაფერზე საუბარი შეუძლიათ – მეცნიერებისთვის არ არსებობს აკრძალული თემები, მათ ევალებათ, შეისწავლონ ყველა და ყველაფერი. და თუ ეს ასეა, შევკრიბოთ ეთნოლოგიური სიმპოზიუმი თემაზე „პოლინეზიის ტომების ეგზოტიკური წეს-ჩვეულებანი“. ამ სიმპოზიუმზე განვიხილოთ კანიბალიზმის საგნის ისტორია, გავაშუქოთ მეცნიერულ ჭრილში და მივიღებთ ფაქტს – მეცნიერულად გამოთქმულია აზრი კანიბალიზმის შესახებ!
ხედავთ, როგორც ჩანს, კაციჭამიობაზე, როგორც საგანზე, შესაძლებელია ისაუბრო და ამავდროულად დარჩე სამეცნიერო რესპექტაბელობის ჩარჩოშიც.
”ოვერტონის ფანჯარა” უკვე დაიძრა, ანუ პოზიციების გადახედვა მოხერხდა. ამით უზრუნველყოფილია საზოგადოების შეურიგებლად უარყოფითი დამოკიდებულების გარდასახვა შედარებით პოზიტიურში.
მეცნიერული დისკუსიის დაწყებასთან ერთად, საჭიროა, გაჩნდეს რაღაც, დავუშვათ – „რადიკალი კანიბალების საზოგადოება“, თუნდაც მხოლოდ ინტერნეტში– სამაგიეროდ, რადიკალ კანიბალებს აუცილებლად შეამჩნევენ და მოახდენენ მასმედიის ყველა საჭირო საშუალებაში მათი აზრების ციტირებასაც.
უპირველეს ყოვლისა, ეს კიდევ ერთი საშუალებაა ამ თემის გარშემო საუბრის დაწყებისა და განვრცობის და მეორეც, ასეთი ეპატაჟური ტიპები საჭირონი არიან ე.წ. რადიკალური საფრთხობელას შესაქმნელად. ესენი იქნებიან „ცუდი კანიბალები“ მეორე საფრთხობელას – „ფაშისტების“ საპირწონედ. ე,წ. „ფაშისტებისა“- რომელნიც ხალხს მოუწოდებენ, ასეთი ადამიანების ცეცხლზე დაწვისკენ. მაგრამ საფრთხობელებზე ოდნავ ქვემოთ. დასაწყისისთვის კი, საკმარისია, გამოქვეყნდეს მოთხრობები იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ ადამიანის ხორცის ჭამაზე, მაგ. ბრიტანელი მეცნიერები და ვიღაც, განსხვავებული ბუნების რადიკალურად განწყობილი იდიოტები.
ოვერტონის ფანჯრის პირველივე მოძრაობის შედეგი სახეზეა: მიუღებელი თემის განხილვა საზოგადოებაში დაწყებულია, ტაბუ ამ თემის ორგვლივ მოხსნილია და დარღვეულია პრობლემის ერთმნიშვნელოვანება – დაწყებულია ე.წ. „ნაცრისფერის გრადაცია“.
რატომაც არა?!
შემდეგი ნაბიჯით ‘’ოვერტონის ფანჯარა’’ კიდევ უფრო წინ მიიწევს და კანიბალიზმის თემა რადიკალურის არეალიდან შესაძლებლის არეალში გადადის. ამ სტადიაზე განვაგრძობთ „მეცნიერთა“ ციტირებას- ხომ არ შეიძლება ზურგი ვაქციოთ ცოდნას? ყველა, ვინც კი უარს იტყვის თემის განხილვაზე, უნდა გამოცხადდეს როგორც ფარისეველი და არქაული აზროვნების ადამიანი.
ფარისევლობის განკიცხვის პროცესში აუცილებელია კანიბალიზმს მოვუგონოთ ელეგანტური, ეფექტური სახელი, რომ ფაშისტებმა ვერ გაბედონ განსხვავებულად მოაზროვნეებს მიაკერონ „კან“ ასოზე დაწყებული ნებისმიერი სახელიც კი.
ყურადღება! ევფემიზმის შექმნა – ეს მეტად საჭირო მომენტია. წარმოუდგენელი იდეის ლეგალიზაციისთვის აუცილებელია, მას სახელი სხვა სახელით შევუცვალოთ.
და ამრიგად, კანიბალიზმი ამიერიდან უკვე აღარ არსებობს!
ახლა მას ჰქვია მაგალითად, ანტროპოფაგია. მაგრამ ამ ტერმინსაც აუცილებლად ისევ შეცვლიან, თუ ამ დასახელებამაც შეურაცხმყოფელი სიტყვის თვისება მიიღო.
ახალი სახელების მოგონება საჭირო ხდება, რათა პრობლემის არსი გაარიდონ მის ნამდვილ განსაზღვრებას, სიტყვის ფორმა მოსწყვიტონ მის შინაარსს, იდეულოგიურ მოწინააღმდეგეს წაართვან სასაუბრო ენა. კანიბალიზმი გადაიქცევა ჯერ ანტროპოფაგიაში და შემდეგ, თუ საჭირო გახდა ანტროპოფილიაში. ეს ყოველივე ემსგავსება დამნაშავის მიერ სახელის, გვარისა და პასპორტის შეცვლას.
სახელების ცვლილებასთან ერთად, პარალელურად, ხდება ძირეული პრეცედენტის შექმნაც, კერძოდ: ისტორიულის, მითოლოგიურის, აქტუალურის ან უბრალოდ, გამოგონილის, მაგრამ მთავარია – ლეგიტიმურის! ამ პრეცედენტს მოძებნიან, ან გამოიგონებენ, როგორც იმის მტკიცებულებას, რომ ანტროპოფილია, პრინციპში, შესაძლებელია დაკანონებულიც კი იყოს!
მაგალითად: „გსმენიათ ლეგენდა თავგანწირული დედის შესახებ, რომელმაც თავისი სისხლით გამოკვება მომაკვდავი შვილი?
ან თუ გსმენიათ ანტიკური ღმერთების შესახებ, რომელნიც მიყოლებით ყველას ჭამდნენ და რომაელთა შორის ეს ჩვეულებრივ მოვლენადაც კი ითვლებოდა?
მაგრამ, ჩვენთვის ყველაზე ახლობელი ქრისტიანებისთვის ხომ ანტროპოფილია ჩვეულებრივი რამ არის? ისინი დღემდე რიტუალურად სვამენ და ჭამენ საკუთარი ღმერთის სისხლსა და ხორცს და ამისთვის ხომ არ ადანაშაულებთ ქრისტიანულ ეკლესიას? და ბოლოს და ბოლოს, ვინ ხართ თქვენ, რომ განსჯით სხვას?“
ამ ეტაპის ვაკხანალიის მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში რომ, თუნდაც ნაწილობრივ მაინც, მოხდეს კაციჭამიობის ფაქტის გამოყვანა სისხლის სამართლებრივი დევნიდან; თუნდაც ერთხელ, თუნდაც რაღაც ერთ ისტორიულ მომენტში.
ასეც უნდა იყოს!
მას შემდეგ, რაც უკვე სახეზეა ლეგიტიმური პრეცენდენტი, საშუალება გვეძლევა, ‘’ოვერტონის ფანჯარა’’ შესაძლებლის არეალიდან რაციონალურობის არეალამდე გადავწიოთ.
ეს უკვე მესამე ეტაპია. ამ ეტაპზე მთავრდება ერთიანი პრობლემის ე.წ.მოთელვა:
„ადამიანის მიერ ადამიანის ჭამა, მის გენეტიკაში დევს, ეს ადამიანის ბუნებაშია“! „ხანდახან ადამიანის ჭამა აუცილებელიცაა, რადგან არსებობს განუსაზღვრელი მდგომარეობები“!
„არსებობენ ადამიანები, რომელთაც სურთ, იყვნენ შეჭმულები“!
„ანტროპოფილები არიან პროვოკაციის მსხვერპლნი“ !
„ყოველთვის ტკბილია აკრძალული ხილი“!
„თავისუფალ ადამიანს უფლება აქვს, გადაწყვიტოს, რა ჭამოს და რა არა“!
„ნუ დამალავთ ინფორმაციას და თითოეული თვითონ მიხვდება – ანტროპოფილია ის, თუ ანტროპოფობი“!
„საზიანოა კი ანტროპოფილია? ხომ არავის დაუმტკიცებია მისი გარდუვალობა?!’’
საზოგადოებრივ აზროვნებაში ამ პრობლემის ირგვლივ ხელოვნურად იქმნება „ბრძოლის ველი“, სადაც უკიდურეს ფლანგებზე დგანან კაციჭამიების რადიკალური მომხრეები და რადიკალური მოწინააღმდეგენი.
რეალურ მოწინააღმდეგეებს – ანუ ნორმალურ ადამიანებს, რომელთაც არ სურთ გულგრილები დარჩნენ ამ პრობლემის – კაციჭამიობის ლეგალიზაციის მიმართ, ცდილობენ, მიატმასნონ რადიკალურ მოწინააღმდეგეთა სიას. ამ საფრთხობელის როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას ჭკუაგადასულ ფსიქოპატთა ხატება, რომელნიც ანტროპოფილიის წინააღმდეგ განსაკუთრებული აგრესიულობით, ფაშისტური სიძულვილით, კოცონზე დაწვის, ჩაქოლვის მოწოდებებით დაიწყებენ ბრძოლას: „ ცოცხლად დავწვათ, გავანადგუროთ კაციჭამიები, ურიები, კომუნისტები, ზანგები და ა.შ.“ ! ამ დროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები (მის) აზრის გამოსახატად გზას უხსნიან ორივე რადიკალურ მხარეს, გარდა რეალურად მოწინააღმდეგე, ნორმალურად მოაზროვნე, კომპეტენტური პირებისა.
ამგვარად, თვითონ ანტროპოფილები რჩებიან თითქოს სადღაც შუაში, რადიკალურ მომხრეთა და რადიკალურ მოწინააღმდეგეთა საფრთხობელებს შორის, საიდანაც „ადამიანურობის“ პათოსით განმსჭვალულნი, „ყველა ჯურის ფაშისტებს“ განიკითხავენ.
ამავდროულად „მეცნიერები’’ და ჟურნალისტები განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ, კაცობრიობა, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, დროდადრო ჭამდნენ ერთმანეთს, და რომ ეს ნორმალურია. ახლა ანტროპოფილიის თემა შეიძლება რაციონალურის ჭრილიდან პოპულარულის ჭრილში გადავიტანოთ. ოვერტონის ფანჯარა მოძრაობას განაგრძობს.
კარგი გაგებით
კანიბალიზმის თემის პოპულარიზაციის მიზნით, საჭიროა, მისი პოპ-კონტენტში მხარდაჭერა, რაც შეუღლებული იქნება ისტორიული, მითოლოგიური პიროვნებების პერსონებთან და აგრეთვე, თანამედროვე მედიაპერსონებთან.
ანტროპოფილია მასიურად იჭრება ახალ ამბებში და თოქ-შოუებში. ადამიანებს ჭამენ ფართო გაქირავების კინოფილმებში, სიმღერებში, ვიდეოკლიპებში….
თემის პოპულარიზაციის ერთ–ერთ ხერხს წარმოადგენს „მიმოიხედეთ გარშემო!“
„ნუთუ არ იცოდით, ესა და ეს ცნობილი კომპოზიტორი … რომ ანტროპოფილია?“ „ხოლო ერთ-ერთი ცნობილი პოლონელი სცენარისტი მთელი ცხოვრების მანძილზე პერიოდულად ადამიანებს ჭამდა და ამისთვის მას მუდმივად დევნიდნენ?“ „რამდენი ასეთი ადამიანი იჯდა და დღესაც ზის ფსიქიატრიულში, რამდენი გაუსახლებიათ და რამდენისთვის მოქალაქეობა ჩამოურთმევიათ! მართლა, როგორ მოგეწონათ ლედი გაგა-ს ბოლო კლიპი, „Eat me, baby“, სადაც ის ბავშვს კბენს?“
ამ ეტაპზე დამუშავების პროცესში თემა უკვე გამოაქვთ ტოპ-ინდუსტრიაში და იდეა ავტონომიურად იწყებს დამკვიდრებას მასმედიაში, შოუ-ბიზნესსა და პოლიტიკაში.
მეორე ეფექტური ხერხი: პრობლემის არსს აქტიურად აშუქებენ ტელეგადაცემათა ოპერატორების, ჟურნალისტების, ტელეგადაცემების წამყვანთა, საზოგადოებრივი მოღვაწეების დონეზე, სპეციალისტები კი თემის განხილვას ჩამოშორებულნი არიან.
ხოლო იმ მომენტში, როცა უკვე ყველას მობეზრდა თემაზე საუბარი და თემის განხილვა თითქოს ჩიხში შევიდა, მოყავთ სპეციალურად შერჩეული ‘’პროფესიონალი ე.წ. ექსპერტი’’, რომელიც ჭკუის დარიგებას იწყებს: „ბატონებო, ყველაფერი არც ისეა, თქვენ რომ გგონიათ; ან – საქმე ასე კი არა, ისეა; ან – უნდა გაკეთდეს ესა და ესო“ და ა.შ. – და ამავდროულად, გვაძლევს განსაზღვრულ, კომპეტენტურ მიმართულებას, რომლის ტენდენციურობაც ნაკარნახევია „ოვერტონის ფანჯრის“ მოძრაობით.
ლეგალიზაციის მომხრეთა გასამართლებლად ახდენენ დამნაშავეთა გაადამიანურებას, მათგან დადებითი გმირის შექმნის გზით, რომელიც აღჭურვილ იქნება ისეთი დადებით თვისებებით, რაც უცხოა დამნაშავეთათვის.
„ეს ხომ ხელოვანი ხალხია. შეჭამა ცოლი, რა მოხდა მერე?“
„მათ გულწრფელად უყვართ თავისი მსხვერპლი. ჭამს – ე.ი. უყვარს!“ „ანტროპოფილებს, სხვებთან შედარებით, მაღალი IQ აქვთ და საერთოდ, ისინი მკაცრად მორალურები არიან“;
„ანტროპოფილები თვითონ არიან მსხვერპლი, ისინი ცხოვრებამ აიძულა…“
„ისინი ასე გაზარდეს“ დ.ა.შ.
ამდაგვარი ხრიკები პირდაპირ მარილია თოქ-შოუებისთვის.
„ჩვენ მოგიყვებით ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას! კაცს უყვარდა და უნდოდა ქალი შეეჭამა! ქალს უყვარდა კაცი და უნდოდა გამხდარიყო მისი მსხვერპლი! ვინ ვართ ჩვენ, რომ განვსაჯოთ ისინი? იქნებ ეს დიდი სიყვარულია? ვინ ხართ თქვენ, რომ აღუდგეთ ამ სიყვარულს?!“
ჩვენ ხელისუფლება ვართ
‘’ოვერტონის ფანჯრის’’ მოძრაობის მეხუთე ეტაპზე გადადიან მაშინ, როცა თემა უკვე იმდენადაა გახურებული, რომ შესაძლებელი ხდება მისი გადაყვანა პოპულარობის არეალიდან აქტუალური პოლიტიკის არეალში.
ამ ეტაპზე უკვე საკანონმდებლო ბაზის მომზადება იწყება. სამთავრობო ლობისტური დაჯგუფებები კონსოლიდირდებიან და ჩრდილიდან გამოდიან. ქვეყნდება სოციოლოგიური კვლევები, რომლებიც თითქოს ადასტურებენ გამოკითხულთა შორის კანიბალიზმის მომხრეთა მაღალ პროცენტულ წილს. ამავდროულად, პუბლიკის წინაშე გამომსვლელი პოლიტიკოსები დროდადრო იწყებენ საუბრებს ამ თემის საკანონმდებლო აქტებით დარეგულირების შესახებ.
ეს ხომ ლიბერალიზმის საფირმო კერძი – ტოლერანტობაა, რომელიც ყოველგვარი ტაბუს აკრძალვას წარმოადგენს, იგი ხელს უშლის საზოგადოების დამღუპველი ჩვევების გამოსწორებას და საერთოდ, აკრძალვას.
‘’ოვერტონის ფანჯრის’’ მოძრაობის ბოლო ეტაპზე, როცა „პოპულარული“„აქტუალური პოლიტიკის“ ფაზაში გადადის, საზოგადოება საბოლოოდ გატეხილი აღმოჩნდება. მისი განსაკუთრებით აქტიური ნაწილი კიდევ რაღაცნაირად ეცდება წინააღმდეგობა გაუწიოს ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ წარმოუდგენლის დაკანონებას, მაგრამ, საერთო ჯამში, საზოგადოება უკვე გატეხილი და თავის მარცხს შეგუებულია.
მიღებულია კანონები, შეცვლილი და დანგრეულია ადამიანური თანაცხოვრების ნორმები. შემდგომ ეს თემა გარდაუვლად მიაღწევს სკოლებსა და საბავშვო ბაღებს. ეს კი ნიშნავს – მომავალ თაობას გადარჩენის არანაირი შანსი არ გააჩნია. ზუსტად ასე იყო პედერასტიის, ჰომოსექსუალიზმის (ისინი ახლა საკუთარ თავს ‘’ლგბტ’’ საზოგადოებას უწოდებენ) შემთხვევაში. ამჟამად კი ევროპა ინცესტისა და ბავშვთა ეფტანაზიის ლეგალიზებას ახდენს.
ჯოზეფ პ. ოვერტონი (1960 – 2003), საზოგადოებრივი პოლიტიკის ცენტრ Mackinac Center-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მან საზოგადოების თვალში პრობლემის წარმოდგენის ცვლილების ფორმულირება მოგვცა. ამ ფორმულირებას ოვერტონის სიკვდილის შემდგომ ‘’ოვერტონის ფანჯარა’’ ეწოდა.
ნაწილი 2:
როგორ შევეწინააღმდეგოთ „ოვერტონის ფანჯრის“ ტექნოლოგიას?!
გააადამიანურება, როგორც საბოლოო მიზანი – წარმოვადგინოთ ნორმალურად და დაჩაგრულად ის, რაც უბრალო ადამიანური მორალით ადრე აკრძალულად ითვლებოდა, ზემოთ აღწერილი ტექნოლოგიის – „ოვერტონის ფანჯრის“- ძირითადი მიზანია. ეს თანმიმდევრულად განხილულ იქნა წინა თავში და მას „განადგურების ტექნოლოგია-„ ოვერტონის ფანჯარა“ ეწოდება.
შემდგომ კი ამ არაადამიანური მეთოდის თვალსაჩინო გაკვეთილიც მოგვაწოდეს დანიის ზოოპარკის თანამშრომლებმა, რომლებმაც ბავშვებისთვის ანატომიური თეატრისა და შოუს სახით მოკლეს და დაანაწევრეს ჟირაფი მარიუსი.
ევგენი ხავრენკომ გამოაქვეყნა სტატია იმაზე, თუ როგორ შეიძლება შევეწინააღმდეგოთ „ოვერტონის ფანჯრის“ ტექნოლოგიას.
„ოვერტონის ფანჯრის“ ტექნოლოგია“ დაფუძნებულია ნებისმიერი პიროვნების ბაზისურ სისუსტეებზე. ამ ტექნოლოგიის ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ იგი მუშაობს მისი გააზრების შემთხვევაშიც. ჩვეულებრივად, მანიპულაციები ვეღარ მუშაობს, თუ მათი რეალური შინაარსი გააზრებული და გამოცნობილია. მოცემულ შემთხვევაში კი, ქვეცნობიერზე ზემოქმედება ადამიანის ბუნებრივი საბაზისო მოთხოვნილებების გავლით წარმოიშვება.
ადამიანზე ზეწოლის საშუალებები აღიწერება შემდეგნაირად:
1. ტოლერანტობა;
2. ევფემიზმი;
3. გუნდთან მიკუთვნებულობა;
4. ავტორიტეტების ილუზია;
5. კანონიერია – ე.ი. სწორია.
„ოვერტონის ფანჯარა“ დაფუძნებულია ადამიანის ბაზისურ მოთხოვნილებებზე, რომლებიც „მასლოუს პირამიდაში“ იკავებენ მე-2-დან მე-4 საფეხურებს.
ეს არის „მასლოუს პირამიდა:
1. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები: შიმშილი, წყურვილი, სქესობრივი ლტოლვა და ა.შ.
2. უსაფრთხოების მოთხოვნილება: თავდაჯერებულობის შეგრძნება, შიშისა და წარუმატებლობის გრძნობიდან გათავისუფლება;
3. სიყვარულისა და მიკუთვნებულობის მოთხოვნილება;
4. დაფასების მოთხოვნილება: წარმატების მიღწევა, აღიარება;
5. შემეცნების მოთხოვნილება: ცოდნა, შესაძლებლობა, გამოკვლევა;
6. ესთეტიური მოთხოვნილებები: ჰარმონია, წესრიგი, სილამაზე;
7. თვითრეალიზაციის მოხოვნილება: საკუთარი მიზნებისა და შესაძლებლობების რეალიზაცია, საკუთარი პიროვნების განვითარება.
ვინაიდან მოთხოვნილებები მე-2 დან მე-4 ს ჩათვლით თითქმის არასდროს სრულად არ კმაყოფილდება, ისინი ადვილად ხდებიან პრაქტიკულად ყველა ადამიანზე ზემოქმედებისა და მანიპულირების ობიექტი.
ტოლერანტობა არის ის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ადვილად შეიძლება შეწყნარებულ იქნას თვით ყველაზე მეტი ზიზღის მომგვრელი აზრებიც კი. საინტერესოა, რომ ტოლერანტობის განმარტებისას, (ვიკიპედიიდან) გარდა შემწყნარებლობისა, ჩვენ ვხვდებით კიდევ ერთ განსაზღვრებას – ტანჯვის ნებაყოფლობითი გადატანა. ზუსტად ეს განსაზღვრება მიესადაგება იმ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, შეეგუონ მათთვის საწინააღმდეგო აზრებსა და შეხედულებებს, უფრო სწორად, მზად არიან, მათ თავს მოიხვიონ აბსოლუტურად მიუღებელი აზრები, როგორც საკუთარი. სახელდობრ, პატივისცემასა და მიკუთვნებულობის მოთხოვნილება გვაიძულებს, უარი ვთქვათ ჩვენივე შეხედულებებზე, რომ არ გამოვიწვიოთ ჩვენს მიმართ აგრესია და უკმაყოფილება ოპონენტში.
შინაგანი წინააღმდეგობა – უხეშად რომ ვთქვათ, ეს ის სამაშველო ჯოხია, რომელიც გვეხმარება საკუთარ ღირებულებებსა და აბსოლუტურად საწინააღმდეგო შეხედულებებს შორის შინაგანი წონასწორობის დამყარებაში. მაგალითად, ჩვენი კულტურისთვის აბსოლუტურად მიუღებელი სიტყვის -„პედერასტის“(ბერძ. παις — „ბავშვი“, „ბიჭი“ და ἐραστής — „მოყვარული“, ბიჭების მოყვარული“) – შემცვლელად მოგვევლინა უფრო ნეიტრალური სიტყვა „გეი“. ხოლო ფრაზებს: „ჩემი ნაცნობი გეია“ და „ჩემი ნაცნობი პედერასტია“ – აბსოლუტურად განსხვავებული ემოციური დატვირთვა აქვთ.
გუნდთან მიკუთვნებულობა წარმოადგენს რამდენიმე მოთხოვნილების შერწყმის შედეგს: უსაფრთხოების მოთხოვნილება, საზოგადოებასთან მიკუთვნებულობის მოთხოვნილება და დაფასებულობის მოთხოვნილება. ყოველი ადამიანი, რომელიც პუბლიკის წინაშე წარსდგება, პრეზენტაციას აკეთებს თუ სუფრაზე სადღეგრძელოს ამბობს, იცის, რომ თუნდაც ამ მცირე ხნის მანძილზე, ძნელია პუბლიკის დაჟინებული ყურადღების გაძლება. გაიხსენეთ, თუ თქვენ გქონიათ ასეთი გამოცდილება. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ გჭირდებათ გამოხატოთ თქვენი უთანხმოება ყველა კატეგორიის ადამიანთან – მეგობრებთან და უბრალოდ ნაცნობებთან, უფროსებთან და ქვეშევრდომებთან… ამასთან, უთანხმოება, აუცილებელია, გამოხატოთ პირდაპირ, ევფემიზმის გარეშე, რომ თქვენი ნაუბარი მსმენელამდე პირდაპირ მივიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი აგერევათ. პირადად მე, იშვიათად მინახავს ადამიანები, ვისაც ეს შეუძლიათ.
ავტორიტეტის ილუზია გვაძლევს ჩვენი საკუთარი შეხედულებების გაგონილ, თავსმოხვეულ შეხედულებებთან შეჯერების საშუალებას. თუ შინაგანად ნაწილობრივ არ ვეთანხმები ამ შეხედულებას, „ავტორიტეტი“ სასწრაფოდ აგდებს სამაშველო ჯოხს და პასუხისმგებლობას თვითონ კისრულობს. პირადად ჩემთვის საკმარისია „ავტორიტეტის’’ შესახებ მხოლოდ ზოგადი წარმოდგენები. ავტორიტეტის შესახებ საერთოდ არ ვკითხულობთ, თვითონ რას წარმოადგენს, ვინ არის ის. ჩვენ მხოლოდ გვიხარია, რომ ის, ვიღაც ავტორიტეტი საკუთარ თავზე იღებს უმძიმეს პასუხისმგებლობას. საბოლოოდ კი, „ავტორიტეტის’’ უკან არ აღმოჩნდება კონკრეტული პერსონა. სულ უფრო და უფრო ხშირად გვესმის ზოგადადი ფრაზები – „მეცნიერებმა აღმოაჩინეს…., ფსიქოლოგები ამტკიცებენ…., მხარემ განაცხადა….“ და ა.შ.
დაკანონება წარმოადგენს მიუღებელი ნორმების მიღების გვირგვინს. „ამიერიდან მეძლევა უფლება, ვუსაყვედურო მას, ვინც არ მეთანხმება“. ამგვარად, ვახდენ იმის კომპენსირებას, რაც ჩემი პიროვნებისთვის თვისობრივად მიუღებელია. რაც უფრო მეტად ვადანაშაულებ სხვას ჩამორჩენილობასა თუ პროვოკაციაში, მით უფრო ძლიერია ჩემში შინაგანი წინააღმდეგობის ხმა.
გამოჩენილი გერმანელი ფსიქიატრი კ.გ. იუნგი თვლიდა- ფანატიზმი დათრგუნული ეჭვის შედეგიაო. მართლაც, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ადამიანი აბსოლუტურად მშვიდია და მას შეუძლია სრული სიმშვიდით, ორჭოფობის გარეშე ისაუბროს მისთვის საწინააღმდეგო მოსაზრებაზე. უცხო ღირებულებების დამკვიდრებისას სრული დარწმუნებულობა მიუღწეველია, მაგრამ ორჭოფობა შესაძლებელია დაითრგუნოს გარშემომყოფთა დარწმუნებით. ასე მოქცევის საშუალებას
მხოლოდ დაკანონება იძლევა
„ოვერტონის ფანჯრის“ ტექნოლოგიის შედეგები
აღნიშნული ტექნოლოგიის ყველაზე საშიში შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი კარგავს რა ჰარმონიას, მის ნაცვლად გაუთავებელ შინაგან წინააღმდეგობრიობას და უარყოფით განცდებს იღებს. ამის მიზეზი კი გახლავთ ის ფაქტორი, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვისას არავინ ფიქრობდა ადამიანის ბედნიერებაზე. მთავარია, მივიღოთ განვითარების ახალი საჭირო ვექტორი.
რეზულტატის მიღწევის შემდეგ ხალხის მასა იძულებულია, მხარი დაუჭიროს უცხო ღირებულებების ილუზიას. პიროვნებები სულ უფრო და უფრო კარგავენ რა კავშირს საკუთარ ფესვებთან და კულტურასთან, ნელ–ნელა კარგავენ ადამიანობასაც. უბრალოდ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი ძლიერი ხიდან მოტეხილ, გამხმარ ტოტად გადაიქცევა.
ყოველივე ამის მაგალითად შეიძლება გამოგვადგეს საზღვარგარეთის განვითარებულ ქვეყნებში გახშირებული თვითმკვლელობების სიხშირე. სრულ კომფორტში მყოფი ადამიანები ბედნიერებად მაინც ვერ გრძნობენ თავს და ყოველივე ამისთვის იხდიან საფასურს – საკუთარ ადამიანობას.
ჩემი ერთი ნაცნობი, რომელიც ჰოლივუდურ ფილმებსა და ყვითელ ჟურნალებზე იზრდებოდა, მუდამ ოცნებობდა ვილლაზე, ორი ავტოფარეხით, საკუთარი საცურაო აუზითა და ღვინის მარნით. ამ მიზნის მისაღწევად მართლაც ბევრი იშრომა, გულის შეტევებიც გადაიტანა, ონკოლოგიურადაც დაავადდა… ამასთან, მისი მუდმივი მოუცლელობა, დღე-ღამეში12 საათი მუშაობა, მისი ოჯახის ნგრევის მიზეზიც გახდა. ცოლი წყენას განიცდიდა, მაგრამ ქმრის დადანაშაულება ვერ შეძლო და მხოლოდ შვილებით დაკავდა, რომ მათთან ეპოვა ის სითბო, რომელიც აგრერიგად აკლდა. მამის კონტროლს მოკლებული შვილები, გრძნობდნენ რა დედაზე ძალაუფლებას, თანდათან ცინიკოს ეგოისტებად ჩამოყალიბდნენ. ამ კაცმა საბოლოოდ აიშენა საოცნებო სახლი, მაგრამ ნახევარ წელიწადში აღიარა, რომ ყველაფერს გაიღებდა, 8 წლის წინანდელ პერიოდში დასაბრუნებლად, როცა 2 ოთახიან ბინაში მცხოვრები მისი ოჯახი მართლა ბედნიერი იყო, როცა ერთად ატარებდნენ თავისუფალ დროს…
ამ კაცის შემთხვევაში ოჯახური სიახლოვე აღმოჩნდა ის საფასური, რომელიც მან საკუთარ კომფორტსა და სოციალურ სტატუსში გადაიხადა, ხოლო ენერგიულობისა და სიხარულის ნაცვლად, გულგატეხილობა მიიღო…
როგორ შევეწინააღმდეგოთ „ოვერტონის ფანჯრის“ ტექნოლოგიას?
უწინარეს ყოვლისა, უარი უნდა ვთქვათ, ვიყოთ „ნორმალურები“ ყველგან და ყველაფერში. იმ მომენტში, როცა „ინდივიდუალური“„ნორმალურით“ იცვლება, საკუთარი თავის კონტროლს ჩვენ, ნებაყოფლობით, ავტომატურად სხვას ვუგდებთ ხელში.
უკეთეს შემთხვევაში, ვისწრაფვით, სასურველნი ვიყოთ გარშემომყოფთათვის, ხოლო უარეს შემთხვევაში, მიზანმიმართული ზემოქმედების მსხვერპლნი ვხდებით.
სწორედ კულტურა, წეს-ჩვეულებები, ტრადიცია და ადათები გვეხმარებიან საკუთარი ინდივიდუალობის პოვნაში. თანამედროვე ცხოვრებაში ინდივიდუალობის ინტეგრაცია გვეხმარება საკუთარი მემკვიდრეობის შენარჩუნებაში. მე არ მოგიწოდებთ, უძველესი ტრადიციებისკენ ბრმად მიყოლას, უბრალოდ, უნდა ვუფრთხილდებოდეთ და პატივს ვცემდეთ მათ.
‘’ტოლერანტობაში’’ მხოლოდ მოთმინება უნდა გვესმოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი საზღვრების დაცვა მოგვიწევს.
მაგალითად, მისაღებია, ვისმინოთ ინფორმაციები ევროპული გეი–აღლუმების შესახებ, მაგრამ უარი უნდა ვთქვათ ოფიციალური გეი–ქორწინებების დანერგვაზე, სადაც ძირითად წინააღმდეგობად უნდა წარმოვაჩინოთ ქრისტიანული, მართლმადიდებლური კულტურა და ტრადიციები.
ევფემიზმთან ანუ ცნებების გაყალბებასთან ბრძოლა შესაძლებელია, თუ მუდმივად ხაზს გავუსვამთ პრობლემის ჭეშმარიტ არსს. სცადეთ ეკრანიდან მოსაუბრის ყოველი ნათქვამის პერიფრაზირება, ოღონდ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით. ხოლო თუ ეს თქვენთან მოკამათე ადამიანია, მაშინ მისი აზრების პერიფრაზი ყოველგვარი ევფემიზმის გარეშე მოახდინეთ. აღნიშნული, თვით თქვენთან მოკამათეზეც გამომაფხიზლებლად იმოქმედებს. მაგალითისთვის: თუ გეუბნებიან, რომ ამერიკასა და ევროპას სურთ დემოკრატიის აღზევება საქართველოში, თქვენ უნდა მოახდინოთ შემდეგი პერეფრაზირება – „ვფიქრობ, კარგად გაგიგეთ, თქვენ გგონიათ, რომ მსოფლიოს ბანკირებს სურთ, ჩვენ, ქართველებს გაგვიყონ თავისი მილიარდები საქართველოს საკეთილდღეოდ, მხოლოდ დემოკრატიის ხათრით?“
გუნდთან მიკუთვნებულობასთან ბრძოლა ძნელია, თუმცა, პრინციპში, არც არის საჭირო. აუცილებელია, უბრალოდ ვიცოდეთ, სად იმყოფება იმ დროს ჩვენი გუნდი და იგი რაღაც ჩარჩოთი განვაცალკევოთ. მაგალითად: ნათქვამი – „ჩვენი საზოგადოება იმდენად დემოკრატიული არაა, რომ მხარი დავუჭიროთ ერთსქესიანთა ქორწინებებს“. სცადეთ, თქვენი ინტერესების გათვალისწინებით გადააწყოთ – „დემოკრატია ეს ხალხის ნების გამოხატულებაა და სწორედ ამიტომ ერთსქესიანთა ქორწინება იმდენად არ მიესადაგება ჩვენს საზოგადოებას, რომ ის ვერაფრით გახდება ჩვენი კულტურის ნაწილი.“
ავტორიტეტული აზრი სწრაფად გაცამტვერდება, თუ ჩვენ ჩავუღრმავდებით კითხვას – „კი მაგრამ, ვინ არის ეს ავტორიტეტი, იმსახურებს კი ნდობას ყოველგვარი სოციალური რეგალიის გარეშე?“
მაგალითისთვის: თუ, თქვენ ტელევიზორიდან გესაუბრებათ სპეციალისტი, რომლის შესახებაც არაფერი იცით, გარდა მისი გამოსვლის დროს, ტიტრში მოყვანილი ინფორმაციისა, უბრალოდ დაფიქრდით მის სიტყვებზე. შეიცვლებოდა კი თქვენი აზრი, იგივე რომ გითხრათ თქვენმა მეზობელმა ან კოლეგამ? როცა ავტორიტეტი უკვე გადაიქცა „მდგომარეობის კაპიტნად“, რაღაშია მისი გამოსვლის არსი? იმის გამეორება ხომ არა, რასაც თქვენ სახლისკენ მიმავალი თანამშრომლებთან 20 წუთის წინ საუბრობდით? და მაინც, თუ თქვენ მოისმინეთ რაღაც ახალი, ღირს დაფიქრება თვით ავტორიტეტის გამორჩენაზე. გახსოვდეთ, რომ მას თქვენი ნდობა სჭირდება, რანაირადაც არ უნდა ასაღებდეს თავს.
ღირს კი მივიღოთ კანონიერება, როგორც უმაღლესი აღიარება? ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანი იქნება. მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს, რომელმაც ჩემს თვალში გააცამტვერა მითი სახელმწიფოზე, როგორც ადამიანებზე ზრუნვის ფორმაზე. ეს არ არის პოლიტიკური ხასიათის მაგალითი. 2009 წელს, პოლონეთში, როცა ის ევროკავშირს შეუერთდა, საბიუჯეტო ხელფასებმა პროდუქტებზე ფასების ზრდასთან ერთად დაიკლო. ახალ ამბებში ამ ფაქტის გამო მესაზღვრეების გაფიცვის შესახებ გადმოსცეს ინფორმაცია. აბსოლუტურად გასაგებია,რომ ასეთი პროფესიის ადამიანები უბრალოდ არ გავიდნენ სამუშაოზე და ამიტომაც ისინი შემდეგნაირად მოიქცნენ: დაიწყეს ყველა პროცედურისა და ინსტრუქციის ზედმიწევნით სკრუპულოზურად შესრულება. ერთი შეხედვით, ეს კარგია – ადამიანები პატიოსნად ასრულებენ თავის მოვალეობებს, მაგრამ შედეგად, საზღვრებზე რიგები ექვსჯერ გაიზარდა. გამოდის, თვით სახელმწიფო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ შეუძლებელია მას ფეხდაფეხ მიჰყვე, თუკი არ გადააბიჯებ კანონს, რომელმაც საძრომები დაგვიტოვა საკუთარი შეხედულებებისამებრ ვიწრო შეწყალებისა და დასჯისთვის.
მე შევეცადე აღმეწერა, თუ როგორ შევეწინააღმდეგოთ „ოვერტონის ფანჯრის“ ტექნოლოგიას როგორც სახელმწიფო, ისე ინდივიდუალურ დონეზე.
ამ სტატიის აზრი მდგომარეობს თვით ჯოზეფ პ. ოვერტონისავე სიტყვებში – „მაგრამ შენ ვალდებული ხარ დარჩე ადამიანად. მხოლოდ ადამიანს შეუძლია მოძებნოს ნებისმიერი პრობლემიდან გამოსავალი და რასაც ვერ შეძლებს ერთი – შეძლებენ საერთო იდეების გარშემო გაერთიანებული პიროვნებები.“
ქართულ და რუსულ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით
მოამზადა
კონსტანტინე ჩიკვილაძემ
უღრმესი მადლობა ავტორს შრომისათვის და დახარჯული დროისათვის.
ფრიად სასარგებლო ნაშრომია.
იშვიათად შემხვედია წერილი, რომელსაც თითქმის100 % – ით ვეთანხმები.
მინდა აღვნიშნო, რომ ტექსტი თითქმის უშეცდომოდაა დაწერილი, განსხვავებით \\\”პროფესიონალი\\\” ჟურნალისტების დაწერილი ტექსტებისაგან.
ძალიან სასარგებლო წერილია. ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს.
და ამასობაში ნშვენიერი რეკლამაცაა
კარგი საინტერესო და აუცილებლად წასაკითხი და გასააზრებელი წერილი.
es yvelam unda waikitxos, madloba konstantine.
ცივილიზებული მსოფლიო აიძულებს ჩვენნაირ ერებს გამოძვრნენ გამოქვაბულებიდან და მზის სხივს გაუსწორონ თვალი, როგორც სჩანს გასაბედად ძნელია.
ძალიან კარგი სტატიაა, იშვიათად შეხვდები დღეს ინტერნეტში ასეთ ხარისხიან და ადამიანობისათვის 🙂 სასარგებლო მასალას! დიდი მადლობა ავტორს.
ცხადზე უცხადესია , მაგრამ ვერაფრით ვერ აღუდგები წინ, ბოროტების მანქანა ჩართულია!
ვერ დაგეთანხმებით, ვინაიდან უიმედობა და ყურების ჩამოყრა ბოროტების მანქანის ზეიმისა და გამარჯვების გარანტიაა. გამოსავალი თვით ამ სტატიის ბოლო წინადადებაშია მითითებული და ამ გამოსვალზე გვითითებს თვით ჯოზეფ პ. ოვერტონი – „მაგრამ შენ ვალდებული ხარ დარჩე ადამიანად. მხოლოდ ადამიანს შეუძლია მოძებნოს ნებისმიერი პრობლემიდან გამოსავალი და რასაც ვერ შეძლებს ერთი – შეძლებენ საერთო იდეების გარშემო გაერთიანებული პიროვნებები.“
\\\”ჩვენში, ღვთის მადლით,არის ძლიერი გენი…ისეთი გენი,რომელიც იყო წმინდა მეფე დავით აღმაშენებელში,წმინდა თამარ მეფეში…ჩვენში არის სისხლი და ხორცი ჩვენი წინაპრებისა და ამიტომ,იმედი მაქვს,რომ მიუხედავად ამ სირთულეებისა,რომელიც დღეს გვხვდება,ჩვენ გვექნება ე რ თ სთ უ ლ ო ვ ნ ე ბ ა!
რამოდენიმე წლის წინ გამოითქვა ასეთი სიტყვები: \\\”ქართველნო,ერთად ღვთისაკენ!\\\”
აი,ეს ერთობა არ მოგვიშალოს ღმერთმა! ერთობაშია ჩვენი ძალა,ერთსულოვნებაშია ჩვენი გამარჯვება!
ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის,რომ ხელისუფლება,ეკლესია,ოჯახი და საერთოდ ქართველი ხალხი ვიყოთ ერთად და ვაკეთოთ ღვთისა და ერის საქმე.
იბრძოლეთ ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად,რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო,დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი,თქვენი ბასიანი!\\\”
/ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი- ილია II /
ძალიან კარგი სტატიაა. მადლობა ავტორს!
ტვინის ხაფანგი, საინტერესო რამაა 🙂
მაგარი სტატიაა, აი ბრავო ამ სასიცოცხოდ მნიშვნელოვანი სტატიიისთვის. ნამდვილი პროფესიონალი ჟრნალისტი გქვიათ. მადლობა. აღფრთოვანებული ვარ სტატიიით.
Угрмеси мадлоба авторс. Дзалиан саинтересо статиаа схва ром арафери втква.
საშიშია ფრთხილათ უნდა ვიყოთ,