“გერმანიის სადაზვერვო სამსახურები ევროკავშირის ყოფილ უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში _ კეტრინ ეშტონს უთვალთვალებდნენ”, _ წერს გერმანული გამოცემა “შპიგელი”.
გავრცელებული ცნობით, გერმანული სპეცსამსახურები ეშტონზე თვალთვალს 2009 წლის შემდეგ ახორციელებდნენ. აღსანიშნავია, რომ გერმანიის სადაზვერვო სამსახური აქამდეც არაერთხელ დაადანაშაულეს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების თვალთვალსა და ამ მხრივ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის დახმარებაში. ამასთანავე, იგი დაადანაშაულეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, სატელეფონო საუბრების მოსმენაშიც.
კეტრინ ეშტონი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს 2009-დან 2014 წლამდე იკავებდა.