“ხალხების დემოკრატიული პარტიის” (ქურთების პოლიტიკური ორგანიზაცია) ლიდერმა სელაჰატინ დემირტაშმა მკაცრად გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პარტია სამართლიანობისა და განვითარების შექმნის გამო.
დემირტაშმა სამართლიანობისა და განვითარების პარტია ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ერდოღანის შექმნილი პარტია “ისლამური სახელმწიფოს” ნაწილია.