კალიფორნიის (აშშ) შტატის ქალაქ ანაჰაიმში დისლეილენდთან გამართული მსვლელობისას ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რასისტული ორგანიზაცია კუ–კლუქს–კლანის წარმომადგენლები და მათი მოწინააღმდეგეები, შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, დაკავებულია _ 13. იუწყება სააგენტო “ასო შიეიტედ პრესი”.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაკავებულია კუ-კლუქს-კლანის 6 წევრი და მათი 7 მოწინააღმდეგე. დაჭრილთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.