Home რუბრიკები საზოგადოება ლიტვის აკვაპარკში ამერიკელმა ჯარისკაცებმა ჩხუბი ატეხეს

ლიტვის აკვაპარკში ამერიკელმა ჯარისკაცებმა ჩხუბი ატეხეს

486

27 თებერვალს ლიტვის საკურორტო ქალაქ დრუსინინკაის პოლიციელებს მთვრალი ამერიკელი ჯარისკაცების დაშოშმინება მოუწიათ, რომლებმაც ჩხუბი ატეხეს გამაჯანსაღებელ ცენტრ aquaში.

 “გამომტყვრალი ამერიკელი ჯარისკაცები არა მხოლოდ ცინიკურად ეპყრობოდნენ აქუა-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს, არამედ დეკორატიული კედელიც დაანგრიეს”, _ წერენ ლიტველი ჟურნალისტები.

საკურორტო ქალაქში ლიტველი სამართალდამცველების ჩასვლის შემდეგ სკანდალური ინციდენტი ამოიწურა. ამერიკელმა ჯარისკაცებმა აქუა-ს ადმინისტრაციას მატერიალური ზარალი აუნაზღაურეს.

ბალტიისპირეთის პრესა ცოტა ხნის წინათ იუწყებოდა, რომ ნატოს ქვეყნების სამხედროები, რომლებიც ბალტიისპირეთში მსახურობენ, თავისუფალ დროს ისე ვერ ატარებენ, როგორც სურთ. ისინი ჩივიან, რომ ქალაქებში არ არის ღამის ცხოვრება, რესტორნებში კი საშინლად ემსახურებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here