ინფორმაციას თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა Milliyet –ი იუწყება, ცხედარი მიტოვებულ სახლში იპოვეს. გარდაცვლილს ჭრილობა თავზე აღენიშნება.
ამავე სახლში აღმოჩენილია მოპარული ნივთები.
მკვლელობა თურქეთის ქალაქ მალათიას ერთ-ერთ რაიონში მოხდა.