Home რუბრიკები საზოგადოება გრიპის შემთხვევები კვლავ მოსალოდნელია

გრიპის შემთხვევები კვლავ მოსალოდნელია

551

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვირუსული ინფექციით 16 ადამიანი გარდაიცვალა.

“გრიპის ვირუსის პიკი იყო მიმდინარე წლის მეოთხე კვირა, როცა 100 000 მოსახლეზე 357 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. მეხუთე კვირაში დაიწია მაჩვენებელმა და უკვე 100 000 მოსახლეზე 310 შემთხვევა აღირიცხა. რაც შეეხება მეექვსე კვირას, უკვე აღრიცხულია 284 შემთხვევა. სტაციონარში მიმართვის რაოდენობა შემცირებულია, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. თებერვალში გრიპის შემთხვევები კიდევ იქნება”, _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, H1N1-ის, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით გარდაიცვალა 15 ადამიანი, ხოლო H3N2-ის ვირუსით _ ერთი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here