Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

761

ანოტაცია

ჟურნალ “კონსერვატორის” მიმომხილველის, ავტორის ბესტსელერებისა “შერშე ლა ნავთობი”, “ვინ აიძულა ჰიტლერი, თავს დასხმოდა სტალინს?”, “დეკაბრისტებიდან მოჯაჰედებამდე” _ ნიკოლაი სტარიკოვის ახალი სენსაციური წიგნი დამაჯერებლად გვიჩვენებს, ვინ და რისთვის მოაწყო მსოფლიო ფინანსური კრიზისი. 

თქვენ იპოვით პასუხს ყველაზე აქტუალურ კითხვებზე: რა გააკეთა აშშის ხელისუფლებამ, რათა კრიზისი აუცილებლად მომხდარიყო? რატომ ბეჭდავს დოლარს არა სახელმწიფო, არამედ კერძო დუქანი, სახელად ფედერალური სარეზერვო სისტემა? როგორ გააიაფა ნავთობი დასავლეთმა? რა არის დემოკრატია და რატომ ვერასოდეს გაიმარჯვებს იგი მსოფლიოში? ვინ და რისთვის გაუწია ორგანიზებაგოლოდომორს” _ დიდ შიმშილს სსრკში? ვისთვის მიჰყავდა თავისი ტანკებიფაინას”? რატომ გვაგონებს აშშის პოლიტიკური სისტემა გაფუჭებულ რულეტკას? რა კავშირშია პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობა დღევანდელ კრიზისთან? რატომაა რუსეთში ბენზინი უფრო ძვირი, ვიდრე ამერიკაში?

ნავთობის ფასის ვარდნა, კოტირებათა დაცემა, სამხედრო კონფლიქტები და შეკვეთილი მკვლელობები _ ეს არის კრიზისი. იგი შემთხვევითობა არ არის. კრიზისი იარაღია. ბრძოლა კი მიმდინარეობს არა მხოლოდ საბირჟო მოედნებზე, არამედ ჩვენს ტვინსა და გულებში. სამყარო სულაც არაა ისე მოწყობილი, როგორადაც წარმოგვიდგენია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეალურ სამყაროში

1. WHO IS MR.CRISIS?

საეჭვოა, რომ ასეთი მოვლენები ჩვენთვის შეუმჩნევლად ჩაივლის. ძალიან საეჭვოა.

. ჩერნომირდინი

დღეს ჩვენს პლანეტაზე ყველაზე პოპულარული სიტყვის კონკურსი რომ ჩატარდეს, გამარჯვებული წინასწარ იქნებოდა ცნობილი. ამ ღონისძიებისგან არც ინტრიგები, არც ჩახლართული სიუჟეტი არ გამოვიდოდა. ტოტალიზატორში თამაშს, ფსონების დადებას და ყავაზე მკითხაობას აზრი არ ექნებოდა. ლიდერი ყველასთვის ცნობილია. ყველა საუბრობს მასზე, მას ეძღვნება ახალი ამბები და პოლიტიკოსთა, ეკონომისტთა თუ, უბრალოდ, ცნობილი ადამიანების გამოსვლები. მასზე დილიდან საღამომდე წერენ, კამათობენ, ცდილობენ, მომავალი დაინახონ. მას წყევლიან, მასზე ლოცულობენ, მომაკვდინებელ ცოდვებში ადანაშაულებენ. ეს საშინელი და, ამასთანავე, მიმზიდველი სიტყვა უკვე დაწყებითი კლასის მოსწავლეებმაც კი ისწავლეს, იგი სკოლამდელი ასაკის ბავშვებსაც კი გაუგიათ საბავშვო ბაღებში. ეს არის კრიზისი.

საიდან გაჩნდა იგი? კაცობრიობის ისტორიაში კრიზისი ყოველთვის რომელიმე კატასტროფასთან ან კატაკლიზმთან იყო დაკავშირებული. ბუნებრივი ან ადამიანური ძალები იწვევდა უბედურებას ან შემოსევას, რომლებსაც ცხოვრების დონის მკვეთრი გაუარესება მოსდევდა. კრიზისი უმიზეზო არასდროს ყოფილა და ეს მიზეზი ყოველთვის წონადი და არსებითი იყო. თუ ძველ რომს ეგვიპტე პურს დროულად არ მიაწვდიდა, მსოფლიო დედაქალაქში შიმშილი იწყებოდა. როდესაც ბარბაროსების და უფრო გვიან ბიზანტიური შემოსევები პროდუქტის შემოტანის გზებს ხერგავდა, იმპერიაში არეულობა იწყებოდა. ხელისუფლების კრიზისი ხშირად სამოქალაქო ომის დასაწყისი ხდებოდა, რომელიც, თავის მხრივ, ქვეყნის სასიცოცხლო ძალებს შთანთქავდა და საქმე ეკონომიკის ყველა სფეროს კრიზისის გაღრმავებისკენ მიჰყავდა, მაგრამ შემდეგ ომი მთავრდებოდა და მასთან ერთად მთავრდებოდა ქაოსიც. ეკონომიკა აღდგებოდა, ხალხი უფრო და უფრო უკეთესად ცხოვრობდა. და ასე იყო მომდევნო შემოსევამდე, ეპიდემიამდე ან ძალაუფლებისთვის ბრძოლის მორიგ ტალღამდე.

რაც კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს ყოფილა _ ეს არის კრიზისი რეალური, თვალსაჩინო მიზეზების გარეშე. არასოდეს მომხდარა, რომ პური ყოფილიყო მაღაზიაში, ხალხის უმრავლესობა _ დასაქმებული, ყველაფერი თავის ადგილას, ხოლო ზღურბლზე კრიზისი იყოს მომდგარი.

მაშ, რა მოხდა დღეს, რატომ დაავადდა ეკონომიკა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ პლანეტაზე? მადლობა ღმერთს, არც შავი ჭირი, არც ქოლერა არ გავრცელებულა, უცხოპლანეტელები, ჰოლივუდის ბლოკბასტერების გარდა, არსად ჩანან. ძროხები იწველება, ბრინჯი იზრდება, ეგვიპტელი გლეხები, ისევე როგორ კეისრისა და კლეოპატრას დროს, წელიწადში ორ-სამ მოსავალს იღებენ. “გაზპრომი” დაუღალავად მოიპოვებს ბუნებრივ გაზს, საუდელები, ნორვეგიელები, ყატარელები, ალჟირელები და ჩვენ ნავთობს ვქაჩავთ. ესტრადის მომღერლები და როკმუსიკოსებიც კი ისევე წერენ თავიანთ შლაგერებს ბრბოს გასართობად. თითქოს არაფერი შეცვლილა _ არადა, კრიზისია. ყველაფერი თითქოს ისევეა, როგორც გუშინ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ყველა უარესისთვის ემზადება. მაშ, რა მოხდა?

ეს არ არის ფუჭი შეკითხვა. გავარკვიოთ, სადაა დღევანდელი კრიზისის “თავი დამარხული”, გავიაზროთ ვის, რისთვის და რატომ ესაჭიროება იგი და ერთბაშად ნათელი გახდება, რომელი წამლით უნდა ვუმკურნალოთ ამ დაავადებას. მაშინ პრობლემის გააზრების სიმაღლიდან შეგვეძლება, შევაფასოთ ჩვენი ხელმძღვანელების ქმედებაც. დგამენ თუ არა ისინი სწორ ნაბიჯებს ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად, თუ პირიქით, როგორც ლიბერალური ჟურნალისტები და ეკონომისტები ამბობენ, მედვედევი და პუტინი თავიანთი ქმედებებით რუსეთის ეკონომიკის სასიკვდილო განაჩენს აწერენ ხელს? ყოველ შემთხვევაში, უნდა გავერკვეთ დაწყებული კრიზისის მიზეზებში. ამისათვის კი აუცილებელია, ყურადღებით დავაკვირდეთ პოლიტიკოსების არა ქმედებებს, არამედ სიტყვებს. სწორედ ბოლო კრიზისული თვეების განმავლობაში რუსული ლექსიკონი ახალი, დღემდე უცნობი სიტყვებით გამდიდრდა. უფრო სწორად, ეს სიტყვები ადრეც არსებობდა, მაგრამ მათ სპეციალისტთა ვიწრო წრე იყენებდა, ხოლო ფართო მასებისთვის ეს ტერმინები აქამდე უცნობი იყო.

რომელ სიტყვებზეა საუბარი?

ყველაზე პოპულარული “კრიზისული” გამონათქვამი, როგორც გავარკვიეთ, არის “კრიზისი”. სარეიტინგო სიის მეორე ადგილს, ეჭვგარეშეა, დაიკავებს გამოთქმა “ლიკვიდურობის ნაკლებობა”. უცებ შეიძლება ვერც მიხვდე, რაზეა საუბარი. რომელი ლიკვიდურობის ნაკლებობაზე? იქნებ, ჩვენმა მამაცმა ორგანოების თანამშრომლებმა უკვე დაიჭირეს (მადლობა ღმერთს!) ყველა დაქირავებული მკვლელი და ახლა ის, ვინც ბოროტმოქმედება ჩაიფიქრა, შემსრულებელ-ლიკვიდატორს ვერ პოულობს? არა, კრიზისი ზუსტად რომ ეკონომიკურია და საუბარი მხოლოდ ეკონომიკაზეა. და აი, აქ ჩვენ თანამედროვე ეკონომიკური აზრის საინტერესო თავისებურების წინაშე აღმოვჩნდებით. ეკონომიკაში ყველაფერს რატომღაც იმგვარ სახელებს უწოდებენ, რომელთა აზრიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის პრაქტიკულად გაუგებარია. ამავე რიგიდანაა “ლიკვიდურობის ნაკლებობა”. ეს ფსევდომეცნიერული ტერმინი ნიშნავს ძალიან მარტივ სიტუაციას, რომელსაც ყველა ჩვენგანი ხვდება ცხოვრებაში – ესაა ფულის (ლიკვიდურობის) ნაკლებობა. აი, ასე ხდება გასაგები ნებისმიერი ადამიანისთვის – ფული არ არის. რატომ არქმევენ ასეთ მარტივ რაღაცებს რთულ სახელებს?!

“რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი აღიარებს ბაზარზე ლიკვიდურობის ერთგვარ სიმცირეს”, – ამბობს ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე სერგეი იგნატიევი.

“ბანკებში ლიკვიდურობის სიმცირე არის რუსეთის კრიზისის ძირითადი პრობლემა”.

“რუსეთის ბანკები ებრძვიან ლიკვიდურობის სიმცირეს კლიენტების ხარჯზე”, – გაჰყვირის მოწინავე სტატიების სათაურები ინტერნეტსა და გაზეთებში”.

გაუგებარი ტერმინები ზუსტად იმისთვისაა საჭირო, რომ მიმდინარე მოვლენების აზრი დაიფაროს და არ გაჩნდეს ზედმეტი შეკითხვები. წარმოიდგინეთ, რომ ქვეყნის მთავარი ბანკის თავმჯდომარემ თქვას: “ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე ფული არაა”. გაზეთები კი აჭრელდეს სათაურებით: “ფულის სიმცირე ბანკებში არის რუსეთის კრიზისის საკვანძო პრობლემა”. ყველა ნორმალურ ადამიანს დაუყოვნებლივ გაუჩნდება კანონზომიერი და გონივრული შეკითხვები:

* სად წავიდა ფული?

* სად წავიდა ეს ლიკვიდურობა?

* რატომ გაუქრა თითქმის ყველა ჩვენს ბანკს ფული?

ეს ისევე უცნაურია, კარტოფილით ყველა მოვაჭრეს “კარტოფილის ლიკვიდურობის სიმცირე” რომ აღმოაჩნდეს, ანუ კარტოფილით მოვაჭრეები არიან, არიან მყიდველებიც, მაგრამ, აი, კარტოფილი რატომღაც არ არის. ასეთი რამ “მეორე პურს” რომ დამართნოდა, ახსნა მყისიერად მოიძებნებოდა: რაკი კარტოფილი არავის აქვს, ე.ი. ქვეყანაში მოსავალი არაა, არ გაიხარა, კოლორადოს ხოჭომ შეჭამა, ყინვა-სეტყვამ დააზიანა _ ესეც თქვენი “კარტოფილის ლიკვიდურობის” კრიზისი. მაგრამ ყველაფერი ადვილია სასოფლო-სამეურნეო სფეროში. რა ვუყოთ ფულს? რომელმა ხოჭომ შეჭამა ფული? დაახლოებით ნახევარი წლის წინათ ხომ იყო ფული? და უცებ _ აღარ არის.

ვინ მოახდინალიკვიდურობისლიკვიდაცია რუსეთში?

ამ კითხვაზე საპასუხოდ ყოველთვის მზად არიან ჩვენი ლიბერალები. ყველაფერში რუსეთის ხელმძღვანელობაა დამნაშავე. მრავალწლიანი უმოქმედობა, სათანადო კონტროლის უქონლობა, ნავთობის ნემსზე ჯდომა. საკმაოდ დამაჯერებლად ისმის. თუმცა არის ერთი “მაგრამ”. ერთნაირი პრობლემებია ერთდროულად მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკებში. ლიკვიდურობა მხოლოდ რუსეთში არ გამქრალა.

 “ლიკვიდურობის კრიზისი მსოფლიოში”, “ლიკვიდურობის კრიზისი აშშში”, “ლიკვიდურობის მსოფლიო კრიზისის პროვოცირება აშშის იპოთეკურ ბაზარზე შექმნილმა პრობლემებმა მოახდინა”, _ ასობით და ათასობით ასეთი სათაური ყველას შეუძლია იპოვოს ინტერნეტში. შეიძლება თუ არა გავლანძღოთ სახლმმართველობის ელექტრიკოსი გულგრილობისა და ლოთობისთვის, თუ ენერგომომარაგების სისტემის ავარიის შედეგად მთელი ქალაქი ან სულაც მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი? ელექტრიკოსი, შესაძლოა, მართლაც ალკოჰოლიკია, მაგრამ მხოლოდ მას არ ძალუძს ელექტროენერგიის გათიშვა მსოფლიო მასშტაბით. უნდა გავარკვიოთ დაწყებული კრიზისის მიზეზები, სხვაგვარად განმარტების ნაცვლად კვლავ მოტყუებულები დავრჩებით.

რა ვიცით დღევანდელი კრიზისის შესახებ?

* ფული (ლიკვიდურობა) გაქრა ყველგან.

* თავიდან ეს სულაც არ მომხდარა რუსეთში, იქაურიტოტალიტარული რეჟიმის წყალობით”, არამედ სრულიად დემოკრატიულ ამერიკაში მოხდა.

* სწორედ აშშდან 2008 წელს კრიზისმა ცუნამივით დაიწყო გავრცელება მსოფლიოში.

ბევრი გამართული და ლოგიკური ახსნა მოიგონეს ბოლო ნახევარ წელიწადში მიმდინარე მოვლენების ასახსნელად. ყველას ნუ განვიხილავთ, მაგალითისთვის მხოლოდ ყველაზე სასაცილო განმარტება ავიღოთ. ყველაფერში თურმე ნდობის კრიზისია დამნაშავე. ასეც ამბობენ: “ლიკვიდურობის სიმცირე ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ნდობის კრიზისის გამო წარმოიშვა”. ვინც უფრო ჭკვიანია, ბანკებსა და კომპანიებს შორის კრიზისზე საუბრობს, ვინც უფრო სულელი _ ცნებას განაზოგადებს. თურმე რუსეთის ხელისუფლებას მოსახლეობა და ბანკები არ ენდობიან, აქედან იღებს სათავეს ყველა უბედურება. და, როგორც კი აირჩევენ ნამდვილად სახალხო, ხალხის წინაშე პასუხისმგებელ ხელისუფლებას, კრიზისი იმ წუთასვე წარსულს ჩაბარდება (უნდა აღინიშნოს, რომ “პასუხისმგებელ სამინისტროს” ითხოვდნენ ჯერ კიდევ ნიკოლაი რომანოვისგან. მიიღეს კიდეც _ ასეთი კაბინეტი რუსეთის ისტორიაში დროებითი მთავრობის სახელით შევიდა. გინესის რეკორდის წიგნში ეს ბიჭები არ მოხვდნენ, თუმცა მათი რეკორდი ეჭვს არ იწვევს: 242 დღეში (8 თვე) კერენსკიმ და მისმა გუნდმა შეძლეს, სწრაფად და ეფექტიანად დაენგრიათ იმპერია. ამ ვაირეიტინგის მეორე ადგილი ეკუთვნის მ. ს. გორბაჩოვს. მას ანალოგიური შედეგის მქონე მიღწევებისთვის 2400 დღე დასჭირდა. 1917 წელს “პასუხისმგებელი” სამინისტროს საქმიანობის დეტალები შეგიძლიათ წაიკითხოთ ნ. სტარიკოვის წიგნში “რუსული” რევოლუციის ამოხსნა. М.: ЭКОМО-ЯУЗА, 2009).

არავინ დავობს, რომ ფინანსურ საქმეებში ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. მის გარეშე არ არსებობს კრედიტი, განვადება და შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ ფულის საქმეებში არის კიდევ უფრო შეუცვლელი რამ. ეს არის თვითონ ფული. თუ ის არ არის, როგორც უნდა ენდოთ ერთმანეთს, როგორც უნდა გიყვარდეთ მოყვასი და მტერი, ვერაფრით დააკრედიტებთ. ზუსტად ისევე, როგორც ბაკში ბენზინის არსებობა არის უმთავრესი პირობა იმისა, რომ თქვენი ავტომობილი ამოძრავდება. თუ ავტომობილი არ გყავთ, მომარაგებული საწვავის რაოდენობას აზრი არ აქვს. ვერსად წახვალთ, ვიდრე გადაადგილების საშუალებას არ შეიძენთ. როდესაც არ არის ფული, არ არის ლიკვიდურობაც, თქვენი ეკონომიკა ვერ იმუშავებს. შესაძლოა, დიდხანს და უნაყოფოდ ვიკამათოთ დღევანდელი კრიზისის მიზეზებზე, ვიდრე არ შევიგნებთ ერთ რამეს. თუ კარტოფილის ლიკვიდურობის კრიზისი წარმოიშვა, უნდა ვეძებოთ კარტოფილის ცუდი მოსავალის მიზეზი. გავიდეთ მინდორში, გავარკვიოთ, რომელმა უბედურებამ _ ბუნებრივმა თუ ხელოვნურმა _ მიგვიყვანა ბოსტნეულის უქონლობამდე. როცა ფულის საყოველთაო გაქრობის მიზეზების გარკვევა გვსურს, უნდა გავეშუროთ იქ, სადაც იგი ევლინება ქვეყანას. და მხოლოდ მაშინ იქნება ჩვენთვის სავსებით ნათელი დამდგარი ეკონომიკური კრიზისის მიზეზი.

მაშ, სადაა ესმინდვრები”, რომლებზეც თანამედროვე ფულიმწიფდება”?

ეჭვგარეშეა _ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

2. აქციების, იპოთეკისა და ბანკების შესახებ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აბსურდის სამეფოში

მას, ვინც არ ფიქრობს შორეულ სიძნელეებზე, აუცილებლად მოელის ახლო უსიამოვნებები.

კონფუცი

ფული ნაკელივითაა: თუ არ მოფანტავთ, ხეირს ვერ ნახავთ.

ფრენსის ბეკონი

ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ფული სწრაფად და ადვილად ქრება. როგორც ქვიშა _ თითებს შორის, წყალი _ საცერში. ფულადი სახსრების ჯიბიდან ჯიბეში გადანაცვლების ამ ბანალური პროცესისთვის ბევრი ლამაზი მეტაფორის მისადაგება შეგვიძლია. მაგრამ, დაე, ამით პოეტები და პროზაიკოსები დაკავდნენ, ჩვენ სულ სხვა რამ გვაინტერესებს: ეკონომიკაში სახსრების გაჩენისა და არარსებობის მიზეზები. ასეც ამბობენ: მსოფლიო ფინანსური კრიზისი. კრიზისის შესახებ სიმართლე აქ მთავრდება. შემდეგ იწყება საუბარი მის მიზეზებზე. ტელევიზორის ეკრანს თუ მიაჩერდებით, ადვილად გადაწყვეტთ, რომ მთელი მსოფლიო გაგიჟდა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ ყველაფერი კარგად იყო. შეიძლება, მთლად კარგად არა, მაგრამ არც ცუდად. და უეცრად _ კრიზისი, ინდექსების ვარდნა, გაკოტრება. ხალხი ნერვიულობს, მიზეზის გაგება სურს. მას განუმარტავენ _ ფინანსური კრიზისი აშშში იპოთეკური კრიზისითაა გამოწვეული.

რა არის იპოთეკა? _ ეს არის შესაძლებლობა, შევიძინოთ საცხოვრებელი (ბინა, სახლი) კრედიტით. ბანკი იხდის მის ფასს, ხოლო მომავალი პატრონი ივალდებულებს, გადაიხადოს ვალი პროცენტით, ათი, ოცდახუთი და ხანდახან მეტიც წლის განმავლობაში. დასავლეთში იპოთეკური კრედიტები, საკმაოდ დიდი ხანია, გავრცელებულია, იპოთეკა აქტიურად მუშაობდა აშშ-ში, როდესაც სსრკ-ში სოციალიზმის აშენებას ცდილობდნენ. მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, მსგავსი იპოთეკური კრიზისი იქ არასოდეს მომხდარა. ანალიტიკოსების ვერსიით, ამერიკელთა უდიდესმა რაოდენობამ უეცრად ვერ შეძლო გადაეხადა თავისი ფინანსური ვალდებულება ბანკებისთვის. შემდგომ ბანკებმა მიითვისეს მოვალეთა სახლები და გასაყიდად გაიტანეს, მაგრამ რატომღაც _ ყველამ ერთდროულად. ანუ სახლები იყიდებოდა, მაგრამ არავინ ყიდულობდა, რასაც, თავის მხრივ, ორი შედეგი მოჰყვა. პირველი _ უძრავ ქონებაზე ფასი დაეცა, და მეორე _ რაკი ვერ შეძლეს მოვალეთა ქონების რეალიზება, იპოთეკური სააგენტოები ჯერ თავად გახდნენ მოვალეები, შემდეგ კი გაკოტრდნენ.

რატომ გახდა უეცრად ამერიკელთა მასა გადახდისუუნარო? უმუშევრობის მკვეთრი ზდრის გამო დაკარგეს სამსახური? მათი დანაზოგები გაკოტრებულმა ბანკებმა შეიწირეს? არა, ყველა ეს ნეგატიური მომენტი _ უმუშევრობის ზრდა, შემოსავლების შემცირება და გაკოტრების ტალღა _ არ არის მიზეზი, ეს თვითონ კრიზისის შედეგია! ხოლო მიზეზი, როგორც ჩვენ გვარწმუნებენ, გახდა იპოთეკის კრიზისი ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მოვალეთა მიერ ვალდებულებების მასობრივად შეუსრულებლობა.

ეს ყველაფერი თავს დამტყდარი კრიზისის არა მიზეზი, არამედ შედეგია, ხოლო ჩვენ პირიქით გვიხსნიან _ შედეგს მიზეზად გვისაღებენ.

ჯერ უნდა იყოს სირთულეები ეკონომიკაში, რომლებიც გამოიწვევს სირთულეებს ხალხის საფულეში და მხოლოდ მაშინ შეიძლება იპოთეკა შეირყეს. ნუთუ შეიძლება პირიქით მოხდეს _ ყველაფერი კარგადაა, არანაირი უმუშევრობის ზრდა, არანაირი ბანკების გაკოტრება, ხოლო იპოთეკა ღრმა მინუსშია?!

გვესმის, რომ შედეგი არ შეიძლება წარმოიშვას მიზეზზე ადრე, ანუ იპოთეკური კრიზისის ჭეშმარიტი მიზეზი სულაც არაა ამერიკელი მოქალაქეების ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემა, რომელიც არ აძლევს მათ საშუალებას, გაისტუმრონ საცხოვრებელის ვალი.

მაშ, რაშია საქმე?

ყველაზე საინტერესოა, რომ ამ მიზეზს საინფორმაციო საშუალებები ასახელებენ, თანაც ისე ხშირად იმეორებენ, რომ ჩვენ აღარ ვუფიქრდებით, რამდენად არადამაჯერებელია იგი. ერთერთი ინტერნეტგამოცემის მიხედვით, “ექსპერტების აზრით, სწორედ დიდი ოდენობით არაფრით გამყარებული კრედიტების გაცემამ, დიდწილად იმოქმედა კრიზისის წარმოშობაზე საცხოვრებელის დაკრედიტების სფეროში”. სხვა გაზეთები და ჟურნალები ასევე არ გამოირჩევიან ორიგინალურობით, ყველგან ერთი და იგივეა: კრედიტორებმა დაურიგეს კრედიტები საეჭვო მოვალეებს, რომლებიც ვერ იხდიან ამ ვალს.

მაგრამ როგორ შეიძლება ასე ხდებოდეს? ბანკი, რომელიც ყველას ურიგებს ფულს, ნამდვილად ვერ გაძლებს დიდხანს. მას გარდაუვალი გაკოტრება უწერია, ისევე, როგორც იპოთეკურ სააგენტოს, რომელიც ყველას აძლევს კრედიტს სახლის საყიდლად. ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ ამერიკელმა ფინანსისტებმა და ბანკირებმა დაიწყეს საკუთარი სისხლით მოპოვებული დიდი ოდენობით ფულის დარიგება და, ამასთანავე, დიდად არც აქცევდნენ ყურადღებას ისეთ უმნიშვნელო დეტალებს, როგორებიცაა მოვალის შემოსავლები და მისი სხვა სახის ქონება, რომელიც შეიძლება დაიტვირთოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოიქცნენ როგორც თავქარიანი ახალგაზრდა ქალები და არა როგორც კაპიტალიზმის გამოცდილი ზვიგენები.

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ეს სრული სიმართლეა!

ნაქები ამერიკული ბანკები მასობრივად აკეთებდნენ იმას, რის გამოც ყოველი ჩვენგანი თავში წამორტყმას დაიმსახურებდა ცოლისგან ან ქმრისგან. ფული შრომით მოიპოვება, ისინი სისხლისა და ოფლის ფასად იშოვება _ ამ ჭეშმარიტებას უდებენ თავში მშობლები შვილებს. მას უნდა მოვუფრთხილდეთ. განა შეიძლება ყოველ მთხოვნელს დაურიგოთ ფული აშკარა რისკით, რომ ამ თანხას დაკარგავთ?! ყოველი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაასესხებს ფულს და რაც მეტია თანხა, მით ნაკლებია მისი გაცემის სურვილი, მეტია საფრთხე. ასეა ხომ? გონიერი ადამიანი დიდ თანხას ასესხებს მხოლოდ მას, ვისაც კარგად იცნობს, ძალიან კარგად იცნობს. სადარბაზოს მეზობელს და თუნდაც სამსახურის კოლეგას ფულს არავინ მისცემს, ფულის დაბრუნების თუნდაც სულ მცირე ეჭვის გამო. ასეთია საღი აზრი.

აშშში ყველაფერი პირიქითაა. ისევე, როგორცლიკვიდურობისშემთხვევაში, მოფიქრებულია ლამაზი ტერმინები, რომლებიც მოწოდებული იყო, დაემალათ ფინანსისტთა უცნაური ქმედება.

თურმე ამერიკაში იპოთეკური კრედიტის მიღება შეეძლოთ იმ პიროვნებებს, რომლებსაც საღი აზრისა და ეკონომიკური რეალიების მიხედვით იგი არასოდეს უნდა მიეღოთ. ასეთი ვაიმოვალის პორტრეტის დახატვა რთული არ არის: 70 წლის უმუშევარი, არ აქვს ქონება, მაგრამ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, იღებს იპოთეკას 25 წლით. მე, რა თქმა უნდა, ვაჭარბებ, მაგრამ ოდნავ. ამერიკელი ბანკირები კრედიტის გაცემის საკუთარ სტანდარტებს არღვევდნენ ამგვარი მოქალაქისთვის ფულის მიცემით. არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ მისცემს ამგვარ ინდივიდუმს ერთ დოლარსაც კი, ხოლო ყველა ბანკი, რომლებსაც ტვინი და საკუთარი უსაფრთხოების სამსახური გააჩნიათ, ზრდილობიანად ეტყვის უარს. ასეც იყო აშშ-ში ადრე. ამასთანავე, უარის მიზეზი იყო არა მხოლოდ ასაკი ან მოვალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ითვალისწინებდნენ არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტებს: ჰქონდა თუ არა ახლო წარსულში მოვალეს კრედიტებზე ვადის გადაცილება, ყოფილა თუ არა მის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები ან დაკისრებია თუ არა ჯარიმა იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე, ხომ არ გაუვლია გაკოტრების პროცედურა. ეს ყველაფერი ფასდებოდა და საეჭვო სუბიექტებს უარს ეუბნებოდნენ.

და უცებ _ უარით გასტუმრება შეწყვიტეს. ბანკებმა უეცრად დაიწყეს ფულის დარიგება ყველა მსურველისთვის, თანაც სერიოზული თანხების _ საუბარი ხომ უძრავი ქონების შესყიდვაზეა. ისეთი მოვალეებისთვის, როგორიც ჩვენი მოხუცი და ავადმყოფი მოვალეა, სპეციალური ტერმინიც კი მოიგონეს _ არასტანდარტული დაკრედიტების ბაზარი (სუბპრიმემარკეტ). ყველა მიზეზი, რომლის მიხედვითაცარასტანდარტულ მოვალეებს” (სუბპრიმებორროწერს) ადრე უარს ეუბნებოდნენ, დავიწყებას მიეცა. ყურადღება არ ექცეოდა იმ აშკარა ფაქტსაც, რომ არასტანდარტული კრედიტები ბევრად სარისკოა კრედიტორისთვის და, თუ ყველა მსურველს ჩამოურიგებ სახსრების დიდ ოდენობას, ძალიან ადვილად გაკოტრდები.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here