დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარიზში მოკლული თავდამსხმელი თავს ქართველად ასაღებდა.
ინციდენტი გასულ კვირაში მოხდა _ დანით შეიარაღებული “ისლამური სახელმწიფოს” წევრი ისლამური ლოზუნგების სკანდირებით პარიზში მდებარე პოლიციის ერთ-ერთ შენობას დაესხა თავს. ის სამართალდამცველებმა ადგილზე მოკლეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი ტუნისელი ტარეკ ბელგასემი საფრანგეთში გამგზავრებამდე გერმანიაში ცხოვრობდა _ თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში. მან გერმანიის ხელისუფლებას თავშესაფრის მიღების თხოვნით რამდენიმეჯერ სხვადასხვა გვარ-სახელით მიმართა. ერთ-ერთი განაცხადის შეტანისას კი მიუთითა, რომ საქართველოში იყო დაბადებული.