Home რუბრიკები საზოგადოება გერმანელებმა ხელახლა გამოსცეს ჰიტლერის “მაინ კამპფი”

გერმანელებმა ხელახლა გამოსცეს ჰიტლერის “მაინ კამპფი”

823

70-წლიანი აკრძალვის შემდეგ გერმანიაში კვლავ შეიძლება ლეგალურად იყიდოთ ჰიტლერის თხზულება _ ახალი წლიდან გერმანიის წიგნების მაღაზიებში გასაყიდად გამოიტანეს ნაცისტური “ბესტსელერი”. 

ადოლფ ჰიტლერის ნააზრევის ხელახალი გამოცემა თანამედროვე ისტორიის მიუნხენის ინსტიტუტმა მოამზადა. ეს არის დაახლოებით 2000-გვერდიანი 2 სქელტანიანი ტომი. ერთი ეგზემპლარი  59 ევრო ღირს. გამომცემლები მკითხველს სთავაზობენ არა მხოლოდ ფიურერის ტექსტს, არამედ ექსპერტთა კომენტარებსაც, რომლებშიც განმარტებულია ნაციონალ-სოციალიზმის არსი.

“მაინ კამპფის” (“ჩემი ბრძოლა”) ხელახალ გამოცემაზე გერმანიაში, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, აზრი ორად გაიყო. მაგალითად, ებრაელთა საერთაშორისო კონგრესის პრეზიდენტ რონალდ ლაუდერის განცხადებით, ჰიტლერის თხზულების ხელახალი გამოცემა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის შეურაცხყოფაა. გერმანიის მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის _ იოზეფ კრაუსის აზრით კი, ასეთი გამოცემა საბოლოოდ გაფანტავს “ბნელ მითს” ნაციზმის შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here