Home რუბრიკები საზოგადოება ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ და ჭორვილის ბაგაზე დაბმული ინტელიგენცია

ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ და ჭორვილის ბაგაზე დაბმული ინტელიგენცია

872

ნაახალწლევს ვუყურე რუსეთის პრეზიდენტზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ვლადიმერ პუტინი ახალგაზრდობას, თავისკაგებეშნიკურწარსულს იხსენებს: მან განაცხადა, რომ გულუბრყვილოდ ეგონა, თითქოს სსრკის დანგრევის, მარქსისტული იდეოლოგიის კრახის შემდეგ, რუსეთსა და დასავლეთს შორის იდელოგიური შეუთავსებლობის არარსებობის გამო, ეს უკანასკნელი (დასავლეთი) ფართოდ გაშლილ მკლავებში ჩაგვიხუტებდა და ცივილიზებულ მსოფლიოში საამური, მშვიდობიანი თანაცხოვრების ხანა დაიწყებოდა, მაგრამ თურმე ცდებოდა _ დასავლეთისთვის მხოლოდ სუსტი, მშიერი რუსეთის არსებობაა მისაღები, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოგზავნიან ხოლმე გულუხვად ჰუმანიტარულ კარტოფილს, მაგრამ რუსეთი, რომელიც საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებს იცავს, “დემოკრატიულიდასავლეთისთვის აპრიორი მიუღებელიაო

ჩემი მხრივ დავუმატებ, რომ ზემოთქმულთან ერთად, მართლმადიდებელი რუსეთის არსებობაც არ მოსწონს დასავლეთს და, სანამ მივალთ დასავლეთის ნეოლიბერალური იდეოლოგიის მამამთავარ ზბიგნევ ბჟეზინსკის გულახდილ ნათქვამამდე, სსრკ-ის დანგრევის შემდეგ ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე მართლმადიდებლობააო, ისტორიულ ექსკურსს გთავაზობთ, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ის, რაც დღეს ხდება, არახალია და მით უმეტეს, არც შემთხვევითი…

დიდი სქიზმა საეკლესიო განხეთქილებაა, რომელმაც ქრისტიანული ეკლესია ორ ნაწილად გაჰყო _ მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიად. დიდი სქიზმის თარიღად სახელდება 1054 წელი, როდესაც რომის პაპის _ ლეო IX დესპანმა, კარდინალმა ჰუმბერტო სილვამ და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მიქაელმა წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ერთმანეთი განკვეთეს. განხეთქილებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა არა თეოლოგიური სხვაობები, არამედ საეკლესიო-პოლიტიკური ფაქტორები.

რომსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა 1204 წელს გაუარესდა, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის პერიოდში, როდესაც ვატიკანის კურთხევით ვენეციელებმა ქალაქი კონსტანტინოპოლი დაუნდობლად გაძარცვეს. მოგვიანებით სწორედსაეკლესიოპოლიტიკურ ფაქტორებსდაემატა რომის პაპის პიროვნული ამბიციების და კათულიკურმა დასავლეთმა მართლმადიდებელი ბიზანტია გაწირა და 1453 წლის 29 მაისს ველურმა, მომთაბარე თურქსელჩუკებმა კონსტანტინოპოლი აიღეს, აია სოფიას დიდებული ტაძარი მეჩეთად აქციეს და კონსტანტინეს ქალაქს სტამბოლი უწოდეს.

 მართლმადიდებელ ეკლესიას რომი საბოლოოდ 1729 წელს გამოეყო, როდესაც რწმენის გამავრცელებელმა კონგრეგაციამ მართლმადიდებლურ საიდუმლოებში თანაზიარება (communication in sacris) აკრძალა. საპასუხოდ, 1755 წელს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის პატრიარქებმა კათოლიკები მწვალებლებად გამოაცხადეს. კათოლიკეთა მწვალებლებად აღიარება მართლმადიდებელ ეკლესიას დღემდე არ წაუღია უკან

სწორედ ბიზანტიის იმპერიის გაქრობის შემდეგ იტვირთა რუსეთმა მართლმადიდებელი სარწმუნოების მედროშეობა დევიზით: “რუსეთი მესამე რომია, მეოთხე აღარ იქნებადა შეუდგა კიდეც მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებაგანვრცობას ჯერ საკუთარ, კიევის რუსეთის ტერიტორიაზე, ხოლო რუსეთის იმპერიად ქცევის, ანუ პეტრე დიდის შემდეგ იმპერიის მოსაზღვრე ქვეყნებშიც.

სანამ რუსული იარაღის ძლევამოსილება კავკასიონის მთებს მოადგებოდა, ბიზანტიის დამხობის შემდეგ (სცილასა და ქარიბდას შორის) ისლამურ ოკეანეში აღმოჩენილ მართლმადიდებელ საქართველოს მართლმადიდებლური სარწმუნოების (წაიკითხე, ქართველობის) შესანარჩუნებლად ზღვა სისხლი და ცრემლი გვადინეს ირანის თუ ბიზანტიის ადგილზე დასახლებულ მომთაბარეთა ოსმალეთის იმპერიამ.

ასე იყო თუ ისე, ლამის დედაბუდიანად ამოწყვეტილმა ქართველმა ერმა ტანჯული სული და გვემული სხეული მე-19 საუკუნის დასაწყისამდე მიიტანა და თავისი ბედი ერთმორწმუნე რუსეთს დაუკავშირა, რუსეთის იმპერიის დროშის ქვეშ განაგრძო ბრძოლა ქრისტეს ჯვრის, მართლმადიდებელი სარწმუნოების სადიდებლად.

იმჟამინდელ მსოფლიოში, დასავლეთი იქნებოდა თუ აღმოსავლეთი, სარწმუნოებრივის გარდა, სხვა იდეოლოგიური დაპირისპირება პრაქტიკულად არ არსებობდა _ ყველგან იყო ბატონი და ყმა, ზოგან _ მეფე, იმპერატორი, სულთანი და შაჰი, მაგრამ ევროპას რუსეთის მართლმადიდებელი, თანაც ძლევამოსილი იმპერიის არსებობა აცოფებდა და მე-19 საუკუნეში რუსეთთურქეთის, რუსეთირანის ომებში რუსეთის საწინააღმდეგოდ ბრიტანეთის უჩინარი ფინანსური ხელიც ერია (მე-19 საუკუნეში აშშ, როგორც საერთაშორისო მოთამაშე, ჯერ არ არსებობდა, ისინი აბორიგენი ინდიელების “დემოკრატიული” გენოციდით ერთობოდნენ). რაღა ბევრი ვილაპარაკოთ და ნაპოლეონ ბონაპარტეს ლაშქრობა, რომელიც ევროპის მასონური ფინანსური წრეების დაფინანსებითა და წაქეზებით შედგა, პირველ რიგში, რუსეთის მართლმადიდებელი მონარქიის მოსპობას ისახავდა მიზნად. იმ ომში, რომელიც რუსეთის ისტორიაში პირველი “დიდი სამამულო ომის” სახელით შევიდა, ერთმორწმუნე რუსების მხარდამხარ ქართველებიც იბრძოდნენ…

დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ბოროდინოს ბრძოლაში ათეულობით ქართველი მონაწილეობდა; მათ შორის, პეტრე ბაგრატიონის “თამადობით” 12(!) გენერალი _ ორი ბაგრატიონი, ორი იაშვილი, ორი ფანჩულიძე, სამი ჯავახიშვილი, სიმონ განგებლიშვილი, ანტონ შალიკაშვილი და პავლე ბიბილური. აქედან გამომდინარე, გაცილებით დიდი იქნებოდა რიგითი ქართველი მებრძოლების რიცხვი.

ეს, ისე, მცირე ლირიკული გადახვევა.

მოკლედ, მე-19 საუკუნემ რუსეთის მართლმადიდებელი მონარქიის წინააღმდეგ ფარულ თუ აშკარა შეთქმულებებში ჩაიარა და საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამეს დღეს უკვე რეფრენადქცეული ფრაზა ათქმევინა:

რუსეთს მხოლოდ ორი მოკავშირე ჰყავს _ მისი არმია და ფლოტი”…

პირველი მსოფლიო ომის დაწყების ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) მიზანი რუსეთის მართლმადიდებელი მონარქიული იმპერიის დამხობა იყო და აკი, მიაღწიეს კიდეც მიზანს.

ომის პირველი, შედარებით წარუმატებელი წლების შემდეგ, ე.წ. ბრუსილოვის გარღვევის შედეგად ომში უეჭველი გამარჯვებისკენ მიმავალ რუსეთს ჯერ თებერვლის რევოლუცია და შემდეგ ბოლშევიკური გადატრიალება მოუწყვეს მსოფლიო მასონურმა ძალებმა, რაშიც პირველ ვიოლინოს უკვე აშშ და მისი პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი უკრავდა, რომლის დაფინანსებით ჯერ ლევ დავიდოვიჩ ტროცკი ჩამოვიდა პეტროგრადში, ხოლო მოგვიანებით ბერლინში დაპლომბილი მატარებლით _ ლენინი 170 რევოლუციონერთან ერთად, რომელთაგან 128 (!) სიონისტი იყო, და რომლებმაც საკვანძო თანამდებობები დაიკავეს ბოლშევიკურ რუსეთში, სადაც სამოქალაქო ომის დროს დედაბუდიანად ამოჟლიტეს რომანოვების სამეფო ოჯახი, მართლმადიდებელი მონარქია.

ამ გაუგონარ სისასტიკეს შედეგად მართლმადიდებელი ეკლესიისა და სარწმუნოების განადგურება უნდა მოჰყოლოდა და 1920-იან წლებში ტროცკისტებმა დაიწყეს კიდეც ტაძრების ნგრევა და სამღვდელოების ფიზიკური განადგურება, მაგრამ, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მხსნელად ბოლშევიკი სტალინი მოევლინა, იოსებ ჯუღაშვილი, რომელმაც ნელ-ნელა, მეთოდურად გაანადგურა სიონისტები და მათი ბელადი ტროცკიც ზედ მიაყოლა. შეწყდა ეკლესია-მონასტრების ნგრევა, სასულიერო პირთა დევნა, უფრო მეტიც: გაგანია მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთს პატრიარქი დაუნიშნა, რომლის ინტრონიზაცია ქართველმა კალისტრატე ცინცაძემ აღასრულა, ხოლო საქართველოს ეკლესიას სემინარიადამთავრებულმა იოსებ სტალინმა ავტოკეფალია დაუბრუნა.

ალექსანდრე პირველმა ნაპოლეონ ბონაპარტეს პარიზში დაუმთავრა რუსეთში დაწყებული ომი, ქართველმა გენერალისიმუსმაც ჰიტლერი ბერლინში დაამარცხა და თითქოს, სულ ცოტა, 50-60 წლით მშვიდობა უნდა დამყარებულიყო დედამიწაზე, მაგრამ სწორედ ამ დროს გამოცხვა ავადსახსენებელი ალენ დალესის დოქტრინა და სტალინის სიკვდილის შემდეგ აიშვეს მასონურმა ძალებმა _ ამჯერად ათეისტური საბჭოეთის (რუსეთის) წინააღმდეგ და მათი გავლენის აგენტების _ ხრუშჩოვისა და განსაკუთრებით, გორბაჩოვის მეშვეობით საწადელს მიაღწიეს _ მსოფლიო ისტორიაში სოციალურად ყველაზე სამართლიანი სახელმწიფო _ სსრკ დაიშალა, რომლის ნანგრევებმაც ყველაზე მეტად საქართველო დააზიანა. სწორედ მას შემდეგ თქვა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ზემომოყვანილი ფრაზა, მაგრამ განგებამ რუსეთს მხსნელად ვლადიმერ პუტინი მოუვლინა, რომელმაც არა მხოლოდ შინ შეაჩერა ქვეყნის ძარცვა-გლეჯა, ანუ სახელმწიფოს ნგრევა, არამედ რუსულმა დათვმა ქვეყნის გარეთაც გამოაჩინა ბრჭყალები… ლამის წერილის ფინალში გავედი და, ძირითადად, რუსეთზე ვწერ იმიტომ, რომ საქართველოც მართლმადიდებელი ქვეყანაა და, თუ ამ მხრივ პუტინის რუსეთს “თავი ქუდში აქვს”, იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოზე.

15 წელიწადია, საქართველოს დედაეკლესიაზე სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს შეტევა, მაგრამ ბოლო ხანს, რომ იტყვიან, თავი აიშვეს ოკეანის გაღმიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ხლისტებმა. მაგრამ მოდი სიმართლეს თვალი გავუსწოროთ:

ამ ყველაფერს მწვანე შუქი ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აუნთო ცხონებული ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზე გაკეთებული უგვანო განცხადებით: პატრიარქიც ჩვეულებრივი ადამიანია და რატომაც არა, მისი კრიტიკაც მოსულაო. დაახლოებით ეს ბრძანა სამების აღმშენებელმა და საყდრისის ამფეთქებელმა. ამას, ერთიორი გამონაკლისის გარდა, მდუმარედ შეხვდა ჭორვილის ბაგაზე დაბმული .. შემოქმედებითი ინტელიგენცია და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო

კრიტიკას ვინღა ჩივის, აქაოდა, პატრიარქმა პატიმართა შეწყალების უფლებაზე კრინტი როგორ დაძრაო, _ მივარდნენ “ასოები” საპატრიარქოში და პატრიარქის გადადგომაც კი მოითხოვეს!.. უფრო შორს წავიდა ცნობილი მკრეხელი ქალბატონი ნინია კაკაბაძე, რომელმაც მის უწმინდესობას “მეშჩანი” უწოდა, რის გამოც მის ძმას, ირაკლი კაკაბაძეს, თავის მართლება მოუწია სოციალურ ქსელში.

აბსურდამდე მივიდა ახლო წარსულში ილიაუნის რექტორი გიგი თევზაძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში შობის აღნიშვნა ოკუპანტი რუსეთის საქმის კეთება და დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ გადადგმული ნაბიჯიაო…

არადა, ნინია კარგი მშობლების შვილი და, ბოლოს და ბოლოს, ჭაბუას დისწულია; გიგი თევზაძის მამაზეც მსმენია, კარგი ქართველი კაციაო, და რა უნდა ვთქვა ამის შემდეგ იმის გარდა, რომ ერთი ხიდან შიბაქიც გამოითლება და სალამურიც!

2003 წელს თბილისში _ ვარდების, მოგვიანებით კიევიში _ ნარინჯისა და ახლახან ისევ კიევში _ მაიდნის გადატრიალებები, მართლმადიდებლობასთან ბრძოლა მგონია და სხვა არაფერი. სირიაშიც რუსეთს სწორედ მართლმადიდებლობის გამო ებრძვიან!

ზემოთ ვთქვი, რუსეთს ამ და სხვა მხრივაც, განსაკუთრებით ყირიმის “ოკუპაციის” შემდეგ, თავი ქუდში აქვს-მეთქი და დავამატებ _ რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც საკანონმდებლო დონეზე აკრძალა გეიაღლუმები, ქვეყნიდან გააძევა სოროსის ფონდი და მკაცრ კონტროლს დაუქვემდებარა სხვაასოებისსაქმიანობები. ასე რომ, რუსეთს არც ფერადი რევოლუციები ემუქრება და არც ტოტალური პედერასტიზაცია, რადგან მართლმადიდებლობის მსოფლიო ბურჯია, ხოლო უპირველესი წინაღობა მსოფლიო ლგბტზაციის გზაზე მართლმადიდებელი სარწმუნოებაა! თუნდაც მხოლოდ ამიტომ საქართველოს ადგილი რუსეთის გვერდითაა.

დღეს გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოში მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და რუსეთის თანადგომა, პირველ რიგში, ჩვენ, ქართველებს, ქართულ დედაეკლესიას სჭირდება და არა პირიქით, თორემ ჩვენი დიდი მეზობელი უჩვენოდაც გაიმარჯვებს მსოფლიოს მასონ ნეოტროცკისტებთან ომში, რომელიც რუსეთს არ დაუწყია და კიევსა თუ სირიაში თავს მოახვიეს!

ჰოდა, როგორც წარმოშობით თბილისელი, ცხონებული ევგენი პრიმაკოვი ხუმრობდა, რუსები ომებს არასოდეს იწყებენ, ისინი ომებს ამთავრებენ, როგორც დაუმთავრეს ნაპოლეონს _ პარიზში, ჰიტლერს _ ბერლინში. და, სადაც ამერიკელები დააფურთხებენ, მათაც იქ დაუმთავრებენ…

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. \\\’\\\’არადა, ნინია კარგი მშობლების შვილი და, ბოლოს და ბოლოს, ჭაბუას დისწულია; გიგი თევზაძის მამაზეც მსმენია, კარგი ქართველი კაციაო\\\’\\\’- შენ ძმაო კარგად არ გსმენია ეტყობა ყველაფერი,ფულზე ყველა იყიდებოდა ,ჭაბუამ ხრუშოვის მკვლელობის მოწადინე ჩაუშვა უშიშროებაში,მისი და პატრიარქის მეშჩანობას ასწავლიდა ქალიშვილს, ეგ ირაკლი კიდევ ბუღაძეს უბეჭდავდა თავის ჟურნალში წმინდა თამარზე უხამსობას ,ასე რომ თუ ამბობ ყველაფერი თქვი შეულამაზებლად

  2. \\\”..ამ გაუგონარ სისასტიკეს შედეგად მართლმადიდებელი ეკლესიისა და სარწმუნოების განადგურება უნდა მოჰყოლოდა და 1920-იან წლებში ტროცკისტებმა დაიწყეს კიდეც ტაძრების ნგრევა და სამღვდელოების ფიზიკური განადგურება, მაგრამ, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მხსნელად ბოლშევიკი სტალინი მოევლინა, იოსებ ჯუღაშვილი, რომელმაც ნელ-ნელა, მეთოდურად გაანადგურა სიონისტები და მათი ბელადი ტროცკიც ზედ მიაყოლა. შეწყდა ეკლესია-მონასტრების ნგრევა, სასულიერო პირთა დევნა, უფრო მეტიც: გაგანია მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთს პატრიარქი დაუნიშნა, რომლის ინტრონიზაცია ქართველმა კალისტრატე ცინცაძემ აღასრულა, ხოლო საქართველოს ეკლესიას სემინარიადამთავრებულმა იოსებ სტალინმა ავტოკეფალია დაუბრუნა.\\\”

  3. ბოროტება არავის შერჩენია..მაგრამ საქმე მართლაც ცუდადა ნაცები გ
    წაეთრენ და რესპუბლიკელები მობრძანდენ..ღმერთი და პატრიარქი ორივეს სძულს მაგრამ უყვართ პიდარასტები ლესბოსელები და ამნაირი სულით მახინჯი ავადმყოფები.მეზობელის იმედზე მყოფი ოჯახი წინ ვერ წავა.დროა მართმადიდებლებმა ხმა ამოვიღოთ .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here