სლოვენიაში ჩატარდა რეფერენდუმი ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების საკითხზე. თუ მოსახლეობის უმრავლესობა ამ კითხვაზე დადებით პასუხს გასცემდა, სლოვენია პირველი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო იქნებოდა, რომელშიც გეიკავშირები ოფიციალურად დაკანონდებოდა.
რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 63,4%-მა უარი თქვა ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ამ წყვილების მიერ შვილად აყვანის უფლების დაკანონებაზე. ამრიგად, პარლამენტის მიერ მარტში მიღებული კანონი ძალაში შესვლამდე გაუქმდა.