Home რუბრიკები პოლიტიკა ამოუცნობი მოვლენები ქართულ პოლიტიკაში

ამოუცნობი მოვლენები ქართულ პოლიტიკაში

1138

რა დღეშიც ჩააგდეს ჩვენი ქვეყანა ზედმეტადჭკვიანმაპოლიტიკოსებმა და სტრატეგოსებმა ბოლო 25 წლის განმავლობაში, ყველა ვხედავთ. არაფერს ვიტყოდი, “მიღწეულიშედეგების გამო სინდისის ქენჯნით თავები რომ ჩაეღუნათ, ბოდიში მოეხადათ, ქვეყნის მართვას ჩამოშორებოდნენ და ასპარეზი უფრო ჭკვიანი ხალხისთვის დაეთმოთ. მაგრამ არა! რეგვენი რისი რეგვენია, თუ თავი ძალიან ჭკვიანად არ მიიჩნია და, მისი სირეგვნის გამო მიღებული შედეგების მიუხედავად, კვლავ ჯიქურ არ განაგრძოქვეყნის გადამრჩენელისროლის მორგება.

ისიც უნდა ითქვას, რომ რთულია, ადამიანთა ამ დონის სირეგვნე დაიჯერო. რთულია იმის დაჯერებაც, რომ, მიუხედავად ხალხის წინაშე ჩადენილი ამდენი დანაშაულისა, საზოგადოება მაინც “აბელადებს” და ხმას აღებინებს მათ.

ამიტომ ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი მივიდა დასკვნამდე, რომ ჩვენს ამ “ბელადთა” საქმიანობაში უკვე გარკვეული ზებუნებრივი ძალები არიან ჩართულნი, მაგრამ, ბევრი ძებნის მიუხედავად, შესაბამისი სამხილი მაინც ვერ მოიპოვა. უფრო სწორად, ვერ მოიპოვა მანამდე, ვიდრე მოულოდნელად არ მოჰკრა ყური ირაკლი ალასანიას ფარაზას: “მე შევიმუშავე სამკუთხედი, რომელიც საქართველოს ყველა პრობლემას გადაუწყვეტს”.

აბა, თქვით, როგორ შეიძლება, რომელიმე ქვეყანას პრობლემები მოუგვაროს სამკუთხედმა, თუკი ეს რაღაც ზებუნებრივი სამკუთხედი არ არის?! მით უმეტეს, ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა და რომელსაც არა მხოლოდ რომელიმე ერთი მიმართულებით, არამედ ყველა სფეროში და ყველა კუთხით წარმოუდგენლად დიდი პრობლემები აქვს?!

როგორც ჩანს, ალასანიას წამოსცდა ამ თავისი უცხოპლანეტური სამკუთხედის შესახებ ჟურნალისტებთან და, როდესაც მათ დაზუსტება სთხოვეს, ყველაზე თავისუფალმა დემოკრატმა უცებ უპასუხა, _ მე ამ სამკუთხედში საქართველოს, რუსეთსა და გერმანიას ვგულისხმობდიო, და ჟურნალისტებიც დაშოშმინდნენ.

მაგრამ ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი სხვებივით გულუბრყვილო არ არის და წამსვე გაუჩნდა ლოგიკური კითხვა: რა, განა საქართველო, რუსეთი და გერმანია აქამდე არ არსებობდნენ? არავინ იცოდა მათი არსებობა, ალასანიას გარდა, თუ რაშია საქმე?! ანდა, ის არ იცოდა არავინ, რომ ეს სამი ქვეყანა სამია და არა ჩვიდმეტი და, თუ მათ შორის ურთიერთობა შედგება, ეს სამკუთხედი იქნება და არა ცხრაკუთხედი?

აქ ხომ ის არის მთავარი, რომ ასეთ თანამშრომლობაზე დაგთანხმდეს გინდ ერთი და გინდ მეორე ქვეყანა და არ ის, რომ შენ უცებ ადგე და სამკუთხედი “გამოიგონო”?

მით უმეტეს, როდესაც ჩვენმა არც ისე სპეციალურმა კორესპონდენტმა თავისი ყურით მოისმინა ტელევიზორიდან ალასანიას ფრაზა, _ მე ამ სამკუთხედის შემუშავებაზე რამდენიმე წელი ვმუშაობდიო, უკვე ყველაფერი ნათელი გახდა: ალასანიას რაღაც ზებუნებრივი, არაამქვეყნიური, უცხოპლანეტური სამკუთხედი აშკარად ზეგარდმო ძალებმა ჩააგონეს და ის, უბრალოდ, გარკვეულ, ზენაარიდან მინიშნებულ დრომდე გვიმალავს მის ნამდვილ არსს და შესანიღბად რაღაცებს ბოდავს რუსეთსა და გერმანიაზე.

აბა, იმის გააზრებას, რომ ამ დედამიწაზე რუსეთი და გერმანია არსებობენ და გარკვეულ პრობლემებზე საჭიროა მათთან კონტაქტი და მოლაპარაკება, რისთვის სჭირდებოდა რამდენიმე წელიწადი?!

არა! აქ სულ სხვა რამ იმალება და მოვა დრო, ყველაფერს სწორედ ალასანიას ბაგეებით გაგვიმხელს ვიღაც უცხოპლანეტელი ზეკაცი.

თუმცა ისიც სათქმელია, რომ სულაც არ არის გამორიცხული, შურისა და ბიღმისგან მალე სხვა კონკურენტმა ბელადებმაც მიჰყონ ხელი სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურისშემუშავებაგამოგონებას”!

მაგალითად, შესაძლოა, შალვა ნათელაშვილმაშეიმუშაოსსაქართველორუსეთიგერმანიასაფრანგეთის ოთხკუთხედი, ან ჯონდი ბაღათურიამ უცებგამოიგონოსსაქართველორუსეთიგერმანიასაფრანგეთიინგლისის ხუთკუთხედი, ან სულაც ირმა ინაშვილმააღმოაჩინოსსაქართველორუსეთიგერმანიასაფრანგეთიინგლისიიტალიის ექვსკუთხედი

რა ვიცით, ქართული დიპლომატიის შესაძლებლობები ამოუწურავია, ხოლო ქართველი “ბელადების” ფანტაზია _ შეუზღუდავი…

ამ დალოცვილ დედამიწაზეც 2 ასეული ქვეყანაა. რაც შეეხება გეომეტრიას, აქ ფიგურათა კუთხეების რაოდენობა თეორიულად სულაც განუზაღვრელია და “უსასრულოკუთხედის” არსებობაც კი არის დასაშვები.

ჰოდა, მაშ, ასე _ წარმატებებს ვუსურვებთ ფენომენურ ქართულ დიპლომატიას!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. საქართველოს ფარაონობა უნდა და მერუსეთე ამომრცევლის გულის მოგება, რომ მერე ისევ ამერიკაში ჯრბინოს. მოკლედ \\\”პაკეტი\\\” დააგდო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here