Home რუბრიკები პოლიტიკა ელისაშვილის “მხილება”, ანუ კიდევ ერთი დაგეგმილი სკანდალი

ელისაშვილის “მხილება”, ანუ კიდევ ერთი დაგეგმილი სკანდალი

649

ნაცქოცებისკოაბიტაციურმა ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინათ კიდევ ერთისახრავი ძვალიგადაუგდო ქართველ საზოგადოებას. ამჯერად სახრავიმასალისროლი დააკისრეს გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციის მოქალაქე ალეკო ელისაშვილს. მისიმხილებისმსხვერპლი შეიქნენ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. ელისაშვილმა პროკურატურაში ტელეფონი მიიტანა, _ აი ნახეთ, “ისტერიულ მესიჯებსმწერდნენ ხოლმეო.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ “ისტერიული მესიჯების” ავტორთა კოლექტივში საპატიო ადგილს იკავებდნენ ქალბატონები _ კობახიძე და ბესელია, ანუ ბატონ ალეკოს სიტყვებით, კუდამწვარი, აფოფინებული ბინძური პოლიტიკოსები”. რას ერჩოდნენ მანანა კობახიძე და ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს? თურმე ხსენებული მაღალჩინოსნები ელისაშვილზე ზემოქმედებდნენ ე.წ. კოკაინის საქმის გამო. ორივენი ბატონ ალეკოსგან “ისტერიულად” მოითხოვდნენ “კოკაინის საქმის” ერთ-ერთი ბრალდებულის _ ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის “დაძვრას”. “მხილებულმა” ბესელიამ და კობახიძემ, რასაკვირველია, კომენტარები გააკეთეს. ქალბატონ ბესელიასგან განსხვავებით, რომელიც მოკლედ შემოიფარგლა: ჭორის დონეზე ვერ ვისაუბრებ, დაველოდები გამოძიებასო, ქალბატონმა კობახიძემ ფართოდ იმსჯელა: “მე ვიყავი ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატი 2011 წელს სააპელაციო სასამართლოსა და შემდეგ უზენაეს სასამართლოში. დიახ, ამ ადამიანების შეწყალებას ნამდვილად ვითხოვდი, რადგან დღესაც ვფიქრობ, რომ პატიმრობაში სერიოზული საპროცესო დარღვევებით იმყოფებიან. ჩვენებები მოწმეებზე ზეწოლით მოიპოვეს და, ზოგადად, ბევრი სამართლებრივი კითხვაა პასუხგაუცემელი. შესაძლოა, ალეკო ელისაშვილთან ოფიციალური განცხადებების გაგზავნის შემდეგ, მოვიკითხე, რა ეტაპზე იყო საქმის განხილვა და ისიც შესაძლოა, ელისაშვილს ვთხოვე, საქმე თაროზე არ შემოედოთ. გაასაჯაროოს ელისაშვილმა სატელეფონო ზარების შინაარსი. დიახ, მე დავრეკავ ყველასთან საჩივრის ბედის შესახებ, ვისთანაც ოფიციალური მოთხოვნა მაქვს გაგზავნილი. ეს ეხება სამინისტროებსაც და პროკურატურასაც. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმესთან დაჟინებული მოთხოვნა მქონდა. უსინდისობაა, თუ ალეკო ელისაშვილი ამას ასე აღიქვამს. ახლა მე მოვითხოვ იმის მტკიცებულებას, რომ ამ საქმეში 200 ათასი მაქვს აღებული”.

არ არის გამორიცხული, რომთბილისის ამქრისსიტყვებში სიმართლეცჟონავდეს”, მაგრამ ისმის კანონზომიერი კითხვა: რატომ გაახსენდა ალეკო ელისაშვილს მაინცდამაინც ახლა კობახიძებესელიასგან ორი წლისწინანდელიზეწოლა”? მე უნდა ვასწავლო ბატონ ელისაშვილს ჟურნალისტიკის ანაბანა, რომ მტკიცებულებების გარეშე არ შეიძლება ადამიანის დადანაშაულება? საიდან მოიტანა ელისაშვილმა, რომ კობახიძემ ბეს სახით “ჩაიჯიბა” თამაზ ბოჭორიშვილისგან 200 ათასი დოლარი ან ევრო, ან იქნებ პატრიოტიზმი გამოიჩინა და გაუფასურებული ლარით დაკმაყოფილდა? თუ ბატონი ალეკო იმედოვნებს, რომ მეგობარს გაჭირვებაში არ მიატოვებს ქართული პრესის “მძიმე არტილერია” ელისო კილაძის სახით? სხვათა შორის, ქალბატონ კილაძეს წაკითხული აქვს მოკლე ტექსტური უკატეგორიულესი მესიჯი და ელისაშვილზე უფრო შორს მიდის: ნუგზარ ბოჭორიშვილს 200 ათასი ბედ აქვს გადახდილი და დანარჩენ თანხას მას შემდეგ მიიღებდნენ, რაც გათავისუფლდებოდნენ დაკავებული პირებიო.

დრო და დრო, ასეთი სკანდალების შემდეგ, თავი დიდ საგიჟეთში გგონია გამომწყვდეული. სკანდალი სკანდალს მოჰყვება, ერთი პოლიტიკური ჯგუფი მეორეს ქვეყნის ღალატსა და “უპრეცედენტო” კორუფციაში ადანაშაულებს, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, პასუხისგებაში არავინ არის მიცემული! ან კიდევ _ რამ მოაფიქრებინა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ალეკო ელისაშვილისთვის პირადი დაცვის გამოყოფა? ელისაშვილი არათუ არავის უცემია, არც არავინ დამუქრებია მას და რა საჭიროა ეს კლოუნადა?!

ისე, მაინტერესებს, რას ფიქრობს მილიარდერი ივანიშვილი ელისაშვილზე, რომელიც უწინ აქო და ადიდა. ვინ აწინაურებს ასეთ პირებს, რომლებსაც დალაგებულ სახელმწიფოში ორ ბატსაც არ ანდობდნენ? ან მარგველაშვილზე რას ფიქრობს? გახსოვთ, ალბათ, ივანიშვილის სიტყვები: თუ გიორგი მარგველაშვილს ამომრჩევლების 80 პროცენტზე მეტმა მხარი არ დაუჭირა, დანაპირებს არ შევასრულებო; და მიუხედავად მისი პროტეჟეს შთამბეჭდავი გამარჯვებისა, დანაპირები ბატონმა ბიძინამ მაინც არ შეასრულა. როგორც “ქართული ოცნების” სამწლიანმა მმართველობამ დაგვანახვა, მის ნაქებ და წინწაწეულ კადრებს სახელმწიფოს მართვის საქმეში არაფერი გაეგებათ, მხოლოდ პრემიების მითვისებაში აღმოჩნდნენ ყოჩაღნი.

ელისაშვილის “მხილებაც” მალე “ჩაიფუშება”, გამოძიება გაჭიანურდება და “კოკაინის საქმეც” დაგვავიწყდება. ახლა კი საკითხავია, როდის აგორდება მორიგი სკანდალი, როდის გადმოგვიგდებს ხელისუფლება სახრავად მორიგ “ძვალს”.

გიორგი კორძაძე

1 COMMENT

  1. ელისაშვილი და მეტრეველი თავიდანვე გაშიფრული იყვნენ სოროსისტობაში, ესენი ორმაგ თამაშს კი არა,სამმაგ თამაშს თამაშობენ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here