Home რუბრიკები პოლიტიკა თურქული გამბიტი და საქართველოს მომავალი

თურქული გამბიტი და საქართველოს მომავალი

549

რუსეთთურქეთის დამძიმებულმა ურთიერთობამ ფართო გამოძახილი პოვა საქართველოში, რაც არ არის გასაკვირი. ორ დიდ ქვეყანას შორის მოქცეული საქართველო, მის ნებისმიერ მოქალაქეს საფიქრალს უჩენს და გარკვეული პოზიციის დაკავებას კარნახობს. პოზიცია _ უპირველესად გონივრული, ნეიტრალური, მიუკერძოებელი უნდა იყოს და არა ისეთი, როგორსაც ვხდებით ადგილობრივ მედიასა და ინტერნეტსივრცეში. იქ აშკარად ჭარბობს თურქეთის მხრიდან ანტირუსული გამოხდომის მიმართ აღტაცება. აღტაცებაში ჩანს შურისძიების მარცვალიც, დაახლოებით ასეთი, _ დაიპყარით ჩვენი ტერიტორიები, ახლა ხომ იწვნიეთ თურქული სილაო, თითქოს თურქეთს საქართველოს ტერიტორიები დაპყრობილი არ ჰქონდეს.

მედიის თავდასხმის ძირითადი ობიექტი რუსეთის პრეზიდენტი პუტინია, რომელსაც ადანაშაულებენ ყველაფერში, რაც “ჩაუდენია” საქართველოს მიმართ და იმაშიც, რაც მას გონებაშიც არ გაუვლია. მკითხველს, განსაკუთრებით _ ანტიპუტინურად განწყობილს, შევახსენებ, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კი არა, მედვედევი იყო. პრემიერმინისტრი პუტინი იმჟამად პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას ესწრებოდა და ომის დაწყების ამბავიც იქ შეიტყო.

შეიტყო და უმალ შეეცადა იმ ცერემონიაზე დამსწრე აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან უ შეხვედრას, მაგრამ წარუმატებლად. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხა მან ბუშთან დალაპარაკება, რომელმაც დიდი ვერაფერი შედეგი გამოიღო.

აშშ-ის პრზიდენტი მშვიდად შეხვდა ომის ამბავს. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიმღები მედვედევის რეაქციას თავდაცვის მინისტრის სერდიუკოვის ინფორმაციაზე, ნამდვილად არ იყო პანიკის მსგავსი. მას სერდიუკოვის ინფორმაცია, თავდაპირველად, გადაჭარბებული მოეჩვენა. მედვედევის პასუხი იყო: “დაველოდოთ მოვლენებს”. მხოლოდ მესამე ინფორმაციის შემდეგ, უბრძანა მან მინისტრს სამხედრო მოქმედების დაწყება. იმ მომენტში საქართველოს ტანკები ცხინვალის ქუჩებში დაჯირითობდნენ.

პრეზიდენტად ახალარჩეული ლიბერალი მედვედევისთვის საომარი გადაწყვეტილების მიღება ძნელი იყო, მაგრამ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ომის დაწყების განკარგულების გაცემას ქართული პოლიტიკა პუტინს აბრალებს, ანუ პრემიერს, რომელსაც რუსეთის კონსტიტუციით არც მთავარსარდლობა უპყრია ხელთ და არცსტრატეგიული ჩემოდანი”.

რას მოიმოქმედებდა პუტინი, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო? _ იმას, რასაც მედვედევი. რას მოიმოქმედებდა პუტინის ადგილზე ნებისმიერი ბირთვული სახელმწიფოს მეთაური თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემთხვევაში? _ იმაზე მეტს, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი. გაიხსენეთ, აშშ-ის პრეზიდენტის ბუშის რეაქცია აშშ-ზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ. განა მას არ მოჰყვა ერაყში შეჭრა, ავღანეთში ომი?

ავღანეთის პრობლემა ჯერაც მოუგვარებელია, ისე, როგორც ერაყის. ჯერაც იღვრება სისხლი ორივე ქვეყანაში, როგორც ადგილობრივის, ისე ამერიკელი და მასთან კოალიციაში მყოფი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების.

დავუბრუნდეთ დღევანდელ ვითარებას რუსულ-თურქულ ჭრილში. პოლიტოლოგი საყვარელიძე აცხადებს: “პუტინმა გაამწვავა დაპირისპირების თემა, მაგრამ მისი პოზიციები საკმაოდ სუსტია. თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა და, თუკი დაპირისპირება მოხდა, ამ დაპირისპირებაში თურქეთი მარტო არ იქნება”.

ვერა და ვერ გამოვედით ნატოს ყოვლისშემძლეობის ტყეობიდან. არადა, თუ საფუძვლიანად განვიხილავთ ნატოს სამხედროძლიერებასდა პოლიტიკურ სულისკვეთებას, დავინახავთ ამ ორგანიზაციის ერთობ უსუსურ მოქმედებას. ნატოსძლიერებაფეხზე დაიკიდა ნატოს წევრმა თურქეთმა და აგრესია განახორციელა კვიპროსის წინააღმდეგ, დაიპყრო კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი, მეტადრე თურქებით დასახლებული და დაპყრობილსჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკაუწოდა, ამით აშკარად დაუპირისპირდა ნატოს წევრ საბერძნეთს.

მას შემდეგ მრავალი წელიწადი გავიდა, მაგრამ ბრიუსელი შეუძლო აღმოჩნდა საკითხის მოგვარებაში. ნატომ ვერაფერი გააწყო ავღანეთში, მიუხედავად საკუთარი ძალების უპრეცედენტო მობილიზაციისა. ავღანეთში მძიმე ვითარებაა. თალიბები, “ალ-ქაიდა” და სულ ახლახან მათ დამატებული “ისლამური სახელმწიფოს” ავღანური ფილიალი ავღანეთის ტერიტორიის საკმაოდ დიდ ნაწილს აკონტროლებენ.

თავი დავანებოთ არცთუ დიდი ხნის წინანდელ ისტორიას, გავიხსენოთ ახალი, თუნდაც პარიზის ტერაქტი და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები. რატომღაც ნატოს ხმა არც თქვენ, პატივცემულო მკითხველო და არც მე, არ გამიგია. არადა, ნატოს წესდების მე-5- მუხლის მიხედვით, სტოლტენბერგს _ ნატოს გენერალურ მდივანს, საფრანგეთის დასაცავად ხმა უნდა ამოეღო.

ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოსთვის იმაზე მეტი საფრთხეა, ვიდრე ერთი ქვეყნის მიმართ მეორის აგრესია. არსაიდან ხმა, არსით ძახილი, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტის ოლანდის ძახილი მოჰყვა, _ ადრესატი რუსეთი იყო და მასთან ერთად ტერორიზმთან ბრძოლა.

რატომ არ მიმართა ოლანდმა ნატოს?! იცის რა, მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებისსისხარტედაბრძოლისუნარიანობა”, ოლანდმა თავი აარიდა მას.

თურქეთის ავიაცია რეგულარულად არღვევს ნატოს წევრი საბერძნეთის საჰაერო სივრცეს, მაგრამ ნატო დუმს. თუ ვინმე დააფრთხო თურქულმა თავხედობამ, უპირველესად _ნატო, რომლის საგანგებო სხდომაზე, თურქეთის თხოვნით მოწვეულზე, აშკარად არათურქული პოზიცია გამოიხატა. თურქეთს მიახვედრეს, რომ მის მიერ წამოწყებულ ავანტიურაში ნატო ჩართვას არ აპირებს, ანუ არ აამოქმედებს წესდების მე-5-ე მუხლს. დაახლოებით იგივე პოზიცია გამხატა ოფიციალურმა ვაშინგტონმაც.

საჯაროდ ნატომ ყასიდად დაუჭირა მხარი ნატოს წევრ თურქეთს, მაგრამ იქვე განაცხადა, რომ მან (თურქეთმა) და მხოლოდ მან უნდა გამოძებნოს რუსეთთან შერიგების ენა. ამასთანავე, ნატოს წევრი სახელმწიფოების მედიაში გამოქვეყნდა სტატიები მოწოდებით: გაირიცხოს თურქეთი ნატოდან, როგორცხულიგანისახელმწიფო.

ნატოს განწყობა თურქეთის მიმართ ერთობ დამაფიქრებელი, გასაკვირი არ არის, უპირველესად, იმიტომ, რომ ნატომ იცის, ვინ არის დამნაშავე რუსეთთურქეთის დაპირისპირებაში; ისიც იცის, რას გამოიწვევს თურქეთის სამხედრო მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ. ნატომ კარგად იცის, რა სამხედრო ძალას ფლობს რუსეთი, რომელიც არა მხოლოდ კასპიისა და ჩრდილოეთის ზღვებიდან ბომბავსისლამურ სახელმწიფოს”, არამედ ხმელთაშუა ზღვაში მცურავი წყალქვეშა ნავებიდანაც.

რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და ამ იარაღით თანაბარ პოზიციაზეა აშშ-თან. რუსეთის ბირთვული იარაღი აღემატება ნატოს წევრი სახელმწიფოების _ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბირთვულ იარაღს ერთად აღებულს. ნატომ ისიც იცის, რომ რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში დაპურებული და კომფორტული ევროპისგან არაფერი დარჩება.

უკიდეგანო რუსეთს გადარჩენის გაცილებით მეტი შანსი აქვს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში, მედიასა და პოლიტოლოგიაში ხომ რუსეთის დაკნინება-დაჩაჩანაკებაა მთავარი. ასე იყო 2008 წლის ომამდე, _ “დაჟანგული ტანკები,” _ და ასეა დღესაც. ჩნდება კითხვა _ რას გვაძლევს რუსეთის ყოველთვის ნეგატიურ ჭრილში მოხსენიება? _ უპირველესად, ყურადღების მოდუნებას, ნატოს მოიმედეობას, მუდამ იმაზე ფიქრს, რომისინი” (ცხრამთასიქითურები) დაგვიცავენ, კისრისტეხით გამოექანებიან ჩვენს დასაცავად. აკი გამოექანენ 2008 წელს?!

საყვარელიძე ჟურნალისტის შეკითხვაზე: “ალიანსის წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ თურქეთს, რაც ერთგვარი სიგნალია რუსეთისთვის”, პასუხობს: “ასეთივე სიგნალია რუსეთისთვის, რომ მისი ბრალდება, თითქოს თურქეთი ნავთობს “ისლამური სახელმწიფოსგან” ყიდულობს, მყარ საფუძველს არ ეყრდნობა; ვნახეთ ქურთისტანის რეაქცია, რომ ეს ჩვენი სატრანსპორტო საშუალებები იყო და რატომღაც თურქეთს მიაწერესო. ანუ სხვადასხვა საკითხებში ნელ-ნელა წყალი უდგება რუსეთის პოზიციებს. გარდა ამისა, რუსეთს ორი ომი აქვს წამოწყებული…”.

ნეტავ, რომელი ქურთისტანი აქვს მხედველობაში ბატონ რამაზს? ის ხომ არა, ოფიციალურ ანკარასთან რომ არის ჩახუტებული და იმას ლაპარაკობს, რასაც ანკარა?! გარდა ამ “ქურთისტანისა”, ერთი მუჭა ქურთებისგან შეკოწიწებული რაღაც “სტანისგან”, არსებობს არაერთი სხვა ქურთისტანი, აშკარად მტრულად განწყობილი ანკარის მიმართ. ასეთია თვით სირია-ერაყის ტერიტორიებზეც. სწორედ ამ ანტიანკარულ “ქურთისტანს” ბომბავს თურქეთი იმ “ქურთისტანიდან”, სადაც ამას წინათ შეიჭრა ვითომდა იმ ქურთისტანის “ბოევიკების” გასაწვრთნელად.

ამ აგრესიამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ერაყის ხელისუფლებაში, რომელმაც საპროტესტოდ გაეროს უშიშროების საბჭოსაც მიმართა. რაც შეეხება ნატოს, ამ აგრესიაზე ხმა არ ამოუღია ისევე, როგორც ვაშინგტონს. თურქეთს ერაყის დაპყრობილ ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შექმნა აქვს გადაწყვეტილი, რაც აშშ-სთან შეთანხმებულია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაღებული ვიდეოკადრებზე მსოფლიომ დაინახა ათასობით ბენზინმზიდი, რომლებიცისლამური სახელმწიფოდანთურქეთში გადადიოდა. .. ქურთისტანის მტკიცება, რომ ბენზინმზიდები მისი კუთვნილებაა და არა თურქეთის, ღიმილის მომგვრელია, რადგან არარსებულქურთისტანსამ რაოდენობის ბენზინმზიდი არ შეიძლება ჰქონდეს, რაც კარგად უნდა იცოდეს დამწყებმა პოლიტოლოგმაც.

თურქეთიისლამურ სახელმწიფოსთანნავთობით რომ ვაჭრობს, ფაქტია და თანაც ისეთი, მხოლოდ თურქეთს რომ არ აშავებს. ის მთლიანად დასავლეთს არასასურველ პოზიციაში აყენებს. ამ პოზიციას ორმაგი სტანდარტი ჰქვია, ანუ სიტყვით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, საქმით _ ტერორიზმისთვის ხელის შეწყობა.

ბენზინით ვაჭრობა დიდ შემოსავალს აძლევს “ისლამურ სახელმწიფოს” _ დღეში 2 მილიონამდე დოლარს. ერთი იმდენი თურქეთის პრეზიდენტის _ ერდოღანის ოჯახის ჯიბეში მიდის. აშშ-ის ოფიციალური განცხადება ბენზინმზიდების კოლონაზე დასაწყისში თავშეკავებული იყო _საკითხი შესწავლას საჭიროებს და ფაქტების დადგენასო, მაგრამ კალიფორნიის ტერაქტის შემდეგ თურქეთის მიმართ აშშ-მა მკაცრი გაფრთხილება გააკეთა _ წერტილი დაუსვას კონტრაბანდულ მიმოსვლას “ისლამურ სახელმწიფოსა” და თურქეთს შორისო.

საგაზეთო ინტერვიუში, რომლის სათაურია “სომხეთის ინტერესებს წიწილასავით ზედ მიაკლავენ”, ყურადღება მახვილდება თურქეთის პრემიერის დავუთოღლუს ბაქოში ვიზიტზე და იქ გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომ ყარაბახის კონფლიქტის დასარეგულირებლად და რეგიონში მშვიდობის მისაღწევად საჭიროა ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების გათავისუფლება. სტუმარმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ყველანაირად დაეხმარება აზერბაიჯანს ამ საქმეში.

დავუთოღლუს განცხადებამ, მით უმეტეს, მისმა ვიზიტმა მასპინძელი ალიევი ერთობ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. მან თავისი მოსაზრება ასე ჩამოაყალიბა _ ორივე ქვეყანასთან (თურქეთთან და რუსეთთან) აზერბაიჯანს მეგობრული ურთიერთობა აქვს, რაც არ იძლევა გადახრა-გადმოხრის შესაძლებლობასო.

ყარაბაღის გახსენება, აქედან გამომდინარე, ცეცხლზე აზერბაიჯანული ნავთის დასხმა, და ამით რუსეთის წინააღმდეგ პრობლემის აგორება ისეთი რამაა, თურქეთის დღევანდელი ხელისუფლების დაუბალანსებელ პოლიტიკას რომ ამზეურებს. დავუთოღლუს განცხადებას შიში ან შეშფოთება არც ერევანში გამოუწვევია და არც მოსკოვში. რაც შეეხება დასავლეთს, იქ ანკარის მიმართ არასახარბიელო პოზიცია გამოხატეს.

“შემთხვევაში ყარაბაღის კონფლიქტს ის თავისებურება აქვს, რომ ნატოს ფრთის ქვეშ მყოფი ტერიტორია არ არის და დასავლეთს არ აიძულებს, ჩაერთოს სამხედრო ოპერაციაში,” _ამბობს საყვარელიძე, მაგრამ თურქეთი ხომ ნატოს წევრია და დავუთოღლუს განცხადებით ძალაუნებურად გაეხვევა ომში?!

რესპონდენტი ეკონომიკასაც გადასწვდა. “თურქეთის მხრიდან სურსათის ბლოკადამ რუსეთი იძულებული გახადა, რომ ეგვიპტიდან, სხვა უფრო შორეული ქვეყნებიდან შემოიტანოს იმ ტიპის სურსათი, რაც შემოჰქონდა თურქეთიდან. ეს თითქოს უმნიშვნელო ეკონომიკური ნაბიჯი ურტყამს რუსი მოქალაქის ჯიბეს”.

რუსეთის თანხმობა იყოს და შემომტანი იმდენია, დათვლაც კი გაჭირდება. მრავალი ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი, ირანი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, ისრაელი, სირია, ეგვიპტე, სხვები და სხვები მზად არიან გაცილებით დაბალ ფასად (თურქეთთან შედარებით), შეიტანონ ხილბოსტნეული, კვების სხვა პროდუქტები რუსეთის ბაზარზე, რომ აღარაფერი ვთქვათ თვით რუსეთის ფერმერებზე.

რუსეთის აგრარული სექტორი რომ აღმავლობის გზაზეა, მარტივი სტატისტიკიდანაც ჩანს. 2 წლის შემდეგ ის საექსპორტო შემოსავლებით გაუსწრებს ენერგომატარებლების საექსპორტო შემოსავლებს. დღეს წარმოება არც ისე ძნელი საქმეა, მაგრამ გასაღების ბაზრის მოპოვებაა რთული. თურქეთმა თავისი უგუნური მოქმედებით დაკარგა რუსეთის ბაზარი და დაკარგა მანამდე, ვიდრე თურქეთში ხელისუფლება არ შეიცვლება.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ დონეზე იყო ასული, თვითმფრინავის ჩამოგდებას არავინ იფიქრებდა, არავინ, გარდა თურქეთის ხელმძღვანელებისა. ცხადია, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა დააზარალებს რუსეთს, მაგრამ ეკონომისტების დასკვნით, უმძიმეს დარტყმას მიაყენებს თურქეთის ეკონომიკას. თურქეთის ბიუჯეტში 40 მილიარდამდე დოლარის შემოსავლის დაკარგვა, ხუმრობა საქმე არ არის.

საინტერესოა, რით შეივსებს თურქეთი ბუნებრივი აირის მოხმარების 60%-, რომელსაც რუსეთიდან იღებს, ან ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას, რომლის საბოლოო ღირებულება 22 მილიარდი დოლარითაა განსაზღვრული. ამ თანხის ამოღებას რუსეთი 2060 წლისთვის გეგმავდა.

დედამიწაზე არ მოიძებნება ქვეყანა, ვინც მსგავს საჩუქარს გაუკეთებს მეორე ქვეყანას. რუსეთი უკეთებდა თურქეთს ასეთ საჩუქარს მხოლოდ მეგობრობისა და თანამშრომლობის აღსანიშნავად და არა მოგების მისაღებად. ამ საქმით რუსეთმა საბჭოთა კავშირის მაგალითი გაიმეორა, რომელმაც მილიარდობით დოლარის პროექტები განახორციელა აზია-აფრიკა-ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

რუსეთი ორ ომშია ჩართული.” _ ბრძანა საყვარელიძემ, იგულისხმა რა სირია და უკრაინა. მას სჯერა, რომ რუსეთი ომობს უკრაინაში. მას სჯერა, თუმცა არა სხვას, იმავე დასავლეთიდან. “უგუნურიდასავლელები რეგულარულად ამბობენ, რომ რუსეთის აგრესიას უკრაინაში ადგილი არ აქვს.

როდესაც საინფორმაციო წყაროდრუსთავი 2” გაქვს შერჩეული, უდავოდ იტყვი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე; უდავოდ იტყვი, რომ აშშ იცავს უკრაინას; უდავოდ ვერ დაინახავ იმბედნიერებას”, ამერიკამ რომ მოუტანა უკრაინას ანუ თვეში 30 დოლარი მოსახლეობის ერთ სულზე.

ქართველ პოლიტიკოსპოლიტოლოგთა ნათქვამი წერტილმძიმითაც კი ამერიკელი პოლიტიკოსების ნათქვამს ემთხვევა, რაც თავისთავად მიგვანიშნებს საკუთარი აზროვნების სიმწირეზე, უფრო სწორად, არქონაზე. მომავალი ქვეყნისა, რომლის პოლიტიკაპოლიტოლოგიას სხვისი აზრი კვებავს, საეჭვოა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here