Home რუბრიკები სამართალი კახა კახიშვილი: პრობაციონერებისთვის გადასახადებს ვაუქმებთ

კახა კახიშვილი: პრობაციონერებისთვის გადასახადებს ვაუქმებთ

679

სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა მთავრობის სხდომაზე არასაპატიმრო სასჯელაღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებაზე ისაუბრა.

“არასაპატიმრო სასჯელაღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება შედის. ვაუქმებთ გადასახადებს. მოგეხსენებათ, პრობაციონერი, რომელიც საცხოვრებელ ადგილს იცვლის, 20 ლარს იხდის პრობაციის ბიუროში. თუ პრობაციონერი ერთი თვით იცვლის ადგილს, 50 ლარი უნდა გადაეხადა სამთვიანი ნებართვისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს არის უსამართლო, ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ეს გადასახადები გაუქმდეს.

გარდა ამისა, გვაქვს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, ეს ის დაწესებულებაა, რომლიდანაც მსჯავრდებულებს შაბათ-კვირას შინ წასვლის საშუალება ეძლევათ. ამ დაწესებულებაში დარეგულირებული არ იყო ხანმოკლე პაემნის წრე. ახლა ხანმოკლე პაემნის წრე ფართოვდება, გარდა მშობლისა და მეუღლისა, ფართო წრეს საშუალება ეძლევა, მსჯავრდებულები მოინახულოს”, _ განაცხადა კახიშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here