Home რუბრიკები პოლიტიკა ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგია

ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგია

490

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთერთი მიწის _ ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრი იოაჰიმ ჰერმანი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგ გამოდის.

“იმის ნაცვლად, რომ გავიმეოროთ შეცდომები, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებით დავუშვით, სჯობს, ევროპა საზღვრების დაცვის გაძლიერებით სერიოზულად დაკავდეს”, _ განაცხადა იოაჰიმ ჰერმანმა გამოცემა Passauer Neue Presse-თვის მიცემულ ინტერვიუში.

ჰერმანის მოსაზრებით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება გამოიწვევს მიგრაციული კრიზისის გამწვავებას. როგორც მან აღნიშნა, “რუსეთთან კონფლიქტის” დაწყების შემდეგ გაიზარდა უკრაინელების რაოდენობა, რომლებმაც გერმანიას თავშესაფრის თხოვნით მიმართეს. 

1 COMMENT

  1. შეახსენეთ ამათ, რამდენი ქართველი მოკლეს ამათმა მეორე მსოფლიო ომში, ჩვენი ვალი აქვთ გადაუხდელი!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here