Home რუბრიკები პოლიტიკა “სერგო, აკო, მაკო, კაკო და ჩიორა-ბეღურები მაინც ვერ დაბრუნდებიან”

“სერგო, აკო, მაკო, კაკო და ჩიორა-ბეღურები მაინც ვერ დაბრუნდებიან”

501

საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერის _ ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებს არჩევნებში გამარჯვებაზე საუბრის საფუძველს ტკბილი სიზმარი აძლევთ

 “უნდა გავაწბილო ისინი და ვუთხრა, რომ ვერ ეღირსებიან სანუკვარი ოცნების ასრულებას. ამაში მათივე წარსული შეუშლის ხელს. ის ავბედითი 9 წელი ყველას ძალიან მწარედ ახსოვს საქართველოში. ხშირად გვსაყვედურობენ, არ უნდა დაანებოთ ამ 9 წელზე საუბარს თავიო? სხვებისა არ ვიცი და, მე არ ვაპირებ ამის დავიწყებას. როგორც ისტორიკოსი, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პერიოდი ხშირად გავიხსენო, რათა ასეთი რეჟიმი აღარასოდეს დაბრუნდეს. შეიძლება ჩვენ არჩევნები წავაგოთ, მაგრამ სერგო, აკო, მაკო კაკო, ჩიორა-ბეღურები მაინც ვერ დაბრუნდებიან. ჩვენ რომ გვიკიჟინებენ, შეეგუეთ წაგებასო, თავად არჩევნებამდე მიაღწევენ? ჩვენთვის რჩევების მიცემას,  ურჩევნიათ, ამაზე იფიქრონ“, _ განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here