Home რუბრიკები პოლიტიკა დავით ბაქრაძე: სააკაშვილის შემცვლელის არჩევის საჭიროება არ გვაქვს

დავით ბაქრაძე: სააკაშვილის შემცვლელის არჩევის საჭიროება არ გვაქვს

476

 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ დავით ბაქრაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, ვეღარ განაგრძობს პოლიტიკურ საქმიანობას ქვეყანაში, შესაბამისად, ვერ დარჩება პარტიის თავმჯდომარედ. სწორედ ამიტომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტია გუნდურ მმართველობაზე გადადის, მას არ ეყოლება ერთი კონკრეტული თავმჯდომარე.

მიხეილ სააკაშვილი აღარ არის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. 3 წელია, პარტია გადასულია გუნდურ მმართველობაზე, არსებობს პოლიტიკური საბჭო, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი და სწორედ ეს სტრუქტურები იღებს გადაწყვეტილებას პარტიაში, ამიტომ არანაირი საჭიროება და მიზანშეწონილობა არ არსებობს ახალი თავმჯდომარის არჩევის”, _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here