ევროპოლმა, ესპანური პოლიციის მეშვეობით, იტალიური, ბერძნული და თურქული პოლიციის ჩართვით, ხმელთაშუა ზღვაზე დააკავა გემი, რომელსაც 13 ტონამდე ნარკოტიკული ნივთიერება გადაჰქონდა.…
ევროპოლის განცხადებით, ოპერაცია 2 დეკემბერს ხმელთაშუა ზღვაზე, იტალიურ კუნძულ პანტელერიასგან 15 კმ-ის მოშორებით ჩატარდა.…დაკავებულ იქნა გემი “მუნზური”, რომელსაც 500 ტომარაში დაფასოებული 13 ტონამდე ჰაშიში გადაჰქონდა. გემი ბადრაგის თანხლებით, იტალიურ კუნძულ სიცილიაზე გადაიყვანეს. დაკავებულია ეკიპაჟის თერთმეტივე წევრი, რომელთაგან 1 საქართველოს მოქალაქეა, 10 _ უკრაინის.