Home რუბრიკები პოლიტიკა Die Welt-ი: პუტინს აქვს ერდოღანის დაჩოქების შანსი

Die Welt-ი: პუტინს აქვს ერდოღანის დაჩოქების შანსი

580

კრემლს აქვს შანსი, ერდოღანი კუთხეში მიიმწყვდიოს და დააჩოქოს კიდეც, _ წერს გერმანული გამოცემა Die Welt -ი. ამით მოსკოვი არა მხოლოდ შურს იძიებს შელახული რეპუტაციის გამო, არამედ სამიზნეში ამოიღებს ნატოს ყველაზე სუსტ წერტილს, _ ასეთია სტატიის ავტორის, რიჰარდ ჰერცინგერის, თვალსაზრისი.

“უკვე დიდი ხანია, დასავლურ ალიანსს  აღარ გამოსდის თავისი ფასეულობების შეთავსება თურქეთის რელიგიურ-ნაციონალურ კურსთან. დასავლეთს ერდოღანი მკაფიო საზღვრებში ჯერ კიდევ მაშინ უნდა მოექცია, როცა ის “ჰამასს” მფარველობდა და არ მალავდა თავის სიძულვილს ისრაელის მიმართ, ამჟამად კი დასავლეთს უწევს თავისი “არც ისე მომხიბვლელი” პარტნიორის გამოქომაგება რუსეთთან ურთიერთობის გამწვავების ხარჯზე, რომელთანაც ცოტა ხნის წინათ თანამშრომლობას აპირებდა სირიის საკითხებზე. აქედან გამომდინარე, პუტინის გლობალური სტრატეგია, გახლიჩოს და გაანეიტრალოს დასავლური ბლოკი, დასავლეთისთვის სულ უფრო სახიფათო ხდება”, _ წერს Die Welt -ის მიმომხილველი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here