Home რუბრიკები პოლიტიკა ვასილ ჭიჭინაძე: ზაქარეიშვილი მოღალატეა. მთელი მთავრობა მოღალატეა, მათი ხედვაა მოღალატეობრივი

ვასილ ჭიჭინაძე: ზაქარეიშვილი მოღალატეა. მთელი მთავრობა მოღალატეა, მათი ხედვაა მოღალატეობრივი

489

წლების წინათ, როდესაცქართული ოცნებახელისუფლების სათავეში მოვიდა, პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ თქვა: “ჩვენთან ტერიტორიული მთლიანობის პრობლემით დაკავებული იყვნენ უღიმღამო, უსუსური ადამიანები, რომლებსაც არავინ იცნობდა არც სოხუმში, არც ცხინვალში და არც მოსკოვში. არც ერთ თავმოყვარე სახელმწიფო მოღვაწეს აზრადაც არ მოუვიდოდა მათთან სერიოზული მოლაპარაკების გამართვა. ამ მხრივ ვითარება დიდად არ შეცვლილა. ჩვენი პოტენციური პარტნიორებისთვის დღესაც უცნობია, ვინ არის დაკავებული საქართველოში ამ საკითხებით. ასახელებენ რეინტეგრაციის საქმეებში მინისტრის გვარს, მაგრამ ვინ დაელაპარაკება ასეთი დასახელების მქონე უწყების ხელმძღვანელს? და, საერთოდ, ის ადამიანები მოსკოვსა და სოხუმში, რომლებზეც რეალურად არის საქმე დამოკიდებული, მინისტრს არ დაელაპარაკებიან”.

უღიმღამო დაუსუსურმა ადამიანებმათავიანთი სახეც და საქართველოს მთავრობის რეალური თვალსაზრისიც ნათლად დაგვანახვეს.

რესპუბლიკელებმა დღეს, უკვე ხელისუფლებაში ყოფნისას, გაამჟღავნეს დიდი ხნის ნაფიქრნააზრევი.

რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა 2001 წელს სოჭში, ქართულაფხაზურ კონფერენციაზე _ “სტაბილურობის პაქტი კავკასიაში და სამშვიდობო პროცესის სტრატეგია” _ სოხუმის წარმომადგენელ ბათალ კობახიასთან თქვა: “მე ნამდვილად ვაპირებ საქართველოში ცხოვრებას და არსად წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა, ვიბრძოლო იმისთვის, რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ საქართველოში, როგორშიც მე მინდა. ვიმეორებ, აფხაზეთით თუ აფხაზეთის გარეშე _ ეს ჩემთვის ყველაზე მცირე პრობლემაა. და მჯერა, მაშინ კონფლიქტი გადაწყდება. არ ვიცი, როგორ გადაწყდება, ვიცხოვრებთ სხვადასხვა ქვეყანაში თუ არა, მაგრამ აფხაზები, ალბათ, თავად გადაწყვეტენ, როგორ და ვისთან ურჩევნიათ ყოფნა _ რუსული ორიენტაციით, ქართული თუ რამე სხვა ორიენტაციით…”

სოხუმის წარმომადგენელმა ბათალ კობახიამ ხიდაშელს უთხრა: “ჩვენ სულ ვსაუბრობთ საქართველოზე და არასოდეს აფხაზეთზე, იმიტომ, რომ, როდესაც აფხაზეთზე საუბრობთ, მას საქართველოს ნაწილად მიიჩნევთ, ამიტომაც ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოზე”. ამაზე ხიდაშელმა უპასუხა: “ბათალ, არ ვგულისხმობ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია”.

რეინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრმა, რესპუბლიკელმა პაატა ზაქარეიშვილმა 2013 წლის 29 ნოემბერს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: ასოცირების ხელშეკრულება უკვე პარაფირებულია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ ესაა პირველი ნაბიჯი სხვა მრავალთა შორის და ნუ გვექნება ილუზია, რომ ამით რაღაც დასრულდა, პირიქით, რაღაც ახლა იწყება. ესაა პირველი ნაბიჯი აფხაზეთისა და ოსეთისთვის. მათ მართლაც მოუწევთ დაჯერება, რომ საქართველო უბრალოდ კი არ ლაპარაკობდა ევროკავშირზე და ამით მათ თვალში ნაცარს აყრიდა, არამედ ნამდვილად აგრძელებს მოძრაობას ევროპისკენ. სომხეთისა და უკრაინის მიმართულებით შექმნილი დაძაბულობის ფონზე ეს არის სერიოზული შეტყობინება, რომ ჩვენ არ ვხუმრობთ და მართლა მივდივართ ევროპისკენ. კეთილი ინებეთ აფხაზებმა და ოსებმა, დაფიქრდით: რუსეთში რჩებით თუ მოდიხართ საქართველოსთან ერთად ევროპაში”.

ზუსტად 2 წლის შემდეგ, 2015 წლის 29 ნოემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა:

ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა _ ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა.”

გაბედავს თუ არაქართული ოცნება”, ნატოს შესთავაზოს, რომ საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგებში მიიღოს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე გვესაუბრება.

_ რესპუბლიკური პარტიის ერთერთმა წევრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თავისი განცხადებით კიდევ ერთხელ გაგვაოცა, უფრო ზუსტად, მოსახლეობა გააბრაზა. მან თქვა, რომ არ ახსოვს საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ყოფნის პერიოდი

_ ყველა ქვეყნის მმართველი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს, ამ ქვეყანაში, ხელისუფლებისა რა გითხრათ, მაგრამ რესპუბლიკური პარტია კი, საკუთარ, ვიწრო პარტიულ ინტერესს იცავს. მათ სხვა გზა არ აქვთ, ამერიკელების დავალება უპირობოდ უნდა შეასრულონ.

_ გასაგებია, ამერიკის დაკვეთას ასრულებს ყველა, ვინც ხელისუფლებაშია, მაგრამ, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, დაკარგული ტერიტორია არაფრად მიგაჩნია, ხალხის აზრი ხომ უნდა გაითვალისწინო? ბოლოს და ბოლოს, არჩევნები ხომ კიდევ მოვა?

_ რესპუბლიკელებს ხალხის აზრი ნამდვილად არ აინტერესებთ. მათთვის მთავარია, ამერიკისგან მიიღონ ფული და მხარდაჭერა, ამდენი წელი ხომ ასე იარეს. რესპუბლიკელებს უფლება არ აქვთ, სხვა კურსი აიღონ, მათ სხვა გზა აღარ აქვთ…

_ პრემიერ ღარიბაშვილზე ამბობენ, რომ კარგი ქართველი, ჯიგარი კაცია. კარგ ქართველს ამ განცხადებისთვის პაატა ზაქარეიშვილი არ უნდა მოეხსნა?

_ ბიძინამ ამერიკელების დაკვეთა შეასრულა და რესპუბლიკელები მიიყვანა კოალიციაში ზუსტად ისე, როგორც ეს თინა ხიდაშელის დანიშვნისას მოხდა. როგორ ფიქრობთ, ამის შედეგ ღარიბაშვილს, რომც სძულდეს ისინი, ხმას ამოიღებს?

როგორც ჩანს, ამერიკელები ფსონს რესპუბლიკელებზე დებენ და ამას აღარაფერი ეშველება. ხომ ხედავთ, ყველა ძირითადი პორტფელი მათ ხელშია. ისინი ხელისუფლებაში ბევრნი არიან.

კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ყველაზე ძლიერი მოთამაშე რესპუბლიკელები აღმოჩნდნენ, შესაბამისად, ფსონიც მათზე დაიდო.

_ შესაძლებელია, ხელისუფლებიდან ვინმემ გაბედოს და თქვას, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შევიდეთ ნატოშიო?

_ კი, უფრო მეტიც _ ეჭვი არ მეპარება. იმ შემთხვევაში, თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ოცნება” ისევ ასეთი უმრავლესობით მოვა, დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. ოცნებისწევრები იტყვიან, რომ აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე შევიდნენ ნატოში და ამას ხალხს ისე აუხნიან, რომ დააჯერებენ კიდეც. ეტყვიან, ახლა ნატოში შევალთ და შემდეგ, რამდენიმე წელიწადში, ნატო დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებსო.

_ ხალხი ამას დაიჯერებს?

_ ხალხს ბევრი რამის აღარ სჯერა და აღარც ნატო უნდა, მაგრამ ვინ რას ეკითხება? ჩაატარონ რეფერენდუმი და სიმართლეს გაიგებენ, ოღონდ ეს სიმართლე არავის სჭირდება.

_ პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთის საკითხებში საჭიროა ისეთი ადამიანების ჩართვა, რომლებსაც ყველა მხარესთან დალაპარაკება შეუძლიათ. “უღიმღამო, უსუსურ ადამიანებსკი არავინ ელაპარაკება. როგორ ფიქრობთ, არსებობს კი ასეთი ადამიანი ხელისუფლებაში? ფაქტია, “შერიგებისახლანდელი მინისტრი ამას ვერ გააკეთებს.

_ ისეთი ადამიანი, როგორზეც ალექსანდრე ჭაჭია ლაპარკობს, ხელისუფლებაში ნამდვილად არ მეგულება. არადა, სასურველი იყო, მოეძებნათ ადამიანი, რომელიც არ იქნებოდა ნაომარი და მისი ნდობა ექნებოდათ აფხაზებს, აგრეთვე, ნდობა უნდა ჰქონდეს რუსეთსაც. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის გარეშე ხომ ვერ მოხდება?

რამდენიმე დღის წინათ რუსეთში გენშტაბმა წარმოადგენა რუკა, რომელზეც ნათლად ჩანდა, რომ საქართველოსგან აფხაზეთი და ოსეთი გამოყოფილი არ იყო. ეს ფაქტი რაღაცას ნიშნავს. რუსებს აუცილებლად უნდა დაველაპარაკოთ ისევე, როგორც აფხაზებსა და ოსებს. ქართველებს გვყავს ადამიანები, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ. ასეთები აქაც არიან და რუსეთშიც.

თუ ტერიტორიების დაბრუნება ნამდვილად გვსურს, ნატო, საერთოდ, უნდა დავივიწყოთ. იქ არ გვიღებენ, არაფერში ვჭირდებით. თავმოყვარეობა თუ გაქვს და ერი გქვია, რაღაცამ ხომ უნდა შეგაფუცხუნოს, ხომ უნდა გაგიღვიძოს უხერხულობის განცდა?

რუსეთი ძლერია, ფეხზე მყარად დგას, აუცილებელია მათთან ურთიერთობის, თანაც მჭიდრო ურთიერთობის, დამყარება, მათ შორის, რუსეთის უშიშროების სამსახურებთან, რადგან ჩვენი ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ აუცილებელია, საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთის უშიშროებასთან. ბოლოს და ბოლოს, მთელი მსოფლიო დახმარებას რუსეთის ფედერაციას სთხოვს.

_ ნატომ ტაქტიანი და ლამაზი სიტყვებით კიდევ ერთხელ გვითხრა უარი. რამდენიმე წლის განმავლობაში ამბობდნენ, ნატო არ გაფართოვდებაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფართოვდება _ ახალ წევრად მონტენეგრო მიიწვია. საქართველოში არსებულმა პროდასავლურმა ძალებმა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც განაცხადეს, რომ ეს არაფერს ნიშნავს და ნატოს კარზე კაკუნი არ უნდა შევწყვიტოთ

_ ტექსტი არაფრისმთქმელი იყო. რაც შეეხება იმას, რომ კარზე კაკუნი არ უნდა შევწყვიტოთ, ეს უთავმოყვარეო ადამიანის ნათქვამია.

ნატო პრობლემურ ქვეყანას არ მიიღებს თავის რიგებში, ქვეყანას, რომელსაც, ელემენტარულად, საზღვრებიც კი არ აქვს.

_ ქართველ პოლიტიოსებს თავმოყვარეობა რამ დააკარგვინა?

_ ფულმა. სხვა, უფრო ლოგიკური ახსნა, არ არსებობს, რადგან ნატო არასოდეს არაფერში გამოგვდგომია და, შესაბამისად, არც პოლიტიკოსებს აქვთ ახსნა, რატომ უნდა გავერთიანდეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

_ არის თუ არა დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედებზე უარესი? წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიდან არავის გაუბედავს დაკარგულ ტერიტორიებზე ასე აშკარად უარის თქმა, როგორც ამათ გაბედეს

_ ჯობდა, ამჟამინდელ ხელისუფლებას არაფერი გაეკეთებინა. ისე, უბრალოდ, მოსულიყვნენ და ოთხი წლის შემდეგ წასულიყვნენ, ეს უკეთესი იქნებოდა. მათ გაფუჭება დაიწყეს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ვინმე გაბედავდა, ეთქვა, ოღონდ ნატოში შევიდეთ და ტერიტორიები ჯანდაბასო. რესპუბლიკელები ამაზე საჯაროდ საუბრობენ და ისინი ხელწამოსაკრავები არ არიან. რატომ არ გვინდა რუსეთი? _ იმიტომ, რომ ვთვლით, ტერიტორიები მათ წაგვართვეს. მაშ, რა განსხვავებაა ნატოსა და რუსეთს შორის, თუ ტერიტორიებს ასეც დავკარგავთ და ისეც?

_ რა ჰქვია ზაქარეიშვილისნაირ ადამიანს?

_ ზაქარეიშვილი მოღალატეა და არა მხოლოდ ის, მთელი მთავრობა მოღალატეა, მათი ხედვაა მოღალატეობრივი.

არ შეიძლება, თურქეთი მეგობარი იყოს, რომელმაც რამდენიმე ათეული წლის წინათ მიწასთან გაგასწორა, ტერიტორიების უდიდესი ნაწილი თავისი მოსახლეობით წაგარათვა. ზაქარეიშვილმა დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდზე თუ არაფერი იცის, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია მაინც უნდა იცოდეს. ეს ყველაფერი არც ისე დიდი ხნის წინათ იყო, თანაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერმინისტრი დღესაც ამბობენ, რომ აჭარა მათია. ეს მაინც ხომ უნდა იცოდეს, თუ დავით აღმაშენებელი არ იცის, ვინ იყო?!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here