Home რუბრიკები პოლიტიკა გოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების

გოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების

852

ვის უწოდებს გოკა გაბაშვილი გიჟს და ვის _ პრ.ჭს

ვირთხები ჩასაძირად განწირული გემიდან გარბიან. .. უგულავას სასტავი (გოკა გაბაშვილი, გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე და სხვები), რომელსაც, გოკა გაბაშვილის თქმით, “ნაციონალიპრბი ებრძვიან, “ნაციონალურ მოძრაობასდატოვებს და ახალ პოლიტიკურ ძალას ჩამოაყალიბებს. თავის დროზენაცმოძრაობადატოვეს ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ, ახლა კი მათ გაბაშვილი, ბოკერია და თარგამაძეც მიჰყვებიან.

“ნაციონალური მოძრაობის” რღვევაზე მიუთითებს უკრაინულ ვებგვერდ “უკრაინსკაია რევოლუციაზე” (uarevo.in.ua) გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გოკა და ლადო გაბაშვილებს შორის. გოკა გაბაშვილი პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე ლაპარაკობს და სააკაშვილს გიჟს უწოდებს, ხოლო სააკაშვილთან ერთად უკრაინაში მყოფ ზურაბ ადეიშვილს, ლევან ვარშალომიძეს, მურთაზ ზოდელავასა და დავით საყვარელიძეს _ პრ…ბს. გთავაზობთ ამ სატელეფონო ჩანაწერის გაშიფრულ ვერსიას:

გოკა: _ რა ვი, ლადო, იმაშვებიან რა, ჯერჯერობით იღრინებიან, მარა დაალაგებენ ტრ…ბს, არ ვიცი, თუ არ დაალაგებენ და, კიდე შეგვასკდებიან…

ლადო: _ და რას იღრინებიან?

გოკა: _ ნუ ეხლა, არ ეგუებიან იმას, რო ვუგებთ რა, კუჩკა-კუჩკა დადიან და ჭრიჭინებენ, _ რო კიდე სხვა პოსტზე ვცადოთ ეხლა ან რაღაც ყრილობა მოვიწვიოთ და ა.შ. ჩვენ შევუთვალეთ, რო ეგ ყრილობა კარგად არ დამთავრდება თქვენთვის და არავისთვის, ვაფშე, პარტიისთვის-თქო და ეხლა ყრილობა და საჯაროდ გამოტანა…

ლადო: _ რა სჭირთ, ბავშვები არიან?..

გოკა: _ ჩვენ ვეუბნებით, რომ შიდა კონფლიქტის გარეთ გამოტანა არავის არ აწყობს, ეხლა, თუ ვინმეს აწყობს და, თუ ვინმე რამეს გადაწყვეტს, თვითონ იქნება პასუხისმგებელი შედეგებზე… მე იმედი მაქვს, მაინც დალაგდებიან…

ლადო: _ და ვინ არის ამის ინიციატორი _ ისა, სათვალეებიანი თუ თვითონ ესა?..

გოკა: _ ნუ ეხლა, მიშაა ამის, კაცო, ვითომ ეხლა თვითონ არ ჩანს. მარა, ადეიშვილი, ვაშალომიძე, იქ მურთაზა ზოდელავა, მაქაური პრბი _ საყვარელიძევინც არიან რადა ციხიდან ბაჩო და რაღაცაყველა ერთად, რო ბოკერია, მე, გიგი, ისა, ჩვენ სასტავს, ასე ვთქვათ, გვებრძვიან და უნდათ ჩაჩოჩება და ეხლა… ჩვენ ვეუბნებით, რო შედეგი თუ გინდათ არჩევნებზე, აგერა ვართ და, თუ არადა, შეიტენეთ ტრ…ში და ვნახოთ, რასაც იზამთ-თქო, თქვენი დედაც მო…ნ-თქო.

ლადო: _ არა, რაღაცა ის არის, ყ…ბაა. ნიპრავილნა.

გოკა: _ ყ…ბაა, იმის მაგივრად ბიძინაზე ფიქრობდეს, ჩვენზე ფიქრობს ტიპი და… ჯერ ეს ერთი _ ოდესაზე ფიქრობდეს უნდა, წესით, მერე _ ბიძინაზე და ბოლოს _ ჩვენზე და, პირველ რიგში, ჩვენზე ფიქრობს და მერე _ ყველაფერ დანარჩენზე და… ეჭვიანობს რა.

ლადო: _ ჰოდა, რას ეჭვიანობს, მაგის კამანდა ხართ, მაგის…

გოკა: _ ნუ ეჭვიანობს, რო ისე დავლაგდებით, რო ეგ აღარ დაგვჭირდება. ეჭვიანობს, რა ვიცი, გიჟია რა.

ლადო: _ ნუ, ეგ აღარ დაგჭირდებათ, ეგ რო აბსურდია, ხო იცის თვითონაც. ეგ სულ დაგჭირდებათ.

გოკა: _ არ იცის, ეტყობა, არ იცის. რას იზამ ეხლა, იმის ტვინში ხომ ვერ შეცვლი რაღაცას.

ლადო: _ არა, ესენი აგიჟებენ…

გოკა: _ აბა, რათ უნდა უნდოდეს ბაჩოს და ადეიშვილის დალაგებული პარტია?! არ გამოჩნდება, რო ბაჩო და ადეიშვილი ალაგებენ თუ რა? და ხალხი აღფრთოვანებით შეეგებება ამ ორი დიდი მოღვაწის გაბლატავებას ისევ, თუ რა იქნება ეხლა? იმის მაგივრად, ყველანაირად მალავდეს და აჩოჩებდეს თავის ყოფილ პაზორნი ძალოვნებს, ისევ იმათ ეყრდნობა და მარტო იმათი იმედი აქვს და ნუ, იყოს ეხლა, რა ვუყოთ ეხლა ჩვენ.

ლადო: _ ჰოდა, ნუ აი, რატო ჭირს ესე… ჭკვიანი კაცია, რატო ჭირს ესე?

გოკა: _ გიჟია! ხელისუფლების გიჟია!

ლადო: _ გასაგებია, ხო არ კარგავს ამ ხელისუფლებას, ვერ გავიგე… ჯანმრთელ ძალას დაეყრდნოს.

გოკა: _ მონები უნდა, ლადო. არ უნდა ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელები არიან და ჯანმრთელად ელაპარაკებიან და რაღაცაზე წინააღმდეგობას უწევენ და რაღაცაზე არას ეუბნებიან. არ უნდა, მონები უნდა, ჩვენ მონები ვერ გავხდებით და, ვინც ყავს მონები, იმათ ეყრდნობა რა, მონურ პონტში.

ლადო: _ არ ვიცი, რა. ყ…ბაა.

გოკა: _ სამ კვადრატულ მეტრში მჯდომ გიგის ებრძვის იქიდან და ეხლა, რა ვიციმაგდენი ნამუსიც არა აქ, რო გიგისთან ბრძოლა არ იკადროს. რეკავს ხალხთან და ეუბნება, რომ ეგ უგულავას ხალხია და უგულავას ხალხია

კაროჩე, რა, გიჟია, პროსტა, რა.

ლადო: _ ამის ჩემება თუ არის, ეს კაი ხანი არ დალაგდება მაშინ.

გოკა: _ დალაგდება, თუ მიხვდება, რო აზრი არ აქვს, დალაგდება.

ლადო: _ ესე თავისით ვერ მიხვდება, იქნება ვიღაცა _ ან გიგა და შენ ჩამოხვიდეთ, დაელაპარაკოთ, დააწყნაროთ, დაამშვიდოთ, რაღაც ეგეთი იქნება ქნათ, გოკა…

გოკა: _ ეგრეც ვიზამთ, ალბათ, მაგრამ შენ არ იბაზრო მანდ ქართველებში არაფერი…

ლადო: _ არა, ბიჭო, რა უნდა ვიბაზრო, შენ ღადაობ, შე ჩემა?!

გოკა: _ ბევრი ენის მიმტან-მომტანი ყოფილა.

ლადო: _ არა, ბიჭო, რა უნდა ვიბაზრო, ამათთან რამის თქმა როგორ შეიძლება. ვაბშე, შე ჩემა, რას მელაპარაკები, მაგის თქმაც არ გჭირდება.

გოკა: _ ჰო, ნუ ამას რაღაცა პატარა ჯგუფი ყავს _ მალადნიაკური, ამ ვაშაძეს, მარა ძირითადად, გამო…ლი ბავშვები არიან.

ლადო: _ ჰო, ნუ კამსამოლი.

გოკა: _ ჰო, კამსამოლია რა, თვითონაც როგორი კამსამოლიც არის, ეგეთი სასტავი ყავს.

ლადო: _ თვითონ კატასტროფაა, ბ…შვილი ვიყო…

გოკა: _ ჰო, ჭიათურელი ნაგლი კომკავშირელია, მეტი არაფერი არ არის. ღირებულებებისა და პრინციპების გარეშეა, ვაბშე, ტიპი.

ლადო: _ კარიერისტი, კაროჩე, რა… რა ვი, მე თუ დამიჯერებთ, ჯობია, რომ შენ და გიგამ, დაჟე, ვასილიჩმაც თუ გარისკა და წამოვიდა, კარგი იქნება. თქვენ სამი რომ დაუჯდეთ და დაელაპარაკოთ…

გოკა: _ ვასილიჩი ვერ ჩამოვა, მაგრამ სკარეე ვსევო, გიგა ჩამოვა.

ლადო: _ შენ არ გინდა, ხო?

გოკა: _ ბიჭო, რა ვიცი, მე, ვაბშე, უფულოდ ვარ, ეგ მაქედან არაფერს მიზავს და, რაღაც თუ მოვახერხეთ აქედან, შეიძლება.

ლადო: _ ჰო, ნუ, მოკლედ, შეხედე შენც და, თუ მაგას გააძრობთ, რასაც მე გეუბნები, რომ ამას დაელაპარაკოთ, ძალიან კარგი იქნება, დაჟე ჩხუბით და იმით რო დაიწყოთ, მარა, ბოლო-ბოლო, დალაგდეთ, ღირს.

გოკა: _ შეიძლება, ვნახოთ…

ლადო: _ ბიჭო, ესენი აგიჟებენ, შვილი ვიყო, მე ხო ვიცი, აქ რა ვითარებაა. ესენი აგიჟებენ ამას, ეს სასტავი _ ვაშაძე და ეს სასტავი, ეს დედამლი, ეს სათვალეებიანი გლავნი პრ.

გოკა: _ კი, ეგ არის გლავნი.

ლადო: _ ჰო, ეგ არი გლავნი, ეგ თესლი ეგა!

გაბაშვილების ამ სატელეფონო საუბარში გამოთქმულ ეპითეტებში ნათლად ჩანს, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ქართველი ხალხის სისხლში ხელებგათხვრილი ნაპრეზიდენტალი მიხეილ სააკაშვილისადმი, მისი მარჯვენა ხელის, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილისადმი (“დედამო…ლი, “სათვალიანი გლავნი პრ…ი”) და “ნაცმოძრაობის” იმ წარმომადგენლებისადმი, რომლებიც სააკაშვილს უკრაინის “აღმშენებლობაში” ეხმარებიან.

არ დაგავიწყდეთ, რომ, აი, ამ ლექსიკის მქონე გოკა გაბაშვილი _ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი _ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი იყო 2004-2008 წლებში. სოროსის ფონდში გამოზრდილ გოკას სჩვევია პარტიიდან პარტიაში გადახტომა (ადრე პარტიაგაერთიანებული დემოკრატებისმდივანი იყო) და ახლაც, როდესაც მასნაცმოძრაობისპრბიუპირისპირდებიან, თავის გზას მოძებნის

ასე რომ, გოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების.

სხვათა შორის, გოკა გაბაშვილის მამა კოტე გაბაშვილი 1987 წელს ე.წ. გერმანული სკოლის დირექტორი იყო და გააფთრებით ებრძოდა “ცრურეფორმატორ” შალვა ამონაშვილს. მოგვიანებით ჯერ განათლების მინისტრის მოადგილის პოსტი ჩაიგდო ხელში, შემდეგ _ მინისტრის. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი მძვინვარე ანტიზვიადისტი გახდა და ეს პუტჩისტმა ხელისუფლებამ დაუფასა კიდეც. სამხედრო საბჭომ სწორედ ის დანიშნა განათლების მინისტრად, ედუარდ შევარდნაძემ კი “მოქალაქეთა კავშირის” ერთ- ერთ სახეს ჯერ თბილისის მერობა უბოძა, შემდეგ გერმანიაში ელჩად გაამწესა. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ კი კოტე გაბაშვილმა სააკაშვილის ნავში ისკუპა და ჯერ პარლამენტარის მანდატი მოიპოვა “ნაცმოძრაობის” სიით, 2008 წელს კი _ იტალიაში საქართველოს ელჩობა.

სწორედ მამა-შვილ გაბაშვილზეა ნათქვამი, დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო.

რაც შეეხება ლადო გაბაშვილს, მან უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილის დანიშვნისთანავე დაიწყო ფარმაცევტული ბიზნესი… უკრაინაში. სწორედ უკრაინის მთავრობაში სააკაშვილისა და ალექსანდრე კვიტაშვილის გამოჩენის შემდეგ გაიღვიძა ლადო გაბაშვილში ფარმაცევტულმა გენიამ, მაგრამ, როგორც ჩანს, გაბაშვილებს მიშა სააკაშვილი არ აძლევთ მშვიდად ყოფნის საშუალებას…

ნიკა კორინთელი

P.S. “უცხო თავისიანებში, უცხო უცხოებში” _ ეს სათაური აქვს მასალას, რომელიც უკრაინულმა ვებგვერდმაუკრაინსკაია რევოლუციამგამოაქვეყნა. მასალაში აღნიშნულია, რომ ოდესელებს დაუგროვდათ გაღიზიანება სამამულო პოლიტიკაზე უცხო ადამიანების ფართო გავლენის გამო, უცხო გუბერნატორისა და მისი კორუფცირებული ზონდერბრიგადის წევრების დაბალი მორალური თვისებების წინააღმდეგ, რომელთათვისაც სააკაშვილი უცხოა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here