რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ფონდი “ღია საზოგადოება” და ინსტიტუტი “ღია საზოგადოება ხელშეწყობის ფონდი” არასასურველ ორგანიზაციებად ცნო.
“მათი საქმიანობა რუსეთის საკონსტიტუციო წყობასა და სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს”, _ განაცხადა პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარინა გრიდნევამ. “არასასურველი” ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გამო, აღნიშნული ფონდები რუსეთში პროექტების განხორციელებას ვერ შეძლებენ.