Home რუბრიკები საზოგადოება “ნატო _ მკვლელი!” _ სკანდირებდნენ ჩერნოგორიელები აშშ-ის საელჩოსთან გამართულ მიტინგზე

“ნატო _ მკვლელი!” _ სკანდირებდნენ ჩერნოგორიელები აშშ-ის საელჩოსთან გამართულ მიტინგზე

657

30 ნოემბერს ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში საპროტესტო აქცია გაიმართა. პოდგორიცელები ქუჩაში ჩერნოგორიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესაძლო გაწევრების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ. დემონსტრანტებმა მარშით გაიარეს მანძილი პეტრე ცეტინსკის მონუმენტიდან აშშის საელჩომდე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები “ნატოში _ არასოდეს!” და სკანდირებდნენ: “ნატო _ მკვლელი”, “ეს არ არის ჩერნოგორიელი ხალხის სურვილი”.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 20 ნოემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ვიზიტისას განაცხადა, რომ ნატოს წევრად ჩერნოგორიის მიღების საკითხი 1-2 დეკემბერს გადაწყდება ბრიუსელში, ალიანსის ყველა წევრი-სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here