ლონდონში გამოქვეყნდა “გლობალური ტერორიზმის რეიტინგი _ 2015”, რომლის მიხედვითაც საქართველოს 71-ე ადგილი უკავია მსოფლიოს ყველაზე სახიფათო, ტერორისტული საფრთხეების მქონე ქვეყნების სიაში. კვლევა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
რუსეთი 23-ე პოზიციაზეა, ხოლო აშშ _ 35-ზე, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი _ 93-ე ადგილზე, ხოლო სომხეთი _ 166-ზე. კვლევის თანახმად, კავკასიის რეგიონში ტერორიზმის მხრივ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა სომხეთია. საქართველოზე კი შეიძლება ითქვას, რომ ტერორიზმის კუთხით უფრო სახიფათო ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, ვიდრე უსაფრთხოს.