რუსეთის პრეზიდენტის _ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სირიაში ტერორისტებს 40 ქვეყანა აფინანსებს, მათ შორის “დიდი ოცეულის” რამდენიმე ქვეყანა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამ თემაზე მსჯელობა ანტალიაში იყო, სადაც “დიდი ოცეულის” სამიტი გაიმართა და მხარეებმა განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს სათანადო რეზოლუციების შესრულების საკითხები, რომლებიც რუსეთის ინიციატივით არის მიღებული და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთასა და ტერორისტების მიერ გაძარცვული ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობას ეხება.