Home რუბრიკები საზოგადოება “უპატიოსნობაა, როცა ზოგიერთის სიცოცხლე სხვების სიცოცხლეზე ძვირად ფასობს”

“უპატიოსნობაა, როცა ზოგიერთის სიცოცხლე სხვების სიცოცხლეზე ძვირად ფასობს”

533

ბრიტანელი ჟურნალისტი განმარტავს, რატომ არ დააყენა საფრანგეთის დროშა პროფილში

ბრიტანელმა ჟურნალისტმა სარა იუენმა, რომელიც ამჟამად ტაილანდში ცხოვრობს, დაწერა, რატომ არ შეცვალა პროფილიფეისბუქშიდა რატომ არ დააყენა საფრანგეთის დროშა ავატარად. აი, რას წერს სარა იუენი:

“მეკითხებით, რატომ არ მაქვს ფრანგული დროშა პროფილში?

იმიტომ, რომ ის, რაც ახლახან მოხდა პარიზში, ყოველდღიურად ხდება იემენში დასავლური ძალების ჩუმი თანხმობით. იმიტომ, რომ, რაც პარიზში მოხდა, ყოველდღიურად ხდება ერაყსა და ავღანეთში. და რაღაც არ მსმენია მსოფლიოს პროტესტი ერთი კვირის წინათ, როდესაც 200 კაცი დაიღუპა ბაზარში ბომბის აფეთქების შედეგად. იმიტომ, რომ ყველა დუმს სისასტიკეზე პალესტინასა და ნიგერიაში. ჩვენ კი, თანამედროვე დასავლური სამყარო, უბრალოდ, შორიდან ვაკვირდებით, თითქოს ამის გამო პასუხისმგებლობა არ გვეკისრება.

ეს უპატიოსნობაა, როცა ზოგიერთის სიცოცხლე სხვების სიცოცხლეზე ძვირად ფასობს. თუკი დღეს ჩვენ, ყველა, ფრანგები ვართ, მაშინ ყველა უნდა ვიყოთ სირიელები, ქურთები, ერაყელები, იემენელები. ჩვენ ახლავე უნდა მოვიმარაგოთ ფოტოები პროფილისთვის, რათა საჭირო მომენტში შევცვალოთ ავატარი. ეს შეიძლება დღესვე დაგვჭირდეს. და, რაც მთავარია, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ყველაფერი, შევაჩეროთ დაღუპულთა რაოდენობის მატება. თუ ასე არ მოვიქცევით, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ თვითონვე ვართ ამ უბედურებებისა და ტრაგედიების მიზეზი. ჩვენ _ დასავლური სამყაროს ახლომხედველი მოსახლეობა, რომელსაც აინტერესებს მხოლოდ ჩვენი ცხოვრების სტილი, ჩვენი ადამიანები.

თუ გვსურს, უკეთეს სამყაროში ცხოვრება, ეს სამყარო უნდა შევქმნათ. ავდგეთ. შევაჩეროთ ომი, შევწყვიტოთ დაბომბვები.

დასავლურ ძალებს ხვალვე შეუძლიაისლამური სახელმწიფოსშეჩერება, თუ მოისურვებს, მაგრამ არ სურთ, იმიტომ, რომ მათთვის სარგებელი მოაქვს. ისევე, როგორც ერაყსა და ავღანეთში ომებს მოჰქონდა სარგებელი ბლერისა და ბუშისთვის. დღეს ეს ფაქტია. ეს დამტკიცებულია. ჩვენ ვიცით ამის შესახებ და ჩვენ, ყველას, გვეკისრება პასუხისმგებლობა, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში ვდუმდით.

ჟურნალისტებს კი მინდა, ვთხოვო, შეწყვიტონ ციტირება ოფიციალური ორგანოების განცხადებებისა, როგორც უტყუარი ფაქტის. დასვით კითხვები, მოითხოვეთ, წაიკითხეთ ყველაფერი, რასაც იპოვით, შეაერთეთ წერტილები, გააანალიზეთ და თვითონვე გამოიტანეთ დასკვნები. ადამიანები თქვენ შემოგცქერიან. თქვენ გისმენენ. ჟურნალისტებმა ყველაფერში უნდა შეიტანონ ეჭვი. ეს არის ჩვენი სამუშაო. ეს არის ის, რასაც საზოგადოება ჩვენგან ითხოვს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here