Home რუბრიკები პოლიტიკა ბუნტი ობამას წინააღმდეგ: აშშ-ის 7 შტატი პრეზიდენტს არ დაემორჩილა

ბუნტი ობამას წინააღმდეგ: აშშ-ის 7 შტატი პრეზიდენტს არ დაემორჩილა

569

აშშის შტატებმა: ტეხასმა, არკანზასმა, ინდიანამ, ლუიზიანამ, მისისიპიმ და მიჩიგანმა უარი განაცხადეს სირიიდან დევნილთა მიღებაზე. 7 ამერიკელი გუბერნატორი მხარს არ უჭერს აშშის პრეზიდენტის _ ბარაკ ობამას საიმიგრაციო პოლიტიკას, _ იუწყება საინფორმაციო სააგენტოროიტერი”.

16 ნოემბერს აშშ-ის 5 გუბერნატორმა განაცხადა, რომ თავიანთ შტატებში სირიელი ლტოლვილების დასახლების უფლებას არავის მისცემენ, რადგან პარიზის ტერაქტების შემდეგ ძალიან სახიფათოა ომით გატანჯული ქვეყნიდან დევნილი ადამიანების მიღება.

გუბერნატორებმა გრეგ ებოტმა (ტეხასი), ასა ჰატჩინსონმა (არკანზასი), მაიკლ პენსმა (ინდიანა), ბობი ჯინდალმა (ლუიზიანა) და ფილ ბრაიანტმა (მისისიპი) განაცხადეს, რომ მათი შტატები მხარს არ დაუჭერენ პრეზიდენტ ობამას ინიციატივას 10 ათასი სირიელი ლტოლვილის მიღების თაობაზე. მათ გარდა, ალაბამასა და მიჩიგანის შტატების გუბერნატორებმაც უარი განაცხადეს ობამას ინიციატივის მხარდაჭერაზე.

“ტეხასი ვერ მიიღებს მონაწილეობას პროგრამაში, რომლის ჩარჩოშიც სირიელი ლტოლვილები, რომელთაგან ნებისმიერი შეიძლება იყოს დაკავშირებული ტერორიზმთან, ტეხასში უნდა დასახლდეს. არც თქვენ და არც სხვა ფედერალურ მაღალჩინოსანს არ შეუძლია იმის გარანტირება, რომ სირიელი ლტოლვილები არ არიან ტერორისტული საქმიანობის რაღაც ნაწილი”, _ ნათქვამია ტეხასის გუბერნატორის _ გრებ ებოტის ღია წერილში, რომლითაც მან 16 ნოემბერს მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ამა წლის სექტემბერში განაცხადა, რომ 2016 წელს აშშ 85 ათას ლტოლვილს მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 2017 წელს კი კიდევ _ 15 ათასს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here